ჰარი ჰარალე დედაო

გაბაშვილის გორაზე ვიდექით მე და მარი და თეთრ ხიდს გადმოვყურებდით.   ხიდზე, შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე საგანგებო მზადება მიმდინარეობდა. ხალხი იკრიბებოდა. თეთრ ხიდზე დიდი ეკრანიც განეთავსებინათ, სკამებიც მზად იყო მაყურებლებისთვის.  მარის ვუთხარი : ასე მგონია,  თეთრი ხიდია მთელი ქალაქი მეთქი და მგონი ზუსტად ეგრეა.

_MG_4816[1]

საღამოს, თეთრ ხიდზე, რეზო გაბრიაძის რომანის,  “ქუთაისი ქალაქიას” მიხედვით, მისი შვილის ლევან გაბრიაძის მიერ გადაღებული ფილმის  ” ჰარი ჰარალე დედაო” ჩვენება გაიმართა.  ანიმაციურ  ფილმში რეზო გაბრიაძე ჩვენი პატარა ქალაქის, თეთრი ხიდის, მისი   ბავშვობის,  ბებია-ბაბუის,#6 ბიბლიოთეკის და გერმანელი ტყვე შულცის   ამბავს გვიყვებოდა. ჩარლი ჩაპლინი ამბობდა : სიკეთე არის ის, რასაც ბრმა ხედავს და ყრუს ესმისო.  სიკეთესთან ერთად სიყვარული არის ის,  რასაც ყველა ვგრძნობთ და გვესმის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ვიგრძნობდით იმ ტკბილ სევდას, რომელიც ამ ანიმაციამ დაგვიტოვა.

IMG_4820[1]_MG_4806[1]IMG_4822[1]IMG_4818[1]IMG_4827[1]IMG_4838[1]

 

 

 

 

 

 

 

Advertisements

ვინსენტ ვან გოგის წერილებზედ,

ყოველთვის, როცა წიგნებს ვკითხულობ და ეს წიგნები განსაკუთრებით მომწონს, მინდა აზრი გავუზიარო ჩემს ირგვლივ მყოფ  ადამიანებს. თუმცა დაფიქრებას, აზრის ჩამოყალიბებას და მის წინდადადებად ქცევას, დალაგებას,  დაწერას იმდენი შრომა სჭირდება, რომ ფიქრი დაწყებულიც არა მაქვს,  უკვე გზის ბოლოში ვარ და იქედან მაინტერესებს როგორი  წარმოდგენა დარჩათ წაკითხული წიგნის შესახებ, ან მოეწონათ თუ არა.   თუმცა ხდება ისეც რომ; სურვილი, რომ ამოთქვა  სათქმელი იმდენად ძლიერია, რომ მზად ხარ საკუთარი თავისგან ისე გაათავისუფლო  როგორც ჯინი ბოთლის თუ ჩაიდნის ტყვეობიდან.

საქმე კი ეხება ვინსენტ ვან გოგს.

პირველად მისი ნახატი როცა ვნახე „კარტოფილის მჭამელები“ შემდეგი აღწერით :  ჰოლანდიაში კარტოფილი ღარიბი ადამიანების საჭმელი იყო “ გაკვირვებული დავრჩი, რადგან შემწვარი კარტოფილი ჩვენთან ერთ- ერთ უგემრიელეს დელიკატესად ითვლება, ხოლო იქ რას ერჩოდნენ ვერ გავიგე. ჩვენი  მეორე შეხვედრა კი უფრო რომანტიულად მოხდა,  ეს იყო ღამით, ვარსკვლავებიანი ცისქვეშ, როცა  კაფის ტერასიდან გამომავალმა სინათლემ თავისი  განსაკუთრებული, სრულყოფილი,  უბრალოებით და სილამაზით ჩემს გულში დაიდო ბინა, სამარადისოდ .უნდა ითქვას ასევე ისიც,  რომ ცხოვრების მისახვევებ- მოსახვევებში და გაჩერებებში , ყოველთვის მაინტერესებდა მხატვრობა, და როდესაც მასთან მიახლოება მომინდებოდა, ლამპრად და ნიშად  ერთი დიდი მოგონება მიმიძღვებოდა. ეს იყო ბავშვობაში ბებიასთან, ზაფხულობით, როცა თხილის ტოტისგან ნემსკავისგან და ტყვიისგან, ანკესებს  ვაკეთებდით,  ვეძებდით ჭიაყელებს ნესტიანი ქვების ქვეშ, შემდეგ უკვე ხელის გულზე გავაბრტყელებდით, ნემსკავზე წამოვაცმევდით და ღორჯოების,  ტაფელების მოხელთებას  შევუდგებოდით, საღამოს კი სიამაყით განვაცხადებდით 4 ღორჯოს და სამი ტაფელას შესახებ. ხოლო მ ერთ დღესაც, ან საღამოსაც, ან შუადღესაც როდესაც სახლში დავბრუნდით, მზით გათანგულები, კან დაფუთქულები და  მოშიებულები, დეიდამ რომლის ჩამოსვლა დღესასწაული იყო, ჭიქები ჩამოგვიტანა, ნამდვილი ჩაის ჭიქები! ცხვირით პირით და თვალებით, მეც შევხედე ამ სასწაულს ,ავიღე ხელში საწერ კალამი, ქაღალდი და დავხატე. და რადგანაც ის ჩემი თვალებით დახატული საოცარი სამყაროს გამომხატველი იყო დავარქვი ჭიქუნა,ის ნამდვილი ჭიქუნა იყო!

ასევე მიყვარდა, ისეთი ნაწარმოებების კითხვა რომლებიც პირველი პირით იწყებოდა: წერილების, დღიურების, ჩანაწერების. მგონია, როცა ავტორი პირადად ყვება უფრო გულწრფელია, უფრო მართალია, ვიდრე მაშინ როცა მესამე პირის პოზიციით თავის თავს ნაწარმოებისგან შორს უსაფრთხოდ და ნეიტრალურად ათავსებს და მარტოს გტოვებს მის მიერ შექმნილ, მოთხრობილ პერსონაჟებს შორის. როცა ის  საკუთარი ხმით საუბრობს, შენ არამარტო შენ ხარ, მკითხველი, ადამიანი რომელიც უნდა მიყვეს მოქმედების დასაწყისს გაგრძელებას და დასასრულს, არამედ შენ ხარ ის, პერსონაჟი, მოქმედი პირი , მგრძნობელი. და ყველაფერი რაც მის თავზე, ტყავზე, გულზე, და სულზე ხდება, ისე განიცდი ,როგორც საკუთრივ შენსას,  რადგან  ის არის შენ. ისევე როგორც ჰოლდენი,  როგორც დიდ ქალაქში- დიდ ცხოვრებაში დაკარგული ბიჭი (და რომლის შესახებ იმედია მომავალში ოდესმე  დავწერ).

როგორც სახელგანთქმული, მეცნიერი ალბერტ აინშტაინი ამბობს განათლების შესახებ:  სასწავლებლის დასრულების შემდეგ ადამიანს ორი რამ რჩება თავში ; ა) რაც თვითონ ისწავლა და ბ) რაც არ ისწავლა. ოფიციალურ სასწავლებელთა მკაცრად ჩამოყალიბებული შეფასების სისტემა რომელიც კაცობრიოების არსებობის დროიდან მოყოლებული,  იქმნებოდა და იხვეწებოდა,: დაგვიანების შიშს, ავტორიტეტისადმი დამორჩილებას, წესებისადმი დაქვემდებარებას, აზრების დაზუთხვას, საკუთარი სურვილების „ მინდა „ ჩახშობას, და „ უნდა-ს “ წამოსწევს წინა ხაზზე. ის გამოწვეულია თამაშის იმ პრინციპიდან გამომდინარე,  რომელსაც „ ბრძოლა გადარჩენისთვის“ ჰქვია.  შემდეგ კი შესაბამისად ამ წესებთან შეთავსების საფუძველზე: მოხერხების, სიბეჯითის გამოვლენების შესაბამისად  ჩვენ საკუთარ თავს ხან პლიუსს ვუწერთ,ხან მინუსს, შესაძლებელია დახრილიც. ხოლო ისინი, ვისაც საჭირო უნარები ნებსით თუ უნებლიეთ არ აღმოაჩნდებათ,- ან არ ჩამოუყალიბდებათ, ავტომატურად გადავლენ თამაშის გარეთ ნიშანით ნული : როგორც უცოდინარები, როგორც უჭკუოები, ზარმაცები, არაპრაქტიკულები, უუნაროები,გარიყულები, ჩამოწერილები,  დამნაშავეები, შეშლილები.

თუ არ ჩავთვლით ანტონენ არტოს წერილს „ვან გოგი- საზოგადოების მიერ წაქეზებული თვითმკვლელობა„ მის შესახებ ინფორმაციები, აზრები რომლებიც მესმოდა დაახლოებით შემდეგი სახის იყო :  ერთ დღესაც დაახლოებით ოცდარვა წლის ასაკში, მაშინ, როცა სხვა მხატვრებს ამ დროისთვის ხატვა უკვე ნასწავლი ჰქონდათ და გარკვეული ნაშრომები დადებული,  ერთმა უბირმა, გაუნათლებელმა, უცოდინარმა გლეხმა ხატვა დაიწყო, გაუნათლებელი კიდევ მესმის თუმცა  დამატებით მას მზითვებში სიგიჟე და არანორმალურობა მოჰყვა, ამას ვინ აპატიებდა? , განა შერეკილის გარდა საღად მოაზროვნე, რაციონალური სტატიკური ადამიანი დაუშვებდა იმას, რომ საკუთარი ნებით თავისი თავისთვის ზიანი მიყენებინა? თან მითუმეტეს ხელის გული დაეწვა და ყური მოეჭრა?თუმცა რადგანაც აქ არა გონიერ ადამიანზე, არამედ მასზე გვაქვს საუბარი ვინსენტ ოქროსფერ ვან გოგზე, ამიტომ შევეცადოთ რომ მას მივყვეთ, ვენდოთ და მოვუსმინოთ. როდესაც ის მისი კარგი , კეთილი  გულით, თავის მოწოდებად ღვთისმსახურებას თვლის და ჩადის მაღაროელთა დასახლებაში, სადაც შიმშილი, გაჭირვება და ტანჯვა მეფობს, მათი ნატანჯი, დაღლილი, დასახიჩრებული  ყოფის შემხედვარე თავის უკანსკნელ პერანგებს ხევს და ადამიანებს ჭრილობებს უხვევს. როდესაც მსუბუქი ყოფაქცევის, ფეხმძიმე ქალს და მის შვილს შეიფარებს, და ამით მათ შიმშილისგან და სიცივისგან, სიკვდილისგან დაღუპვას  გადაარჩენს, მიუხედავად იმისა რომ ქალს მისი მოთხოვნილებების, შემოქმედების არ ესმის, მეუღლეს უწოდებს, და ცდილობს დაიხსნას ის იმ წრეში ყოფნისგან.  რომელშიც მანამდე იყო. საზოგადოებისგან, კი როგორც  ცუდი საქციელის მქონე-  გარიყულია.როცა მშობლები მისი ახირებული ხასიათის გამოსწორებას, მასთან ურთიერთობების გათიშვით ცდილობენ და სასოწარკვეთილი, უიმედო დღეებში მარტო ტოვებენ. როდესაც უმცროს ძმას, რომელსაც მიუხედავად, მისდამი სიყვარულისა, მაინც  ეჭვი ეპარება მის  მხატვრობაში, როდესაც ვინსენტი ყოველ წერილში,  მისი შელახული თავმოყვარეობით, სინდისი ქენჯნით, საღებავების საყიდლად დახმარებას სთხოვს, რომელსაც მაშინვე აუნაზღაურებს როგორც კი ნახატები გაიყიდება. როდესაც მხატვრობის შემფასებლებისთვის მისი ნახატები არც ისე, ისე რა  კარგია,  ის კიდევ პირობას იძლევა უფრო უკეთესად დახატავს და ერთმანეთს, ადარებს, აჯამებს, უთანხმებს, ხელახლა იაზრებს, სხვადასხვა ხელოვანების მწერლების წიგნებს, მხატვრების ნამუშევრებს. როდესაც  მშიერი,საჭმელ მოკლებული,  ჯანმრთელობა გაუარესებული,  მთელი დღეების, საათების განმავლობაში ებრძვის ბუნებას, ნატურას, ქაღალდს,ფანქარს, საღებავებს, ფერებს, ფორმებს, ხაზებს, ამინდს მისი შემხედვარე ცხოვრებით განათლებული ადამიანებისთვის კი , უსაქმური,  უმაქნისი, უსარგებლო ზარმაცი,და შეშლილია.ის ქრისტესავით ნატანჯი გულით, ჯვარცმული სულით, წამებული სხეულით,თავის თავის  გააზრებას და მოვლინებას სიხარულით, სიყვარულით,  სილამაზით იწყებს და  მისი შემოქმედებით სინათლისკენ მიგვიძღვება.