მირანდას შესანიშნავი დეტექტივი

ფურფუტელების პრინცესა

ბოლო ნაწილი

-იქნებ სიზმარი ვართ, ანდა სამყაროს ნაფიქრალი?! იკითხა მან, როდესაც მისმა თვალებმა  მწვანე ფერის გარსიდან, ცისფერ ზმანების პლანეტის მოლოდინად  დაიწყეს ცვლა და გადაწყვიტეს  მის სხეულზე ვარსკვლავებად დაწყობილ ყავისფერ ხალებს მარადისობის მაძიებელ ბილიკებად მიჰყოლოდნენ.

-რომელ გორაკზე უნდა დავდგეთ, რათა ზეცას მივწვდეთ?

-რატომ იბადება და კვდება ყოველდღე სიზმრები?

-რა უფრო კარგია, როცა ნატვრა გაქვს, თუ არა?

არადა ამ ცხოვრებას არა უშავს რა, თუ  ხანდახან მისგან თავს დაიხსნი,

და დაფიქრდები, რა სიტყვებით უნდა მოიხსენიო ეს ყველაფერი, დიდი საქმე სულაც არ არის, შეცვალო ნაცვალსახელები და დაუსრულებელი ყავის სმა, ერთი და იგივე ტრაგედიულობის პრივილეგია, რომლითაც მანამდე სარგებლობდი.

გარდატეხის ასაკისთვის მან იცოდა, რომ იმ სამყაროში, სადაც შობას და ახალ წელს ორჯერ აღნიშნავდნენ, უცნაური იყო.

იცოდა ისიც, რომ კითხვები, რომლებიც მიწიდან ზეცისკენთავაღერებულს, მზის სხივების შემყურეს უჩნდებოდა, აფრენის საშუალებას არ მიცემდა.

სწავლობდა იმას  რომ ა) თუ მას  ზღაპრის გმირობა უნდოდა, მაშინ  წვიმის დროს გვიან უნდა ამდგარიყო. 

სწორედ ამიტომ ის ამბობდა ასეთ ფრაზებს:

 – მე  დამესიზმრა, რომ ქალაქიდან გავრბოდი და დინოზავრები უკან მომყვებოდნენ.

თუმცა მას ისიც ეგონა რომ დეტექტივს წერდა!.

სამყარო მარტივ მამრავლებად იყოფოდა,მარტოობა რჩეულთა  ხვედრი ხდებოდა,   ის კი ღრუბლებიდან ღრუბლებში გადადიოდა, საკუთარ თავში აღმოცენებას იწყებდა და  თავიდან იწყებოდა….

როდესაც ქალაქის მთავარ თეატრში სპექტაკლი დაიწყო.

თეატრის სცენაზე  თამაშები, ყოველდღე შუადღის 12 საათსა და 4 საათზე იწყებოდა, თუმცა  კაცის როლის შემსრულებლის დაგვიანების გამო შესაძლებელი იყო ნებისმიერ სხვა დროს გადაწეულიყო. რაც მთავარია, მნიშვნელობა არ ჰქონდა სპექტაკლებს მაყურებელი ესწრებოდა, თუ არა- რჩეულ გრძელ ფეხების პატრონს სპექტაკლის დაწყების წინ ყავა ყოველთვის უნდა მოედუღებინა.

დღევანდელი დღე გარდაცვლილი რეჟისორის მეორე ცოლს ეკუთვნოდა,  მას ის სევდა უნდა გამოეთქვა, რომელიც მას, როგორც  ქალ რეჟისორს  ჰქონდა:  თუ როგორ შეხვდა მის ქმარს, როგორ მოეწონა და შეუყვარდათ ერთმანეთი. ამასთანავე ბერეტის

თავზე დახურვით და მოხდით ორ პერსონაჟში მასსა და მის ქმარად, ცოლიდან – რეჟისორში  უნდა გარდასახულიყო, – რადგან იყო ხელოვანი, იოლი არ არის, მით უფრო, თუ სცენაზე გასვლის შემთხვევაშიც კი მხოლოდ დამდგმელის ცოლად მოგიაზრებენ.

პატივცემულმა  დამსწრე საზოგადოებამ,  რომელსაც იშვიათი შესაძლებლობა მისცემოდა: ახლოდან შეეხედა თეატრის მოოქროვილ მოაჯირებისთვის, გადმოეხედა მოედანზე მოსიარულე არსებებისთვის და წითელ  სავარძლებში მაღალი შეგრძნებების ფიქრებად  გაფურჩქნულიყვნენ- დადგმულმა სპექტაკლმა ცოტათი შეაცბუნა: მათ ტრადიციულ ქართულ სუფრას, როცა პირველი, მეორე, მესამე ჭიქა ღვინით ცოცხლებს, გარდაცვალებულებს, მომავალს, მიმავალს ადღეგრძელებდნენ- არაფერი არ ერჩივნათ.

ამ განცდებში იყო საზოგადოება, როდესაც უეცრად სცენაზე ნამდვილი მდედრულ-მამრული სულისკვეთების  ჰარმონია გაისმა!

სცენაზე კულისებიდან ქალი გამოვარდა,  მას უკან კაცი და დანარჩენი მოახლე ქალები მოჰყვნენ:  სცენაზე წრეზე სირბილი დაიწყეს.

უნდა ითქვას, რომ ქალებატონები ტემპერამენტის ნაკლებობას არც კაცის მოსვლამდე უჩიოდნენ, მაგრამ კაცის მოსვლის შემდეგ ყავის ყოველი ყლუპის მიღების და  შოკოლადის მირთმევისას იმ ყველაზე ზოგადსაკაცობრიო, ზესახლემწიფოებრივ, მსოფლიო მნიშვნელობის საკითხის განხილვისას, რასაც მათი სქესის ფიზიკური აღნაგობის სულიერ ფასეულობად განხილვა  ნიშნავდა, ენდორფინების ისეთ მოზღვავებას განიცდიდნენ, რომ ყველაფერზე წავიდოდნენ, ყველას ამოუნისკარტავდნენ თვალებს და ხორცს, თუკი მათი მამაკაცი გაივლებდა აზრად. წიოკზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, მითუმეტეს ეხლა უკვე უკან მათი კაცი მოსდევდათ, რათქმაუნდა სულიერ რაკურსში. 

წამის წუთს საერთაშორისოდ ცნობილმა  მოგზაურმა,რომლისთვისაც არისტოტელეს მცნებები: ,,წარმოდგენაში ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი 10 წუთია’’ ,,ყოველი სცენა სვამს შეკითხვას, ხოლო მომდევნო სცენა პასუხობს“, ისეთი სისხლხორცეული გამხდარიყო, გადაწყვიტა მე-11 წუთის დასრულებას, წარმოდგენის დამთავრებას აღარ დალოდებოდა და დარბაზიდან გასულიყო. მოგზაურის ხასიათობრივ აღსაწერად შეგვიძლიათ ისიც დავამატოთ, რომ მუდმივად დაუსრულებელი მდედრულ- მამრული საუბრები სულაც არ ხიბლავდა და დიდად შესარგი ჭამა – სმა საკითხებიც ტანჯავდა- რომელიც არსებობის გამუდმებულ ცირკულაციაში მონაწილეობდა. თუმცა მისთვის შეგვიძლია ერთი შეკითხვა შეგვეძლო დაგვესვა- მაშინ რაღა არს ადამიანად არსებობა?

უეცრად ოჯახის ქალად ქმნილმა ხმა ამოიღო, ის შენაცვლებით მორიგეობდა ხან- დამა ქალად, ხან ქორ ვაჭრად- როცა ერთ ლეიბის პირს- ორის ფასად ყიდდა: ეხლა კი  შემთხვევით იმ უდიდესი შეურაცხყოფის მიყენების გამო, რაც მათი კუკუდამალობანას  დროს მაყურებლის  დარბაზიდან გასვლის სურვილისას იგრძნო, ოჯახის მცველ მდედრად გარდაისახა, გასაკვირი კი სულაც არაფერი, გარდასახვები თეატრის დამახასიათებელი თვისება გახლდათ.

გამოსვლა N1

ოჯახის ქალი- 

შენ ოჰ შენ,

შენ ვინც არ სვამ მისი დატოვებული ფულით ნაყიდ  ყავას,

 ვინც არ აღიარებ

იმ დაუწერელ წესებს, რომლებითაც

ჩვენ წლებია ვცხოვრობთ,

რომ მის ხუმრობაზე ვიცინოთ,

მისი ლაპარაკი ვისმინოთ

 და ყველაფერს, რასაც იტყვის

უნდა დავეთანხმოთ,

რადგან ის მამრია და ჩვენ მდედრები,

ჩვენ ერთმანეთის მდედრ-მამრები ვართ.

გამოსვლა N2

გუნდი- ქორო

ჩვენ ჩვენს არსებობას

სწორედ მისით- მამრით ვითვლით.

დროა რომ გაბრძანდე  აქედან,

ვერ მოგიშორეთ?! დროა მოგვშორდე!

სწორედ ამ დროს სცენაზე ბოროტი სულები შემოცვივდნენ, მათი არსებობა სულაც არ იქნებოდა შესამჩნევი, რომ არა უკეთურებას შერწყმული ქმედებები.

მათ გადაეწყვიტათ, შეეჭამათ მოგზაურის ის გული რომელიც ბეღურა ჩიტის ოდენა იყო, შემდეგ კი ძვლების ძვლებამდე მიდგომოდნენ ხორცს. ამ მომენტიდან- ბოროტება აღარ არსებობდა მხოლოდ გამოგონილ ზღაპრებად, თუ მითოლოგიად- ის არსებობდა რეალური პიროვნებების განსაზღვრულ ქმედებად, სადაც მათი გონისმიერი გადაწყვეტილება – ,,ჯერ დაეკეტათ არსებობის გზა მოგზაურისთვის, ხოლო შემდეგ ჩამოეწერათ ცოცხალთა სიიდან’’ იმ პატივმოყვარეობით და თავმომწონეობით აღავსებდა მათ რაც ასე დამახასიათებელია ბოროტებით დასრულებული მცირე სულების ძალაუფლებისთვის. 

 სტრატეგია N1 : არ აცალო  ლაპარაკი სხვას. სტრატეგია N2 : მათ შორის არც ერთმანეთს, N3: წიოკი, ყვირილი, ყველასთვის და ყველაფრისთვის.

ქართული თეატრის  დარბაზის მოხატული სული აპლოდისმენტებით აიწია ჰაერში- ეს იყო ის, ეს იყო ის ქართული სული, ნიჭიერება და გენი, რომელიც საუკუნეები აცოცხლებდა და აძლიერებდა ქვეყანას- მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში, როცა პატარა ქვეყნის ფერხთით ეცემოდა უძლეველი იმპერიები, ხოლო ეს პატარა ქვეყანა სულ რჩებოდა და იყო და იყო, ისევე როგორც ზღაპარ- იყო და არა იყო. 

-რა ხდება მთვარის სიზმრებში? იკითხეს უეცრად სხეულის ძარღვებმა და სისხლი ამოიძირკვეს.

-ფანჯარასთან როცა მოხვალ და უეცრად გაიღიმებ, მხოლოდ მაშინ მიხვდები რომ შენში სიყვარულმა იაღდგომა თუ არა! -წაეკინკლავდა სული და წვიმას დაედევნა.

-ჩემი ზღაპრული ცხოვრება იწყება მაშინ, როცა მე ჩემს ზღაპრულ ცხოვრებაზე ვფიქრობ! -თქვა ცხვირმა.

-ისე ხუმრობთ,  ვერ ვგებულობ, სად სიმართლეს ამბობთ და სად ტყუილს- გაღიზიანდა თეფში და სახე დაინაწილა.

-მანამ, სანამ ვცდილობთ, პატივი ვცეთ თვითეული ჩვენგანის  უფლებას, გვახსოვს საკუთარი სიმართლე, ეს ცვლილება ბუნებრივად მოხდება -მიუმატა ყურმა.

-მანქანის ფანჯრიდან ხელს რომ გადმოწევ მხოლოდ მაშინ დაამტკიცებ. ნამდვილი ხელოვანი ხარ, თუ არა- უპასუხა გაღიზიანებულმა ჩანგლმა და წარბები დაიმატა.

-მთავარია ითქმოდე – ამოიხვნეშა გულმა, გაჩუმდა, დადუმდა და მთა ბარს შეუერთა, ზღვა კი ხმას.

-ყველაფერი შესანიშნავად იქნება – შეჰკივლა უეცრად  საქალაქო  არტისტმა.

 დღეებისა და ღამეების ერთმანეთში  არევა დაიწყო,  ქანდაკებები, კდემამოსილ  ნატიფპორტრეტებად  გარდაისახნენ.  დაიძინეს სავარძლებმა, ფარდებმა, გამნათლებლებმა. ჭაღმა დაიძინა, მოვიდა გაზაფხულის თვის პირველი და ითოვა.

-ვინ არის იმ ფანჯრებს მიღმა, რომლითაც მარადისობას ვუერთდებით? ჩაეკითხა ის, ვინც გრძელი ღამეების გრგვინვას  სამყაროს გვირაბთან აკავშირებდა.

-რა არის იმ სიტყვებს მიღმა, რასაც ჩვენ სამყაროს ვეძახით- იკითხა ხმამ, მზის გვირგვინში გაიარა და იქ ხელახლა დაიბადა.

დეტექტივის შემთხზველმა ვეღარ გაიგო,  რატომ უნდა გაეგრძელებინა იმ დეტექტივის წერა, რომელიც დეტექტივი არ იყო, ფლიო ფრიოდ ააფრინა და წერა დაასრულა.

მიტანის სერვისი საქართველოში – კურიერების შრომა წვიმასა და ქარში

საქართველოს სახელმწიფოსთვის ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ქვეყნის ტერიტორიული საზღვრების შემდეგ, უმუშევრობა და ინფლაციაა.
კოვიდპანდემიის პირობებში თვეობით გამოცხადებულმა ლოქდაუნებმა, შეზღუდვებმა, ადამიანებს საარსებო სამსახურები გამოაცალა და სოციალური ყოფა კიდევ უფრო დაუმძიმა.

პანდემიით კიდევ უფრო დამძიმებული სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ადამიანებისთვის გამოსავალი კვლავ მიგრაცია გახდა. თუმცა, პანდემია როგორც მსოფლიოში, ისე ჩვენთანაც შეუწყო ხელი გარკვეული ეკონომიკური საქმიანობების განვითარებას. იმ პერიოდში, როცა ადამიანები სახლში გამოკეტილი აღმოჩნდნენ, საჭირო აღმოჩნდა მიტანის სერვისი, რომელიც მანამდეც აქტიურად მუშაობდა, განსაკუთრებით თბილისში.

ტექნოლოგიების განვითარებამ მსოფლიო ბაზარზე და მათ შორის, საქართველოშიც შეუწყო ხელი ახალი პროფესიების გაჩენას და ,,Gig ეკონომიკის“ განვითარებას, რომელიც გულისხმობს კონკრეტული პროექტის, მომსახურების ან ამოცანის შესასრულებლად დაქირავებულ ადამიანს, რომელიც მათთვის მოსახერხებელ დროში ასრულებს გარკვეულ სამუშაოს.მათ ხშირად თვითდასაქმებულებს, დამოუკიდებელ კონტრაქტორებს, გიგ-ვორქერებს, ფრილანსერებს უწოდებენ და მათ შორის არიან: ბლოგერები, ქოფირაითერები, გრაფიკული დიზაინერები, მთარგმნელები, მომსახურების სფეროში დასაქმებული კურიერები და მძღოლები, რომლებიც მიწოდების სერვისში მუშაობენ კომპანიებისთვის.

საკვების სწრაფი მიტანის სერვისი გახდა დღეისთვის ძალიან პოპულარული საშუალებაა, მათ შორის დროის დაზოგვის მხრივ. დღეს, სახლიდან საკვების შეკვეთა, არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, საქართველოს საზომით მეგაპოლის თბილისშია შესაძლებელი, არამედ შედარებით პატარა ქალაქებშიც: ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში.
2018 წელს საქართველოს მცირე მოცულობის ბაზარზე ერთდროულად ორი გლობალური საკურიერო კომპანია „Glovo“ და„Wolt“ შემოვიდა.

სწორედ ამ დროიდან, ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი დასაქმების წყარო – მიტანის სერვისში მუშაობა გახდა. ყოველ დღე, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთსა და ამინდში, ზურგზე იზოთერმული ჩანთებით, ველოსიპედებით, მოპედებით და ბაიკებით, კურიერებს შეკვეთები ქალაქის ნებისმიერ ადგილას მიაქვთ.

მიუხედავად, კურიერების სპეციფიური და მძიმე შრომისა, მათზე არ ვრცელდება შრომის კოდექსით გათვალისწინებული ისეთი პირობები, როგორიცაა ზეგანაკვეთური სამუშაოს გაზრდილი ტარიფით ანაზღურება, ანაზღაურებადი შვებულება, დეკრეტული შვებულება თუ სხვა სოციალური გარანტიები, რადგან ისინი დამოუკიდებელ, პარტნიორ კონტრაქტორებად მიიჩნევიან და არ არიან დასაქმებულები შრომითი ხელშეკრულებით.

ქუთაისის ქუჩებში ხშირად შეხვდებით კურიერებს, მათ შორის ველოსიპედიან კურიერებსაც. ველოსიპედით საკურიერო საქმიანობა ისეთ ინფრასტრუქტურულ გარემოში, სადაც არც საველოსიპედო ბილიკებია და ტროტუარებიც მანქანებითაა გადაჭედილი, ამ საქმის შესრულებას კიდევ უფრო რთულს ხდის. თუმცა, ამ სირთულეების მიუხედადავად, დეა ჩემინავას გლოვოს კურიერს, რომელიც დღეში 10 საათს მუშაობს, ქალაქის ნებისმიერ ადგილას მიაქვს შეკვეთა.

დეა ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მიუხედავად სამუშაოს სირთულეებისა, მისთვის ეს სამსახური მოსახერხებელია, რადგან დამატებითი შემოსავლის წყაროა და თავისუფალი გრაფიკი აქვს. მისი თქმით, განსაკუთრებით რთულია ქარიანი, წვიმიანი დღეები და აღმართები. კურიერობის ნეგატიურ მხარეებს კი ველოსიპედის სიყვარული უიოლებს.

იგივეს აღნიშნავს ვოლტის კურიერიც, რომელსაც ინტერვიუში სახელისა და გვარის დასახელება არ სურს. მისი თქმით, სამუშაოს უარყოფითი მხარეების გარდა, თავისუფალი გრაფიკი და სხვა სამსახურთან შეთავსება ის პლიუსებია, რომლის გამოც ამ საქმეს თანხმდება.

,,ჩვენთან მდგომარეობა არანაირად არ შეცვლილა. სხვებთან ვიცი, რომ ხელფასების შემცირებაზე იყო საუბარი. კურიერებს უნდა მოემატოთ ხელფასი, რადგან წვიმაში, თოვლში, ქარში, ყველანაირ პირობებში გვიწევს სკუტერით და სხვა ტრანსპორტით გადაადგილება. სიმართლე გითხრათ, ძნელი სამუშაოა, თითოეულ ჩვენგანს გვიჭირს ამ მდგომარეობაში მუშაობა, მაგრამ რა ვქნათ, სხვა გზა არაა! ამ პირობებს, იმიტომ ვეგუებით და ის გვაჩერებს, რომ თავისუფლებაა ამ სამსახურში მოსახერხებელი რომ დროის მხრივ, შენ უთავსებ როგორც გინდა,“ – ამბობს ის.

დამსაქმებელ კომპანიას პასუხიმგებლობა არ ეკისრება მიწოდების ხელშეკრულების შესრულების დროს საგზაო მოძრაობის დარღვევების ან უბედური შემთხვევის გამო. ზოგადი წესების 9.2. პუნქტის თანახმად, კურიერი ერთპიროვნულადაა პასუხისმგებელი მიწოდების ხელშეკრულების შესრულებაზე და კომპანია თავის თავზე არ იღებს არანაირ პასუხისმგებლობას.
,,სახიფათოა სამსახურია, ორჯერ მოვხვდი ავარიაში. მაგალითად ცუდ ამინდში რისკია მოსრიალების. სწრაფად სიარულის დროს მუხრუჭს ვერ გამოყენებ, იმიტომ რომ საკვები არ დაგიზიანდეს ყუთში და კიდევ ბევრი პრობლემატური ფაქტორია. ხიფათს გვიქმნიან მანქანები, არ გვითვალისწინებენ გზებზე. ამასთანავე, ჩქარა ვერ ვივლით, რადგან სკუტერებია და 60 სიჩქარეზე არ აქვს.

2021 წლის 29 იანვარს თბილისში შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გლოვოს კურიერებმა აქცია გაიმართეს. გლოვოში დასაქმებულებმა მაშინ რთული სამუშაო პირობები და არასათანადო ანაზღაურება გააპროტესტეს . ისინი ამბობდნენ, რომ კომპანიამ მომსახურების ტარიფი შეამცირა.

„ვითხოვთ, დაგვიფასდეს ის შრომა, რასაც სიცოცხლის ფასად ვრისკავთ. დაბრუნდეს ის ძველი ტარიფები, რაც იყო. გვამუშავებენ ისე, როგორც მონებს. კაპიკებს გვიხდის კომპანია, ფიქსირებულ 2 ლარზე, მაგალითად, არის 40 თეთრი, 30 თეთრი დანამატი, ანუ 24 საათი უნდა იმუშაო, რომ რამე მაინც დაგრჩეს“, – ამბობდა ერთ-ერთი კურიერი.
„ჩვენც ხომ ადამიანები ვართ, რობოტები ხომ არ ვართ. მოთხოვნა გაიზარდა და შეკვეთები და კომპანიამ ჩვენი მომსახურების ტარიფი შეამცირა. მინიმუმ, 3 000 ადამიანთან გვაქვს დღეში შეხება. ჩვენც ხომ რისკის ქვეშ ვართ“, – აქციის მონაწილე.

„გლოვერების“ პროტესტმა მაშინ გარკვეული შედეგი გამოიღო: კომპანიამ ცოტა ხანში ანაზღაურების ძველი ტარიფი დააბრუნა, თუმცა არცერთ შემთხვევაში არ შეცვლილა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული მინიმალური პირობები სამართლებრივად კვლავ არ ვრცელდება არცერთი კომპანიის კურიერებზე.
17 მარტს, Bolt Food-ის კურიერებმაც შეაჩერეს პროტესტის ნიშნად მუშაობა და სხვა საკითხებთან ერთად, ტარიფების გაზრდა და საბონუსე სისტემის გადახედვა მოითხოვეს.

კომპანიამ, რომლის ცენტრალური ოფისიც ესტონეთში მდებარეობს, განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტია „პარტნიორების (ანუ კურიერების) ყოველდღიურ საქმიანობაში გამორჩეული მხარდაჭერით უზრუნველყოფა“, თუმცა დემონსტრაციაზე პასუხად რამდენიმე კურიერი სისტემიდან დაბლოკა.

ის რომ მიტანის სერვისში დასაქმებული კურიერი „დასაქმებულია“ და არა „პარტნიორი „კონტრაქტორი“,ამასთან დაკავშირებით მსოფლიოში სხვადასხვა დამოკიდებულებაა: ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ, 2020 წელს მიიღო გადაწყვეტილება რომლის მიხედვითაც საკვების მიტანის სერვისის მიმწოდებლები დასაქმებულები არიან და არა თვითდასაქმებულები.
იტალიაში გაფართოვდა შრომითი დაცვის სფეროს არეალი და ვრცელდება ყველა დასაქმებულზე, მათ შორის, პლატფორმის მეშვეობით დასაქმებულ პირებზეც, თუ კოლექტიური ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მნიშვნელოვანია, იმის აღნიშვნაც, რომ 2020 წლის ბოლოს, პალერმოს ტრიბუნალმა Glovo-ს კურიერი დასაქმებულად მიიჩნია.

მნიშვნელოვანია ესპანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, Glovo-ს დასაქმებული ამტკიცებდა, რომ მართალია, მასთან გაფორმებული იყო მომსახურების ხელშეკრულება (independent contractor), თუმცა, ურთიერთობის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ის მიჩნეულ უნდა ყოფილიყო შრომით სამართლებრივად. Glovo-მ მოსარჩელეს შეუწყვიტა ხელშეკრულება, მოსარჩელე კი მიიჩნევდა, რომ მას უფლება ჰქონდა, ესარგებლა ხელშეკრულების შეწყვეტისას არსებული ბენეფიტებით, რომელიც გარანტირებულია ესპანეთის შრომის კანონმდებლობით. ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა რომ კურიერი იმყოფებოდა Glovo-ს კონტროლის ქვეშ და მუშაობდა მის სასარგებლოდ.

კურიერერების პროტესტი საქართველოში მხოლოდ იანვარში-მარტში გამართული პროტესტებით არ შემოფარგლულა. გლოვოში დასაქმებულმა კურიერებმა აქცია თბილისში 2021 წლის 16 მაისსაც გამართეს. მათი პროტესტის საგანი კვლავ საბონუსე სისტემა და სამუშაო დროის ცვლილება იყო.
მაშინ კომპანიამ დაადასტურა საბონუსე ცვლილებების შესახებ და განმარტებაც გააკეთა.
• საბონუსე სისტემაში
“ძველი სისტემის მიხედვით, პარტნიორი კურიერები იღებდენენ ყოველკვირეულ ბონუსს. ეს ნიშნავს, რომ პარტნიორ კურიერებს უწევდათ შეესრულებინათ შეკვეთების გარკვეული რაოდენობა, რათა კვირის ბოლოს მიეღოთ კუთვნილი სახელფასო დანამატი, რაც საკმაოდ დიდ დროის რესურსსა და ენერგიას მოითხოვდა.
საბონუსე სისტემაში შესული ცვლილებების შემდეგ კი იხსნებოდა ყოველკვირეული ბონუსები და ისინი ყოველდღიურად, სხვადასხვა საათზე გადანაწილდება.
კომპანია ამბობდა, რომ ცვლილება დასაქმებულებისთვის პოზიტიური იყო, რადგამ ნებისმიერ დროს შეძლებდნენ ბონუსების გამომუშავებას.
გიგ-ეკონომიკაში ხშირად მოიაზრებენ მიწოდების სერვისში დასაქმებულ კურიერებს და მათ შორის მძღოლებსც, რომლებიც ტაქსის კომპანიებში აპლიკაციებზე მუშაობენ. რამდენად ზუსტია, ისინი დასაქმებულებად არ იყვნენ კლასიფიცირებულები?
მკვლევარი, სოციოლოგი სალომე ქაჯაია „სოლიდარობის ცენტრისთვის“ მომზადებულ კვლევაში [„დამოკიდებულ თვითდასაქმებულთა დაცვის მექანიზმები ევროკავშირის ქვეყნებში და პერსპექტივები საქართველოსთვის“, 2020] ციტირებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებას, რომელიც წმინდად დაქირავებით დასაქმებასა და წმინდად თვითდასაქმებას შორის დარჩენილი შრომითი კატეგორიას განსაზღვრავს, როგორც „შეფარულ შრომით ურთიერთობას“, სადაც „დამსაქმებელი ინდივიდს არ ექცევა, როგორც დასაქმებულს და ფარავს მისი, როგორც დასაქმებულის იურიდიულ სტატუსს“.

კითხვით, თუ რატომ არ უნდა იდებოდეს კომპანიასა და კურიერს შორის შრომითი ხელშეკრულება, ვოლტის“ მენეჯერი ნატალია ხიზანიშვილი ამბობს, რომ „კომპანია არ უწევს პარტნიორ კურიერებს ზედამხედველობას, — მათ არ ჰყავთ ხელმძღვანელი, აქვთ თავისუფალი გრაფიკი, არ მოეთხოვებათ კონკრეტული ფორმის ტარება, მათთვის არ არის დაწესებული სავალდებულო სამუშაო საათები, მუშაობის დრო ან შეკვეთების რაოდენობა, აქვთ თავისუფალი გრაფიკი, კომპანიას არ აქვს არანაირი მოთხოვნა განათლების და არც სხვადასხვა მიმართულებით. მისი თქმით, ერთი მოთხოვნა, რაც კომპანიას აქვს, არის ის, რომ შეკვეთა აუცილებლად თერმული ჩანთით უნდა იყოს გადატანილი, რადგან მისი თერმული მდგომარეობა არ დაირღვეს“;
ვოლტის მენეჯერი ამბობს, რომ „ეს მათ საშუალებას აძლევს, ცხოვრება დაგეგმონ ისე, როგორც სურთ. ბევრი მათგანი მუშაობს სხვა სამსახურში და ამ საქმეს აკეთებს შეთავსებით, რათა დამატებითი შემოსავლის წყარო ჰქონდეს; რომ შეუთავსონ დღიურ აქტივობებს — სკოლიდან ბავშვის გამოყვანას, ოჯახს და ა.შ. მნიშვნელოვანია, ეს მოქნილობა შევუნარჩუნოთ ამ ადამიანებს“.

GTUC-ის იურისტ თამარ სურმავას თანახმად, დამსაქმებლის ინტერესია, ხარჯები თავიდან აირიდოს, რასაც დასაქმებულის სოციალური ბენეფიტების ხარჯზე აკეთებს:
„კომპანია ირიდებს თავიდან ხარჯებს: მაგალითად, როდესაც არეგისტრირებს არა დასაქმებულად, არამედ ინდმეწარმედ — რაც ხშირად ხდება კურიერების და ტაქსისტების შემთხვევაში, — მაშინ … არ უწევს შვებულების, ბიულეტენის თანხის დაფარვა; არ მოუწევს დასაქმებულის დაზღვევა; მაქსიმალურად ამცირებს ხარჯებს. ამასთან, არ აქვს ვალდებულება, დასაქმებული გათავისუფლების წინ გააფრთხილოს ან რაიმე კომპენსაცია გადაუხადოს“.

„ღირსეული შრომის პლატფორმა“ კი ამბობს, რომ დასავლეთიდან საქართველოში ავტომატურად კოპირებული ტექნოლოგიური მოდელი, კურიერებს შრომითი უფლებების მინიმალური დაცვის გარანტიების მიღმა ტოვებს. „ამ სექტორის თავისებურებაა ბიზნესის ოპერირება დასავლეთის ქვეყნებიდან ავტომატურად კოპირებული ტექნოლოგიური მოდელით, რომელიც კურიერებს დასაქმებულების ნაცვლად, ინდივიდუალურ კონტრაქტორებად განიხილავს და, შესაბამისად, მათ შრომითი უფლებების დაცვის მინიმალური გარანტიების მიღმა ტოვებს“.

ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისთვის” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს” This article has been produced with the assistance of the European Union. Its contents are the sole responsibility of the organisation «For Rights and Education» and do not necessarily reflect the views of the European Union

,,ახალგაზრდები უკეთესი მომავლისთვის- ვიცოდეთ მეტი ჩვენი უფლებების შესახებ”

პროექტ ,,ახალგაზრდები უკეთესი მომავლისთვის- ვიცოდეთ მეტი ჩვენი უფლებების შესახებ” ფარგლებში შექმნილი, ჩემი გადაცემა ,,რადიო ძველი ქალაქის” ეთერში.

ნამოხვან ჰესის პროტესტი და საქართველო

მირანდა ტყეშელაშვილის სტატია

,,არა ნამოხვან ჰესს!“- ფრაზა, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირაა,  ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური სივრცის, განუყოფელ ნაწილად იქცა. იმ მოქმედებათა ჯაჭვის რგოლად, სადაც ვცვლით აზრებს, ერთმანეთს ვუზიარებთ ინფორმაციებს,  მხარს ვუჭერთ ერთმანეთს და აქამდე სრულიად უცნობ ადამიანებთან ერთად ვიბრძვით იმ სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის , სადაც სიხარულით შეგვეძლება ცხოვრება.

30 წელი გავიდა 1993 წლის 31 მარტს ჩატარებული სახალხო რეფერენდუმის შემდეგ, რომლის დროსაც მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე- „სურდათ თუ არა, დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“. კითხვაზე დადებით პასუხი გასცა საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98% – მა,რეფერენდუმი მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა, მათ შორის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.

მას შემდეგ,  ჩვენი ცხოვრების თანაზიარი გახდა  სიტყვები: თავისუფლება, დამოუკიდებლობა, სახელმწიფო და  მოქალაქე.  თუმცა მიუხედავად ამ მოპოვებული სიმდიდრისა, პასუხისმგებლობა რომლებიც, ამ სიტყვებს მოჰყვა, არ გაიოლებულა, პირიქით უფრო მეტად გართულდა, რადგან ამ სიტყვებმა მოვალეობები შექმნა, რომელიც მოქალაქეების მიერ გადაწყვეტილებების მიღებას, მოქმედებების გააზრებას და შესრულებას მოითხოვს  მათ მიერ არჩეულ  მთავრობასთან ერთად. 

ამ სიტყვების მნიშვნელოვანებაზე კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა მოვლენებმა, რომლებიც ამ ბოლო დროს  მოხდა: კერძოდ,  ქუთაისიდან 19 კილომეტრში, სოფელ ჟონეთში, ლალი ეფრემიძის კუთვნილ მიწაზე გაშლილი კარვები პოლიციამ ჯერ დაანგრია, ხოლო შემდეგ იქაურობა ტრაქტორით გადახნა. ხოლო მომდევნო ეტაპზე სოფელ გუმათის შესასვლელთან, წყალსაცავთან, მთავრობის დავალებით, რკინის ჯებირი აღმართეს, და მოქალაქეებს საკუთარ სახლებში  შესასვლელად რიონის ხეობაში გადაადგილების უფლება ჯერ შეუზღუდეს, ხოლო შემდეგ საერთოდ აუკრძალეს. 

გადაადგილება აუკრძალეს იმ ქვეყანაში, რომელსაც ჩვენ სახელმწიფოს ვეძახით და რომელიც დღევანდელი განსაზღვრებით მოიცავს  საზოგადოებრივ- პოლიტიკური ორგანიზაციის ფორმას,  განსაკუთრებულ აპარატს: საჯარო ხელისუფლების მეშვეობით  ახორციელებდეს თავის სუვერენულ(დამოუკიდებელ) უფლებამოსილებას, უზრუნველყოფდეს ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას, ამყარებდეს საზოგადოებრივ წესრიგს, სამართალს ანიჭებდეს საყოველთაო სავალდებულო მნიშვნელობას, და იყოს მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, კანონიერებისა და მართალწესრიგის გარანტი.

რამდენად მაღლაა ხელისუფალი, რომელიც არწივის გაფრენის სიმაღლიდან უყურებს თავის მოსახლეობის ცნობიერების დონეს და გონებრივ შესაძლებლობებს?შეკითხვას სვამს – რიონის ხეობის მცველი და წინააღმდეგობის ერთ-ერთი ლიდერი მარიტა მუსელიანი, როდესაც საქმე ხელისუფლების დამოკიდებულებას ეხება ნამახვან ჰესის მოწინააღმდეგეების მიმართ, რომ ისინი თითქოსდა ცდილობენ ხელის შეშლას საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის, იმ ენერგოდამოუკიდებლობისთვის რომელიც 2020  წლის მონაცემებით დაახლოებით  54 მცირე და 15 დიდი ზომის ჰესს აღრიცხავს, მათ შორის არის მარეგულირებელი და მომდინებაზე დამოკიდებული ჰესების ტიპები და საქართველოსა და ამიერ კავკასიაში უდიდესი ენგურჰესია აშენებული, რომლის სიმძლავრე 1300 ათ. კვტ ( 5 აგრეგატი, თითეული 260 ათ. კვტ სიმძლავრის), ვარდნილჰესი № 1 (სიმძლავრე 220 ათ.კვტ) და სამი 40-ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი, მიუხედავად ამისა ელექტრო ენერგიის ფასი, ტარიფი სულ მუდმივად იმატებს.

ფაქტობრივად არ არსებობს ურთიერთობა მოსახლეობასა და სახელმწიფოს შორის-ამბობს მაკა სულაძე ამ საკითხზე მსჯელობისას და ამ ნათქვამით  ჩვენ იმაზე უფრო საჭირბოროტო საკითხს ვეხებით, ვიდრე რომელიმე ჰიდრო ელექტრო სადგურის,  თუ  ჰესების კასკადის აშენებაა.  ჰიდრო ელექტრო სადგური, რომელიც ენერგიის წყაროდ იყენებს წყლის ნაკადის ენერგიას, ხოლო მუშაობის პრინციპი დამოკიდებულია ჰიდროტექნიკური ობიექტების ჯაჭვზე, რომლებიც  უზრუნველყოფენ წყლის საჭირო წნევას, აბრუნებენ ტურბინას და ამუშავებენ გენერატორს, რაც წარმოქმნის ელექტროენერგიას ხოლო მისი  სიმძლავრე დამოკიდებულია წყლის წნევაზე და გამავალ წყალზე, ასევე გამოყენებული ტურბინების და გენერატორების რაოდენობაზე- გაცილებით დაბალი რანგის მექანიკური საქმეა, ვიდრე ის ცოცხალი ურთიერთობა, რაც მოეთხოვება ხელისუფლებას, როგორც ხალხის ხმას და სახელმწიფოს სახეს უშუალოდ ხალხის მოთხოვნილებისა და საჭიროების  დაკმაყოფილებისათვის. და არ შეიძლება ხელისუფლების მოქმედება ხალხში იწვევდეს მათი გონივრულობის სიმწირის განცდას.

მათი  ქმედება მიმართული უნდა იყოს საქართველოს, როგორც დედამიწის,  მსოფლიოს შემადგენელი ნაწილის  ბუნებრივი რესურსების გონივრული გამოყენებისკენ, მისი მაცხოვრებლების აზრის მოსმენით, გააზრებით და გათვალისწინებით.

ჩვენ უნდა შეგვეძლოს როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს  გაერთიანება გარკვეული პრობლემების/ ირგვლივ და საკითხის სწორად დაყენება -ამბობს რიონის ხეობის დამცველი ვარლამ გოლეთიანი და კიდევ ერთხელ მოიაზრებს მოქალაქის ცნებას, რომელიც  გულისხმობს ადამიანის როგორც დაბადებიდანვე სიცოცხლის, თავისუფალი განვითარების, პირადი ცხოვრების, საცხოვრებლის ხელშეუხებლობის უფლებას. სარგებლობას გამოხატვის, გაერთიანების, რელიგიის თავისუფლებით, ხელმისაწვდომობას განათლებაზე, სამართლიან სასამართლოზე, უსაფრთხო გარემოზე. მოქალაქეს ასევე უნდა ჰქონდეს საკუთარი  სახელმწიფოს, ქალაქის, ან თემის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება, არჩევნებში ან რეფერენდუმში მონაწილეობის ან საზოგადოებრივ გაერთიანებებში გაწევრიანების გზით, საქველმოქმედო და ნებაყოფლობითი საქმიანობით და სხვა.

ხოლო ჩვენთვის ისეთი შეკითხვების დასმის უფლებას როგორიცაა:  რამდენად უსაფრთხოა ნამახვანჰესის აშენება იმ ზონაში,  რომელიც მეწყრულად საშიში ზონააა და ასევე სეისმურადაც  აქტიური, რამდენად არის გათვალისწინებული სახელმწიფოს, და ხალხის ინტერესები, რატომ არ ხდება სხვა ალტერნატიული ენერგიების წყაროების ათვისება:  ქარის, მზის ენერგიის და ბოლოს, როდესაც ამდენი ჰესია აშენებული და ჩვენ მაინც არ გვაქვს ენერგოდამოუკიდებლობა, რა გარანტიააა იმის, რომ ამ ჰესის აშენების შემთხვევაში საქმე სასიკეთოდ შეიცვლება?

ხოლო ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემის მოვალეობა ორივე მხარეზეა დამოკიდებული –  სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობაზე. რადგან ჩვენს  ქვეყანას სახელმწიფოს სტატუსი აქვს, ეს  გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს სწორედ ქართველი ხალხის დაკვეთით, როგორც   ამ ქვეყნის მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, კანონიერებისა და მართლწესრიგის, უსაფრთხო გარემოსა და ხელშეუხებელი საცხოვრისის გარანტი.

მირანდას სერიოზული დეტექტივი

„სამეფო ქორწინება – პრინც იდილიოსა და ფრიალიოს არაჩვეულებრივი სასიყვარულო ისტორია“

თავი მეორე

„შეკვეთილი სტატია“

რამდენიმე დღეა, საზოგადოება პრინც იდილიოსა და ფრიალიოს თავბრუდამხვევ სასიყვარულო რომანზე საუბრობს, პრინცი იდილიო რომელიც საზოგადოებას, დახვეწილი იუმორით, ცხოვრებისეული ირონიით, მჭერმეტყველური საუბარით ხიბლავს, ხოლო მის არაჩვეულებრივ გემოვნებას, მთელი მსოფლიოს ფოე-ფოე საზოგადოება აღიარებს, მალე ყველასთვის სასურველი სასიძოდან, ჩამოქვეითდება; მეუღლისა და ქმრის სტატუს მოირგებს სოციალურ წილად.

თუმცა მანამდე, სანამ ის ამ წილადხვდომილ, მოეკლილ გზას გაივლიდა, სტილს, მანერებს, გვარის ზემოთ კურთხეულობას არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებდა და ხშირად შეინიშნებოდა ისეთ სამოსში,  როგორებსაც ყოვლდღიურ ცხოვრებაში,  ჩვეულებრივი ჰაბიტუსები, 90 იანი წლებიდან მოყოლებული ატარებენ. კერძოდ:    მოდიდან გადასული და კუტურიების მიერ ჯერ კიდევ დაუბრუნებელ, მოკლე ტიპის შორტებსა და ადიდასის გახუნებულ იარლიყ დაკარგულ ბოტესებს. თუმცა მიუხედავად ამ ყოველივესი, მის ადრინდელ ჩაცმულობაში მაინც შეინიშნებოდა, სრულყოფილი გენეტიკის პირველყოფილი სახე და მახე.

თუმცა, ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, როდესაც ის მის სულის რჩეულს შეხვდა. მისი ფავორიტი მშვენიერი თოჯინა ფრიალიოა, როგორც გაირკვა გოგონას, თოჯინობის  სურვილი ჯერ კიდევ მაშინ გაუჩნდა, როდესაც უმოსაცდელო გაჩერებაზე, ავტობუსის მოლოდინში, დაინახა, თუ როგორი თვალებით  უყურებდნენ, შავკაბა, დაბერებული და ქალებად აღარ დარჩენილი ქალები, ჟურნალის ფერად- ფერად , კრიალა ფურცლებზე, ლამაზ ტანისამოსში, გამოსახულ მანეკენებს. მისი პირველი პოდიუმი კი ის ერთადერთი ასფალტი გახლდათ რომელიც დიდი ოხვრა ტანჯვით მოასხეს ამა ქვეყნის პატრონთ.

რამდენიმე წელიწადში ყველაფერი შეიცვალა, როდესაც გოგონა ცენტრალურ ქუჩაზე გადავიდა საცხოვრებლად, სწორედ ამ მომენტიდან მისი კარიერული წინსვლაც დაიწყო.  გოგონა განსხვავებული სტილით გამოირჩევა და ხშირად ამზეურებს მის სახასიათო საინტერესო მომენტებს. პერიოდულად კი საყვარელ მამაკაცთან ერთად გადაღებულ თბილ ჭორებსაც გვთავაზობს. თაყვანისმცემლების რაოდენობას ფრიალიო არ  უჩივის, რადგან როგორც ვხედავთ, იგი საკმაოდ დახვეწილი, ხელოვნების მოყვარული გოგონაააა. ფაქტია, რომ წყვილი ერთმანეთს უხდება და მათი შინაგანი ჰარმონია მუდმივად იგრძნობა.

გთხოვთ გავიცნოთ პრინცის ახალ რჩეული –  გოგონა დაბალი სოციალური ფენიდან! ფრიალიო!

  • მოგესალმებით ფრიალიო, დავიწყოთ პირველი კითხვით!-  თქვენი აზრით რა დაინახა პრინცმა იდილიომ თქვენში?
  • პირველ რიგში ძალიან გთხოვთ, პრინცესა ფრიალიო დამიძახეთ, ეს უბრალოდ ელემენტარული ეთიკაააა… რა დაინახა მან ჩემში? ეს რა გვარი შეკითხვაა?  რა თქმა უნდა უბრალოება, ყველა რაღაც განსაკუთრებულობითაა შეპყრობილი, ნამდვილი სილამაზე კი ყოველთვის  უბრალოებაშია, ეს ის ძირითადი სამკაულია, რომლითაც მე ვბრწყინავ.
  • თქვენ ბატონო, პრინცო იდილიო თქვენი აზრით, რა დაინახა მან თქვენში?
  • რა დაინახა მან ჩემში? მე რა დავინახე მასში, ეს უფრო საინტერესო შეკითხვაააა, რა თქმა უნდა ვხუმრობ, ჩვენ მე და ფრიალიო:  სამყაროს ორი საოცრება ვართ მე და ის, არა, არა, არა, ის და მე!
  • ქალბატონო პრინცესა ფრიალიო როგორც ვიცით, ადრე პრინც იდილიოს დიდი, ბებიის, ბაბუის ბაბუა, პრინცი ყოფილა თქვენი აზრით, რა ზეგავლენა მოახდინა, ამ საკითხმა თქვენს ურთიერთობაზე?
  • პირველ რიგში სანამ კერძს დაიწუნებ, მანამდე ჭამა უნდა შეიყვარო, ეს ჩემი უმნიშვნელოვანესი დამოკიდებულებააა კერძის დაგემოვნებისას, მეორე რიგში რა თქმა უნდა,  ამ საკითხს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, სახლში მოფერებით გრანდიოზას ვეძახით!. 
  • -კარგით მაშინ ბატონო იდილიო,  როგორ ფიქრობთ, როგორი ზეგავლენა მოახდინა თქვენმა წარმოშობამ და წარმომავლობამ თქვენს სოციალურ ცხოვრებისეულ  ურთიერთობებზე?
  • ჩემი წარმომავლობა ჩემს სოციალურ ურთიერთობებზე? ეს საკითხი შეგიძლიათ, სასიყვარულო ისტორიების გარეშე დარჩენილ ბუხრებს მოჰკითხოთ,  სხვათა შორის ჩემი ფრიალიო მათ ხშირად რადიო „მოწყენილობის მხიარულებად შემქნელის“- წყალობით მათ თანაგრძნობის და მოკითხვის  წერილებს უგზავნის.
  • კიდევ ერთი შეკითხვა თქვენო უმაღლესაღმატებულობავ! იქნებ გაანდოთ ჩვენს ძვირფას მკითხველს ის საიდუმლო, თუ როგორ დაიმსახურეთ მის  უმაღლეს უმაღლეს უმაღლესობის მოწონება?
  • იცით მე, როგორც დაბადებიდანვე პრინცესა ფრიალიო, როდესაც სხვები კერძოდ კი ფლიოები იყვნენ მაგენი თუ ვინცხებიც, მთელი ზაფხულის განმავლობაში არაფერს არ აკეთებდნენ, გარდა ოქროს თხილის საბადო- პლანტაციებში თავდაუზოგველი, თავაუწეველი  მუშაობის გარდა, მე მაგის მაგივრად პრინც იდილიოს დაწერილ ლექსს ვსწავლობდი, რომელზეც მართალია უგემურნი ამბობენ წყალწყალა ლექსიაო, მაგრამ მე ამ სამყაროს ღირსშესანიშნაობად ვთვლი,  წაგიკითხავთ ეხლავე, სუუულ ზეპირათ მახსოვს.

გენაცვალე მაგ წარბებში,

გენაცვალე მაგ კბილებში,

გენაცვალე მაგ თვალებში,

გენაცვალე ჩემო თავო

ჩემო თავო ჩემო პრინცო იდილიო

  • და როგორც…..
  • მოიცათ ერთი წამით …. ასევე ვვარჯიშობდი ფანქცვალში, სერიოზული სახეების დაყენებაში, ტუჩის საღებავებისა და თვალის ფერებით თამაშში და თქვენ წარმოიდგენთ ლექსების წერაშიც კი. ასევე შამპანიურებთან ერთად ფოტოების გადაღებაში და ასევე ერთხელ ნიანგის გვერდითაც კი წამოვწექი, რა თქმაუნდა ეს ნიანგი შორს იყო, თორემ მე ხომ შემეშინდებოდა და  მერე პრინცს თავისი პრინცესა აღარ ეყოლობდა.?
  • დიახ, დიახ, რათქმაუნდა, ოღონდ როგორადაც  ჩიტებმა  მოგვიმღერეს, თურმე სინამდვილეში პრინცი იდილიოს ეს ლექსი მსუქანი გოგოებისთვის მიუძღვნია,  სადღეგრძოლოს თქმის დროს, როდესაც პრინც იდილიოს ჩვენებური სუფრის მადლით, ტრფობის ცეცხლი შესწვდა, და სიმღერით ცდილობდა განკურნებას, თუმცა ამ სიმღერაზე ბოროტი ხმები ამბობენ ყროყინი იყოო.
  • როოოოოგორ გეკადრეეებათ……..!!!
  • ფრიალიოოოო!
  • მეფეო ძალიან გთხოვთ, მაცალეთ ლაპარიკი.
  • ჯერ ერთი ჩემი იდილიო, ჩემი პრინცინიო, ისეთი პაპყვია, პრინცი რომ არ იყოს მე არ შევხედავდი, ვერ შევხედავდი, როგორ დავინახავდი, მარა ვენაცვალე ჩემს გამომცხვარ პურს და ლობიანს ისეთი კარგი ვარ. მერე მეორე, პრინცმა იდილიომ აქ პირველად ნახა და შეიგრძნო ჩვენი გასტრონიმიის ძალა და მადლი, ასე რომ მცირედი აღელვება  ეპატიება, რომელიც მაშინ დაეუფლა როდესაც ამ სიმღერებს უსმენდა-

რა ლამაზი ბიჭი ხარ

და რა ქვის გული გქონია,

აბა მითხარ თავი

პრინცი ხომ არ გგონიაოო?.

ის ისეთი ემოციურია და მგრძნობელი რომ არ შეუძლია სხვანაირად, მას შეუძლია ესეთი რამეც კი გამოაცხადოს ხმამაღლად „ პრინცის შეყვარებული ქუჩაში უცნაურ ცხოველებს ესალმება“ , ეს კიდევ არაფერია, ცხოვრებაში პირველად აქ დაინახა თხა, თან მდელოზე კი არა არამედ, პირდაპირ ქუჩაში, ასფალტზე, ეგონა ირეალობაში –  სიზმარში იყო, ყოველივე ისეთი დაუჯერებელი გახლდათ მისთვის, მერე კი ეს ყოველივე მის  უცხოელ მეგობარ- სტუმრებთან ოპტიკურ ილუზიად გაასაღა.

  •  ყოველდღე უამრავ წერილს ვიღებ ასეთი შინაარსით : პრინცო ბანკის გაძარცვას თუ დააპირებ, წინასწარ გაგვაგებინე, მძევლობა გვინდა შენს  ხაჭაპურებს. მე კი რა თქმაუნდა, ისეთი ძვირფასი ვარ, ისეთი სამეფო ხაჭაპური ….. თან  ისეთი იღბლიანი … ფრიალიო მყავს ჩემს ცხოვრებაში, ჩემი სახლუნიო,  ჩემი დედოფლუნიო. 
  • ჩემო მეფუნიო…..  სხვათაშორის მან  ესეთი წერილიც კი მომწერა, ნუ მარტო ჩემთვის არა მარა მაინც: 

შენი სიყვარული აშენდება როგორც კედელი,

ისეთი ძლიერი რომ არავის არ შეეძლება აღება,

არ არის შანსი თავიდან დაწყების კვლავ,

მე სიყვარულში ვარ ყოველთვის შენთან

მარადის შენი, შენი პრინცი იდილიო.

გეფიცებით  ეს რომ წავიკითხე ისე ისე ავტირდი რომ მარტო ჩემი სამყარო, სამყაროს ვიმეორებდი, ბოლოს კი იცით რა ეწერა?  მე მენეტრები, ა- მაგივრად ე- დაწერა წარმოგიდგენიათ? ეს ისეთი რომანტიკულია, მისი ლაპარიკი…

  • დიახ, დიახ, დიახ მე მიხარია რომ ასეთი, სრულყოფილი, ღვთაებრივი არსება აქაური ვარ, წვეთი სისხლი არ არის ჩემში არასხვაური (გალაქტიონი).
  • ღმერთო ჩემო, რა პრინცი ხარ!.
  • ოო ძვირფასო, ისე დიდებულად გამოიყურები ეხლა  დავინჩის შენი სახე რო დაენახა მონალიზას ხელახლა გადახატავდა, თან კვნესით იტყოდა-  ღმერთო დიდებულო, რა სრულყოფილი მზერა, ეშხი, სილამაზე და სრულყოფილება შევქმენიო,  სრულყოფილებაო, ზუსტი იტალიური აქცენტით. ხოლო შენი ფეხებიც რომ დაენახა ჰო მთლად გადაირეოდა და მოაყოლებდა: შენი ფეხებისთვის, მხოლოდ ზეცა არის ლიმიტიო, მე ეს დანამდვილებით ვიცი.
  • დიახ, დიახ, პრინცი იდილიო ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და არჩევანია ჩემს ცხოვრებაში, მე ვთქვი დიახ და გადავედი ცხოვრების ახალ  ეტაპზე, რომელიც სიყვარულითა და ბედნიერებით ბრწყინავს, ჩემი ცხოვრების ბრწყინვალე ფინალი ხარ, რომელიც მთავრდება სიტყვებით : ისინი ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად….
  • ბატონო პრინცო  როგორია თქვენი სამომავლო ხედვა? რას აპირებთ, აწი მომავალში?
  • რას ვაპირებ? გადავწყვიტე მივხედო, რთულ საქმიანობას და ჭამა-სმა ავაღორძინო, ჩემი აზრით, გასტრონომიაში მუშაობა დიდი ვნებააა. ასევე სამოქმედო გეგმაში შედის დავიმსახურო ის პატივი, რასაც განსაკუთრებული მოღვაწეობისთვის იღებენ.
  • რისი პატივი?
  • შევქმნა განსაკუთრებული საძმო „ მეფე და დათვი, უკაცრავად მეფე და ფრიალიო“ და მივუძღვნა ეს სამყარო ყველაზე ლამაზ ქალს, სილამაზის ეტალონს, ჩემს მეგობარს, სულის ამხანაგს, ჩემს სიყვარულს და სიკეთეს, ჩემს პრინცესა ფრიალიოს.
  • აუ მეც მომწონს ასეთი იდეალური საკონდიტრო, გულიიიიიიიიიიიიიიი ჩემგან.
  • ცა არის მშვიდი და თბილი, როცა პრინცი იდილიო არის აქ.
  • გმადლობთ ძვირფასო აღმატებულებო, ასეთი არაჩვეულებრივი ინტერვიუსთვის, ასევე ხომ არ დააფიქსირებდით თქვენს სამოქალაქო პოზიციას  ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ?
  • ……………………………………………………………………………………………………………………………………………………
  • ……………………………………………………………………………………………………………………………………………………

ასეთი გახლდათ, ერთი- ერთი ყველაზე წარმატებული წყვილის ისტორიის ამბავი, რომელიც ხალხმა ეგრევე შეიყვარა. მათ გაუმართლათ  რომ ცხოვრების გზაზე ერთმანეთს შეხვდნენ, რაც მათ განვითარებას შეუწყობს ხელს. მართალია როგორც ამბობენ პრინცი ერთხელ უკვე იყო გაქცეული, თუმცა როგორც ჩანს მათი სიყვარული უზღვავია, და დაუოკებელი.  მათ თავიანთ სფეროში უკვე მიაღწიეს აღიარებას, რაც ისედაც ნათელია. მართალია „ხმები“ იმასაც ამბობენ რომ, პრინცის ახალი საქმიანობა – „კონდიტერობა“ ფრიალიოს არამზარეულური შეგრძნებებიდან გამომდინარეობს, თუმცა ჭეშმარიტი სიყვარული უზღვავია და დაუძლეველი, ვუსურვებთ ამ ხელახლად დანიშნულ წყვილს სიყვარულს, სიხარულს და უზღვავ ჭეშმარიტებას.

მომავალში კი გაგაცნობთ იმ წერილს რომელიც პრინცმა იდილიომ სპეციალურად ჩვენთან გამოაგზავნა რათა კიდევ ერთხელ დაემტკიცოს მისი გრძნობები ფრიალიოსადმი.   

მირანდას მოსაწყენი დეტექტივი

I პირველი თავი

რა შეიძლება მოხდეს იმ ქალაქში სადაც არაფერი ხდება? ეს კითხვები უტრიალებდა თავში მოწყენილობით გაბრუებულ,მოკლედ შეკრეჭილ თმიან გოგონას, რომელიც მთვარის ოცდაათი ბრუნვის განმავლობაში ხან კატად  იქცეოდა ხანკი თაგვად.

იქნებ დეტექტივი დავწერო- გაიფიქრა მან, როდესაც მორიგი „ სამადლობელი ბავშვობისათვის“ წარუმატებლად  გამოუვიდა. ამ სადიდებელში მას ქებათა-ქებაუნდა აღევლინამისი ცხოვრების იმ დღეებისათვის როდესაც ზამთრის სიცივე ისევე ათბობდა ძვლებს როგორც ზაფხულის ცხელი მზე და საიდანაც ეხლა ცოცხალი თავით როგორც თაგვს სოროდან, მელიას საქათმიდან, ლომს ბოკვერობიდან, გედს იხვის ჭუკობიდან, გამოსვლა და გამომზეურება  არ უნდოდა.

ამ ქალაქში განსხვავებით კოშკების, ხიდების, ქვიშების, ძეგლების, თოჯინების საქალაქოებისგან, ყოველდღე ზედმეტად, გულის ამრევად  ჩვეულებრივი რაღაცეები ხდებოდა, ასე მაგალითად ;  მდინარე კვლავ მოედინებოდა – კვლავ  მოაფიფინებდა მღელვარე უსასრულობას, მის დასაბმელად, დასამორჩილებლად გადებულ, ჯაჭვოვან ხიდზე ავტობუსები, მიკრობუსები, და ადამიანები დაუსრულებლად  გადადიოდნენ, ხან  აქეთ, ხანაც იქეთ, იქეთ- აქეთ, აქეთ- იქეთ, მარჯვნივ მარცხნივ, მარცხნივ მარჯვნივ, და რაღათქმა უნდა ისევ იბადებოდნენ, კვდებოდნენ, და იზრდებოდნენ, ყველანი იზრდებოდა, ისინი ვისაც გაზრდა უნდოდა, დავისაც არ უნდოდა,  რადგან როგორც უკვე გითხარით, რადგანაც არაფერი არ ხდებოდა, არაფერი იცვლებოდა შესაბამისად არც არჩევანი იყო ან თუ იყო ზედმეტად მწირი.

დეტექტივი დავწერო? გაიმეორა მან  ხელმეორედ და გულდათუთქულმა  ამოიხვნეშა მან, მაგრამ რის შესახებიყოს ეს ვითომდა დეტექტივი, სიმპათიური, ცისფერთვალება ექსცენტრიკული გამომძიებლის შესახებ, რომელიც თავისი ახირებულობით, არაჩვეულებრივობით, არამოკვდავობით, მთლიანად იპყრობს ჩვენს ყურადღებას, და დროის სივრცესა და განზომილებაში ცოტა ხნით მაინც გვაგრძნობინებს თავს არაჩვეულებრივად?

თუ სიცოცხლის განადგურების უსიტყვო, ფიზიკური ფორმის შესახებ, როდესაც უნდა მიაკვლიო დანაშაულის ჩადენის, მიზეზს, მოტივს, ბოლოს  დააჭერინო  დამნაშავე გმირს და თან დაფნის გვირგვნით თავ შემკობილი ოქროს  კვარცხლბეკზე შემოდგა? საიდან  მოვიყვანო ეს მიმზიდველი მაძებარი, როცა ამ ქალაქში სიმპათიური არავინ არ არის  და თუ არის, ისეთი სახეები აქვთ გეგონება ქაღალდის სქელი ნიღბები უკეთიათო.

როცა ჩემს კატას უფრო მეტად მეტყველი სახე აქვს ვიდრე მათ ერთად აღებულს!  თვალებზე საუბარი ხომ ზედმეტია,  გეგონება თოჯინების თვალები -აქვთო, ცარიელი და მოსაწყენი- მძივებს რომ უგავთ!

ამ აზრებში იყო გართული მოწყენილობის მხიარულებად შემთხზველი როცა უეცრად არაფერ ქალაქში ერთი მეორის მიყოლებით ჩააქრა სინათლე და სითბო, ხოლო როცა მასთანაც, დეტექტივისტის უკანასკნელ  სამზარეულოშიც დაბნელდა, მან გადაწყვიტა, ის ოქროს კოვზები მოეძიებინა რომელიც ეხლა  წესით სამზარეულოს კარადის წითელ ზარდახშაში უნდა დებულიყო, კოვზები გამქრალიყო, ქალაქში კი ქარი მოსულიყო.

სწორედ ამ დროს ქალაქის მთავარ მოკირწყლულ მოედანზე, სადაც აქამდე ყოველდღე ოქროს ცხვრები სრული 12 ის და 4 საათის შემობრუნებას პეტელებდა, სამყაროს ფიქრების კარიბჭიდან შლიაპა გამოჩნდა, შლიაპას პალტო მოჰყვა, პალტოს ჩექმები, ჩექმებს ფეხები, ფეხებს ხელები, ხელებს მხრები, მხრებს თავი და  ტანი, ჩრდილების მიერ ძილქუშში გახვეულ მცხოვრებელთა სამეფოში მარტოსულობის პრინცი, პრინცი იდილიო მობრძანებულიყო.

მან ჩუმად, ფეხაკრეფით ჩაუარა, ხმალ შემართულ, ჩაძინებულ მეფის, მოწყენილ ცხენის ქანდაკებას და ხიდზე იქ  სადაც მდინარე რიონის  ტალღების სიზმრებში შეფოთლილი ზმანებები ზეცას აღმართში მიუყვება, დაადგა ბიჯი. სწორედ ამ მომენტიდან მას უნდა გადაეწყვიტა ის ზუსტი მათემატიკური  ამოცანა რომელიც შერისხვის ჟამს, გამოცანათა რვეულში უცნაურად, ავადმყოფად, არანორმალურად შეცხადებულმა გოგომ  დაუტოვა შეკითხვად: არსებობა როგორც განგრძობა სიცოცხლისა თუ  ქმნადობა პიროვნებად.

სწორედ ამ თავსაჭირში მას გაახსენდა იმ ამოუხსნელი ამოცანის მეორე გვერდი, სადაც სახელი ფლიო- ეწერა, თავიდან  ჩაფიქრებული როგორც  ფრრრრ-  როცა გინდა რომ გაფრინდე და ქმნილი როგორც  გოგო, სახელად ფლიო.

პრინცი იდილიო იმ მჭმუნვარებამ შეიპყრო რომელიც ასე ხშირად ემართებათ ყველას როცა მათი საწადელი არ სრულდება- პრინცი იქნება თუ გლეხი! ხოლო მჭმუნვარების მიზეზს კი მოიცავდა ცხოვრების მიერ ჩასუნთქულ ქალაქში, მისიკანონიერი უფლებების უგულვებელყოფას და პრინცად უღიარებლობას.

სწორედ ამიტომ გადაწყვიტა უარი ეთქვა თავის უფლება მოვალეობის პირობითად შესრულებაზე, განრიდებოდა ამაოების ყაყანს, დაბრუნებულიყო ბაზრის მიდებარე სახლში და დაეძინა მის გვერდით ვისი ფეხებიც ისეთივე გრძელი იქნებოდა როგორიც მისი. პრინცს დავიწყნოდა ის ფრაზა რომელიც ერთხელ ძილში ფლიოს უთხრა: ჩვენ სიზმრებში შევხვდებით ერთმანეთს!

ფლიო კი ეხლა ავტობუსით მიემგზავრებოდარათა გამქრალიყო.  ეს ყველაფერი გაქრობა, გაუჩინარება შემდეგ კი კვლავ გამოჩენა უკვე უაზრობად აღარ ეჩვენებოდა, რადგან მისი ცხოვრების მარტივი ლოგიკის წესად დამკვიდრებულიყო:  ა) თუ აქ არ იყო, ბ) ესე იგი მიწაში იყო, ხოლო ბ) თუ მიწაში იყო, გ) უკვე აღარ იყო.

თან გაღიზიანებული შემდეგი ფაქტით რომლის ატანაც ამ ბოლო ხანებში საკმაოდ ხშირად უწევდა: მოესმინა უსიყვარულობისგან, მარტოობისგან ნატანჯთა იუმორნარევი ხუმრობები! მას არ ესმოდა თუ როგორ შეიძლებოდა ნერვიულობა მარტოობაზე როცა ა) სინამდვილეში თვითეული ადამიანი მარტო იყო. ბ) დარდი, ვარამი, სევდა, გულის- გონების ისტორიიდან  ისე აორთქლდებოდნენ როგორც თევზები ჰაერში და მხოლოდამბის მოსაყოლ, გასაცინებელ პერსონაჟებად დარჩებოდნენ.

სწორედ ამ დროს ფანჯრის გამურული მინიდან მან ის დაინახა, მისი ბიჭების მთავარი ბიჭი, და ფოტოების ღმერთი, რომელიც ეხლა საპურმარილო დარბაზის, მოჩუქურთმებულ შესასვლელში გაჩხერილიყო და ვერც მაღლა, წინ  მიიწევდა, და ვერც დაბლა უკან  ბრუნდებოდა. იმ წამის მემილიარდეებში რომელიც მხოლოდ ფლიოსთვის გახლდათ ცნობილი, მან მოახერხა მოეფიქრებინა: ავტობუსიდან ჩასვლაზე, მასთან მისვლაზე, შემდეგ კი ამ ჩანაფიქრზე უარის თქმაზე მანამდე სანამ ამ ამბავს ძილის ქარებს ახარხარებული მუცლის თახთახით არ მოუყვებოდა.

ძილის ქარებს კი ფლიოსთვის შემდეგი ამბავი გაემზადებინათ: პრინცი იდილიო რომელიც თავის პრინცობას თურმე უჭკუო, უხერხემლო, ფლიოების არ მოწონებით ადსტურ/ იდასტურებდა,ძმაკაცის, ახლობლის, მეგობრის ქორწილში თავის ფრიალიოს შეხვედროდა, იგი იმდენად მოხიბლულიყო ფრიალიოს ტალანტით: ბიზნესისა და ეკონომიკის საკითხების ყირამალა სწავლის ტექნიკით რომ გადაეწყვიტა თავისი ბედი მასთან ერთად დაეკავშირებინა და მთელი ცხოვრება ყირამალა გაეტარებინა.

ფრიალიოს კი  რომელიც მთელი მისი ცხოვრება მოქარგულ ამბები ესმოდა პრინცების და პრინცესების შესახებ ვერც კი წარმოედგინა რომ იმ ერთი ჯადოსნური დღის შემდეგ როდესაც ის და პრინციტო აფრენილი მტრედების, გაცისკროვნებული ღიმილის, საჯარო კოცნის ღმრთისა და ხალხისა წინაშე საბოლოოდ შეერთებოდნენ, ყოველდღე დილიდან საღამომდე ფრიალობის გვერდზე გადადება და აივნის გადახვეტვა მოუწევდა ხალხის დასარწმუნებლად რომ პრინცმა არაჩვეულებრივი გადაწყვეტილება მიიღო!

ხოლო თუ კი გადაბმულ- დაუმთავრებელ სუფრებზე მის ბაგეებს შემდეგი წინადადება წამოსცდებოდა: რომ უკვე დრო იყო საღამოს სახლ- სასახლეში წასვლის!…  მქლასუნებლები ცად აფოფრილ  სინდის ნამუსის შემრცხველ შემაგონებელ რისხვის  ღაღადად თავს დაატყდებოდნენ: ვაი თავო, ჩემო თავო, რაებს ჰკადრებ შენ ბატონ პრინციტოს, მე რომ ესეთი რამ ჩემს ქმარიტოს ვუთხრა ხომ დემექცა მთელი, სიმწრით აშენებული ცოლქმრობის მაგიდა.

სწორედ ამ დროს დეტექტივმა დაამცხიკვა- მას იმდენად  არ მოეწონა ის ფაქტი! რომ არც დეტექტივი იყო, და არც მოთხრობა რომ სიბრაზისგან ალერგია დაეწყო, ალერგიამ კი დაამცხიკვება გამოიწვია, ამ დამცხიკვებამ კი რომელიც საკმაოზე ხმამაღალი აღმოჩნდა, ის შედეგები გამოიწვია რომ : კუნაპეტი აჩრდილები, რომლებსაც მიწიდან ზეცამდე ყველაფერი დაპყრობილი ჰქონდათ ადამიანების გულების და სულების ჩათვლით, ერთი მეორის მიყოლებით შოკოლადის ნატეხებად,  დაბზარა, დატეხა- და სტატუს აყრილ, თავად მაძაგიდან, მაძაგიუსად- მაძაგუნად  ჩამოქვეითებულ, მწვანეთვლება ფისოს დაუყარა (რომელის ცხოვრებასაც  ჩვენ კიდევ მიმოვიხილავთ, თუ რა თქმა უნდა გვექნება ამის საშუალება).

დეტექტივმა არც ეს იკმარა  და გადაწყვიტა თავის ხელებში აეღო საკუთარი თავის მართვის სრული სადავეები და პრინცი გაექრო- ხოლო მიზეზად დაესახელებინა ის გულისტკენა როცაპრინციტომ შეიტყო, რომ ფრიალიოს დილის სამზადისი, უპირველს ყოვლისა ნიორის ჭამისგან შედგებოდა, რომელსაც საჭმელისთვის ნივრის უზომო რაოდნობის მიცემით ახერხებდა, ხოლო რადგანაც პრინცის დახვეწილი ბუნება ვერასდროს ვერ  შეეწყობოდა ასეთი სურნელით გარემოცული ცხოვრებას გადაწყვიტა სურნელით ცხოვრებას, უგულოდ ეცხოვრა, ასე რომ ისე მოკურცხლა დაავიწყდა რომ საერთოდ თუ ოდესმე იყო პრინცი! დეტექტივი არც ამას დასჯერდა და  პრინციტოს პროფესორი ქალიც მიაყოლა,  რომელიც რა კავშირში იყო ამ ტრაგედიასთან ვერ მკითხველი და ვერც პერსონაჟები ვერ მიხვდნენ.

ამ შემთხვევევამ  შეუქცევადი მოვლენები გამოიწვია : ქალაქი წყალმა დაფარა, წყალზე ხე გაჩნდა, ხეზე ციცინათლები მოფრინდნენ, ხე აყვავდა, მზემ მასში  ჩაყვინა და დაივანა.

ჩაძირული ქალაქის ასფალტი შეკითხვებით  დაიფარა: თუ ვინ იყო ავტობუსის ის უკანასკნელი მგზავრი, რომელიც ბოლო გაჩერებაზე ჩავიდა!

პირველი თავის დასასრული

ჯინ ვებსტერის წერილები გრძელფეხება მამილოს- მირანდა ტყეშელაშვილის პოდკასტი

ალბათ არ მეგულება დედამიწის ზურგზე ადამიანი, ვისაც  სხვისი ცხოვრების, პირადი აზრების, განცდების გაგება არ აინტერებდეს, არ სიამოვნებდეს და არ უყვარდეს. მითუმეტეს როცა საქმე ძველი ჩანაწერების, დღიურების და წერილების კითხვას ეხება, როცა შეგიძლია  მთხრობელის შინაგან ხმას, შენი თვალთახედვა დაუმატო და შენიანად განიცადო.

ყოველთვის  როცა ჩემს ძველ ჩანაწერებს  ვკითხულობ, ვერ ვცნობ ჩემს თავს, არა მგონია რომ ეს მე ვიყო მირანდა- და არც მახსოვს როცა ესეთი ვიყავი- არადა ზუსტად მახსოვს რომ ჩემი დაწერილია,  თუმცა რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო, ყოველთვის ვცნობ მას ჯინ ვებსტერის ჯერუშა ებოტს. თავშესაფრის აღსაზრდელ აღსაზრდელ გოგოს რომელიც თავისი ცხოვრების შეცვლას ხან მოთხრობა „წყეული ოთხშაბათის“ დაწერით, ხან კიდევ მისი საძულველი სახელის ჯერუშასი- რომელიც მისი ვარაუდით აღმზრდელმა მისის ლიპეტმა სატელეფონო წიგნაკის ცნობარში ამოიკითხა ჯუდით- შეცვლას ცდილობს. ხოლო ცხოვრების  მომდევნო ეტაპებზე საკუთარი თავის იდენტობის ძიებაში –  ხან საზოგადოებასთან სრული შემგუებლობა/ ასიმილაციით და სხვისთვის არაფერში ჩამორჩენის სურვილით, ხანაც კიდევ საკუთარი თავისკენ მიბრუნებაში, მისი  ხელახლა გააზრებით და გარდაქმნებით ხასიათდება.  

ჯინ ვებსტერი – იგივე ალის, ჯეინ ჩენდლერ ვებსტერი დაიბადა ამერიკაში, ნიუ – იორკის შტატ ფრედონიაში 1876 წლის 24 ივლისს. მისი მშობლები დედა – ანა მოფეტ ვებსტერი მარკ ტვენის ძმისშვილი იყო, ხოლო მამა ჩარლზ ლუთერ ვებსტერი- ტვენის ბიზნეს პარტნიორი. 1894 წელს დაამთავრა ფრედონიის სახელმწიფო კოლეჯი ფაიფურზე მხატვრობის განხრით. ხოლო 1894- 1896 ლედი ჯეინ გრეის სკოლაში ბინგემტომში სწავლობდა. პანსიონში მის ოთახის მეზობელსაც ალისა ერქვა და სწორედ ამიტომ ვებსტერმა თავისი მეორე სახელის ჯეინის ვარიაცია ჯინი აირჩია.

განსხვავებით ჯეინ ოსტინის წიგნების პერსონჟებისგან რომლებიც სამწუხაროდ მხოლოდ მაშინ მოგწონს როცა მათ შესახებ ამბის კითხვას ამთავრებ და არაფერი არ გახსენდება გარდა საუბრები ჩაის სმის დროს და საუბრები კაბებზე.

ჯუდი  ებოტის პერსონაჟი  უფრო მეტად ჩვენ გვგავს  და საკუთარი თავით გვიპყრობს: უფრო მხიარულია, ხალისიანი, ახალგაზრდა, დაუოკებელი, და დაუკომპლექსებელი, კი რა თქმა უნდა მასაც აკომპლექსებს როცა არ იცის ვინ იყვნენ მისი მშობლები ანდა მიქელ ანჯელოს- მიქაელ გაბრიელში რომ აურევს, თუმცა რაც ყველაზე მთავარია, ის არის ადამიანი, პიროვნება, რომელიც ერთხელ მიცემული შანსის ბოლომდე გამოყენებას ცდილობს და ჩვენ მუდმივი მოქმედებისკენ განახლებისკენ, მზაობისკენ მიგვითითებს, გვახალისებს და გვაგულიანებს.

ჩემი რეცენზია- ძმები კოენების ფილმზე “ბასტერ სკრაგსის ბალადა”

სიცოცხლე, თუ სიკვდილი, სიყვარული, თუ სიძულვილი, სისასტიკე, თუ სინაზე ? ეს არის კითხვები, რომელზეც ძმები კოენების ფილმი-  „ბასტერ სკრაგსის ბალადა“ ცდილობს, პასუხი გასცეს. ძმები კოენები არიან ამერიკელი რეჟისორები და ავტორები ისეთი ფილმებისა, როგორიცაა : ,,ფარგო“, ,,აუტანელი სისასტიკე“, ,,სადა ხარ ძმაო“, ,,დიდი ლებოვსკი“, ,,სუბურბიკონი“, ,,ჯაშუშების ხიდი“…

,,ბასტერ სკრაგსის ბალადა“ არის  ამერიკული ვესტერნი კომედიური- დრამის ელემენტებით, ფილმი შედგება 6 თავისგან: 1.,,ბასტერ სკრაგსის ბალადა“ 2. ,,ალგოდონეს ახლოს“ 3. ,,საჭმლის ბარათი“ 4. ,,ოქროს კანიონი“ 5. ,,გოგო, რომელიც გააგიჟეს“ 6. ,,მოკვდავი ნარჩენები“- თვითეული თავი არის დამოუკიდებელი მოთხრობა და გაერთიანებულია საერთო ხაზით, რომელსაც ამერიკის სამოქალაქო ომი უდევს საფუძვლად. ფილმში ისეთი მსახიობები მონაწილეობენ, როგორებიც არიან : ტიმ ბლეიკ ნელსონი, ჯეიმს ფრანკო, ლიამ ნისონი, ჰარი მალინგი,  ბრენდონ გლისონი,ზოე კაზანი, ტინი დილი, ბილი ჰეკი, და ტომ ვეითსი.

პირველი მოთხრობა გვიყვება  სახელგანთქმულ კოვბოი ბასტერ სკრაგსზე, რომელიც საუკეთესოდ ისვრის და კლავს, ხოლო ამის პარალელურად სიმღერებს თხზავს, გიტარაზე უკრავს  და „ქა7ნთრი“-ს,  (სოფლის,  ხალხური სტილის სიმღერებს) მღერის. კინომატოგრაფიული გადაწყვეტილებით ის კამერას უყურებს და  პირდაპირ მაყურებელს ესაუბრება,  რაც როგორც დღიურისა, თუ პირადი ჩანაწერების კითხვის დროს უფრო მეტად აღრმავებს მჭიდრო დამოკიდებულებას/ურთიერთობას მაყურებელსა და მთხრობელს შორის. იმის მიუხედავად, რომ სიკვდილი თავისი არსით და აზრით სულიერი სიცოცხლის გარეშე ძალიან ტრაგიკულია, აქ სიკვდილი გაჟარშებული, გამასხარავებულია იმ კომიკური სიტუაციების შექმნით, რომელიც ხდება ბასტერ სკრაგსის მიერ თოფის სროლის დაწყებამდე, გაგრძელებისას და დამთავრების შემდეგ: სამიკიტნოში, თუ პოკერის თამაშისას, ანდა  დუელის დროს.

ფილმი სრულდება სკვდილის მაცნის/ანგელოზის შავ ფერში გამოწყობილი კოვბოის მიერ ბასტერ სკრაგსის მოკვლით, სიკვდილით. თუმცა ბასტერ სკრაგსი აქაც არ წყვეტს მღერას და უკვე ანგელოზად ქცეული, ფრთებშესხმული ქნარზე განაგრძობს სიმღერას და თან იმედოვნებს, რომ სამოთხეში ბანქოს თამაშზე არ იმაიმუნებენ და სამართლიანობას გამოიჩენენ, ხოლო ის ფაქტი,  რომ მის მიერ მოკლული კოვბოები ანგელოზებად არ იქცევიან, განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ეს კოვბოები არ მღერიან- სიმღერა, რომელიც გარკვეულწილად გამოხატავს ტკბობას,  სიცოცხლით გამოწვეულ სიხარულს, მადლიერებას, თუკი ეს დაგავიწყდა, მაშინ ფუჭია ადამიანის სიცოცხლე და  ის ანგელოზად ვერ იქცევა, რადგან ანგელოზება სიცოცხლის, სამყაროს დიდებას მოითხოვს, ამის დამვიწყებელი კი  ტყვიით, თუ ტყვიის გარეშე უბრალოდ  სასაცილო, ბოროტ გვამად გადაიქცევა.

მეორე მოთხრობა არის  ,,ალგადონეს ახლოს“, რომელშიც ჰოლივუდის ისეთი მსახიობი თამაშობს, როგორიცაა ჯეიმს ფრანკო, ჯეიმს ფრანკო ჩემთვის ყოველთვის არასერიოზულ ფილმებთან და დამოკიდებულებებთან ასოცირდება, ასე, რომ აქ მისი სახის დანახვა და რეჟისორებისგან მსგავსი პასუხისმგებლობის ტვირთის აღება  ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი და სასიამოვნოდ განმაცვიფრებელი აღმოჩნდა. რა მოხდება, როცა  დეზებიანი, ბოროტი  ყაჩაღი განიზრახავს ბანკის გაძარცვას და მას ტაფებითა და ქვაბებით შეიარაღებული პატარა კაცუნა დაუპირსპირდება? ჯეიმს ფრანკოს გმირს ორჯერ უსჯიან სახრჩობელას, ერთს საკუთარი დანაშაულისთვის, მეორედ სხვისი, რომელიც მას არ ჩაუდენია. და აი  აქ, ამ  ცხოვრების ირონიაში, როცა ისევ კვლავ ელოდება სიკვდილს, როგორც პირველ ჯერზე, ისე მეორე, ან იქნებ  მეათასჯერადაც,  უყურებს ხალხის ჯგროს, რომელთაც თავიანთი გამწარებული ყოფიდან, სხვების ტანჯვის, სიმწარის ნახვა სურთ, ამ ბრბოში  ხედავს ცისფერ კაბიან,  შეცბუნებულ გოგოს და უეცრად ყველაფერი იცვლება, შესაძლებლობა იმისა, რომ  მათ ერთად ეცხოვრათ, ბედნიერები ყოფილიყვნენ ყოველდღიური ცხოვრების ნაწილაკებით, ეს წამიერი გაელვება გრძნობის,  სიცოცხლის, ცხოვრების შესაძლებლობისაა… და როდესაც ყველა ფერი წყვდიადში, სიშავეში  იძირება, მაინც რჩება ცისფერ კაბიანი გოგო, ცისფერი ფერი, მოგონებად სიცოცხლისა.

მესამე ფილმი არის ,,საჭმლის ბარათი“, ამ ფილმში თამაშობენ ლიამ ნისონი იგივე ოსკარ შინდლერი „შინდლერის სია“ და ჰარი მელინგი იგივე დადლი დარსლი  ,,ჰარი პოტერიდან“.  ამ ფილმში ჰარი მელინგის გარდასახვა ინგლისელ პოეტად,  ჩემთვის რამდენიმე, კერძოდ კი ერთი მიზეზით ნამდვილად შთამბეჭდავი და სასიხარულო აღმოჩნდა: იმ როლს, რომელსაც ის ჰარი პოტერში ასრულებს, ეს როლი კი მსუქანი, ბოროტი, უტვინო  დადლი დარსლია, რომელიც ჰარის  ამცირებს და ცუდად ექცევა, ცხოვრებაში რეალურად თვითონ არის დამცირებული ამ როლის შერულების გამო და ასეთი არასასიამოვნო ბედის გმირის განსახიერებისთვის. ცხოვრებაში, ისევე როგორც ფილმში კი ორი ტიპის გმირი არსებობს: პროტოგონისტი- ანუ ყველაზე მთავარი გმირი, და მეორე ანტაგონისტი- ანუ მოწინააღმდეგე, მტერი ამ მთავარი გმირის, ვიზეც არის აგებული ამბავი,  ისტორია,  მოთხრობა,  ფილმი. ამ ფილმში მისი პერსონაჟი არის პროფესორი მეტსახელად ,,უფრთო ჩიტი“, რომელსაც  არ აქვს ხელები,  არ შეუძლია მოძრაობა და მთლიანად არის დამოკიდებული ლიამ ნისონის „იმპრესარიო-ს“ პერსონაჟზე. უფრთო ჩიტის უხელ-ფეხობა გარკვეულწილად ყველა პოეტის, მწერლის და ხელოვანის ოჯახისთვის იქნება ცნობილი- როცა მათი ოჯახის წევრი ჩიტები ცხოვრებაში ისეთ პრაქტიკულ, საარსებო  უნარ-ჩვევებს ვერ ამჟღავნებენ, როგორიც საჭიროა  ცხოვრებაში, ბრძოლისა და გადარჩენისთვის, ხოლო ის პოეზია, რომლებსაც ისინი ქმნიან ცალკეულად, მხოლოდ მცირე რაოდენობის  ადამიანთა გულს თუ ეხმიანება. ფილმი მთავრდება ტრაგიკულად, პოეტს ხალხის გამამხიარულებელ ქათამში ცვლიან, და მდინარის ტალღებში აგდებენ.  ხოლო ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ  პოეტმა, რომელმაც ვერ შეძლო აფრენა,  მდინარის ტალღებში მაინც იპოვა შვება, და იმ ადამიანების გულებში განაგრძო სიცოცხლე, რომლებმაც მას მოუსმინეს.

,,ოქროს კანიონი“

წინა ნოველის ცივი, დამთრგუნველი პალიტრიდან, თხრობა  მწვანე ხასხასა ბუნების სურათით იწყება: მთების სიმაღლეში, ყოვლის მცოდნე ბუ ხის კენწეროზე შემჯდარა და სამყაროს უმზერს, ქორბუდა მწვანედ აბიბინებულ ბალხს ძოვს, ანკარა წყაროს წყალში- ნაკადულში თევზები დაცურავენ, პეპლები ყვავილებს  დაფოფინებენ…. რომ უეცრად სიმშვიდე  ირღვევა, ბუ იფოფრება, ირემი გარბის, თევზები ქრებიან/იმალებიან, პეპლები მიფრინავენ, მთებში სიმღერა ისმის,ომახიანი სიმღერა!  ადამიანი მოაბიჯებს, მოაბიჯებს რათა მოიპოვოს ოქრო!

ამ პერიოდში ის- ადამიანი  ასწრებს, შრომას, გარჯას, დასვენებას, ძილს, და იმ ახალგაზრდა მაძებარის მოკვლას, რომელიც მას კვალში ჩასდგომია და  სურს მის მიერ  ამოთხრილი ოქრო, მისი მოკვლით დაისაკუთროს, ბოლოს კი ოქროთი დატვირთულ ვირ- „იღბლიანოთი“ ისევ  იქ დაბრუნებას, საიდანაც მოვიდა,  ხოლო მისი წასვლის შემდეგ ისევ იმ სიმყუდროვის, სისპეტაკის და ბუნების იდილიის  დატოვებას, როგორიც მანამდე იყო.

შემდეგი კინონოველაა ,,ახალგაზრდა გოგო, რომელიც ჭკუიდან შეშალეს, ანუ ბატონი ართური აზრზე არ იყო,  თუ რა უნდა ეთქვა ბილი კნაპისთვის“.

ფერების ფსიქოლოგიაში, რომელსაც ძირითადად და კონკრეტულად  მხატვრობა, ფოტოგრაფია და კინომატოგრაფია განიხილავს, თვითეულ ფერს თავისი ხასიათი, ძალა და განწყობა აქვს,  თვითეული ფერი მისი ხასიათით ისტორიას უყვება მაყურებელს. ამ ფილმში კი კითხვაზე, როგორია სიყვარულის ფერი, პასუხს კოვბოი ბილი უილიამ კნაბის – მარტოსულობაში ამაღლებული სულის და ალის ლონგაბოს სინაზის, სისპეტაკის, სინათლის სახით გადმოცემული ფერი გადმოგვცემს, ამბავი სიყვარულისა, რწმენის და სისპეტაკისთვის თავის შეწირვისა.

და ბოლო კინონოველა „მოკვდავი ნარჩენები“

ეს ნოველა, ისევე, როგორც სხვა დანარჩენი ნოველები სიკვდილისა და სიცოცხლის თანაარსებობას და მათ შორის ბრძოლას მოგვითხრობს, ოღონდ სიკვდილი იგივე  სულების მომკელი, აქ უფრო შარმიან, მომხიბვლელ, მაწაკურ, ყოვლისმცოდნე, სხვა სამყაროს მხედველი თვალების პიროვნებად წარმოგვიდგება, რომელიც კომპანიონთან ერთად მოგზაურობს. მის კომპანიონად კი კაცს, რომელსაც კატის მზერა აქვს,  სევდიან სიმღერებს მღერის და ადამიანებს გულებს უჩუყებს. მათი მოგზაურობა ეტლით, სადაც მათ გარდა  თავიანთი შეკოწიწებული ცხოვრებით გაამაყებულები, გასაცოდავებულები, გაგულგრილებული ადამიანები სხედნან, ხოლო ეტლის სახურავზე გვამი დევს, რომლის მომკის დროც იყო მოსული და მეეტლე, რომელსაც რაც არ უნდა შეუძახო, ეტლს მაინც არ შეააჩერებს, სასტუმროსთან ჩერდება ნიშნად ამ ცხოვრების წარმავლობისა და დროებითობისა. მთლიან  ფილმს გასდევს სიმღერა, ისევე, როგორც ჩვენ სიცოცხლეს და არსებობას. მთლიანი ფილმის წიგნის ყდა კი მთავრდება შვლის ნუკრის ნახატით, როგორც დაბრუნებად იმ არსებობაში, სადაც ჩვენ ყველანი შვილის ნუკრებივით სუფთა და წრფელები ვიყავით.

ჩემი პრეზენტაცია ,,Dialect and Literature in Caucasiology- in Georgia ,, ბათუმში გამართულ ” ციფრული კავკასიოლოგიის საზაფხულო სკოლა” batumi: summer school in digittal caucasiology

Dialect and Literature
in caucasiology – in Georgia

Miranda Tkeshelashvili

Language

•1. the method of human communication, either spoken or written, consisting of the use of words in structured and conventional way.

•2. A system of communication used by particular country or community.

List of word languages

How many languages do we have ?

Arabic,Chinese,Persian,Indian,English, French, German, Rusian, Spanish, Hindi, Bengali, Portugese, Japanase, Italian, western punjabi, Turkish, Korean, Vietnamese, Javanese, Caucasian languages: Georgian- Kartvelian. Northeast, Northwest.

The Georgian- Kartvelian language

The Georgian- Kartvelian language family includes four languages: Georgian, Megrelian (Mingrelian), Svan and Laz (or Chan) are part of the Kartvelian language family.

Dialect

•Dialect A. particular form of language which is peculiar to a specific region or social group.

A northern american- hello
A southern american – howday
In Georgia- Pumpkin- east-Georgia- gogra-,west georgia- kvaxi.

Dialects in Georgia

Mokhervian,  Mtiulian, Gudamakhrian, khevsurian, Phshavian, Tushian, Kakhian, Ingiloian, Phereidnian, Kartlian, Ghavakhian, Samtskhian, Gurian, acharian, Imerkehvian- Shavshian, Taoian-parakhlian, Machakhlian, Imeretian, Lechkumian, Rachian,

The literature

Literature is a group of works of art made up of words.

•Literature most generically, is any body of written works.

•Its latain root literatura/ litteratura derived itself from littera: letter or hand writing.

•Literatura classified es: fiction or non fiction, poetry or prose. •

Georgian writers

Many writers in Georgia write use dialect. These are writers :

Ilia chachavadze – Letters of a passenger :The author’s conversation with mokhevian Lelt ghunai.

Vazha phshavela, Alexander khazbegi,

Akaki tsereteli, Konstantine gamsakhurdia,

Otia ioseliani, Revaz inanishvili,

Davit klidashvili, Rezo cheishvili, Goderzi chokheli,

Modern Georgian Writers

•A Modern female writer – Tsira Kurashvili,  who uses  dialect, in her book

“Don’t look back“.  Literary critic Malkhaz kharbedia says about this book:

Her attitude to language is strange, She speaks with dialect, but she goes far beyond a particular dialect  and creates her own mythology, her own Lieterature – fiction.

Akaki tsereteli

Akaki tsereteli Georgian Poet, Writer says – Speaking dialect,

If the words of the dialect are beautiful and with these words we can fill the language, Is very good,

But if the language is distorted,

This is very much bad.

Reason for research

•There is a reason for the study of dialect in literature and these is Ability to observe language development over time and space.

•Evaluate of words and  grammar in  Georgian language and literature and  in Caucasiology

Thank you for your attention!





ბოლო ოინი (ვილჰელმ ბუშის საბავშვო პოემიდან “მაქსი და მორითცი”) გერმანულიდან თარგმნა მირანდა ტყეშელაშვილმა

მაქს და მორითც

ეხლა თქვენც

დამწუხრდებით,

მოდის თქვენი

ბოლო ოინის ჯერი!

ჰმ! მოიცა,

რისთვის გაჭრეს

ონავრებმა

ტომარაში ხვრელი?

შეხეთ,  აქეთ მოდის

ფერმერი მეკე

იღებს, თავის

ძველ ტომარას,

ონავრების გაჭრილს,

ტომარიდან მარცვლეული

მოედინება მდინარესავით.

მეკე გაოცებული,

დგას და ამბობს

აქ რა ხდება?!

ჰმ! ერთ წამში

ყველაფერი ნათელია…

ჰეი! იყურება დიდად

გახარებული,

როცა ამჩნევს,

ორ მაჯლაჯუნას

მის მარცვლეულში

დამალულს,

რაბ! ყრის მარცვლეულობას

მაქს და მორითციანად

თავის დიდ ტომარაში.

მოწყენილი მაღვალაკები

მეკეს ტომრით

წისქვილში მიაქვს.

ჰეი, მეწისქვილევ, აქეთ, აქეთ!

აგერ, აი ამ ნიჩბით

მოურიე კარგად,

დაფქვი ისე სწრაფად

როგორც შეგიძლია

ინჯღრევიან  საზარლად

ბოროტმეხუმრეები.

რიკე-რაკე! რიკე-რაკე

ცვივა მარცვლეული დოლაბზე,

ბრუნავს წისქვილის ქვა

საქმიანი რახრახით.

მარცვლეულთან ერთად

იფქვებიან ოინბაზი,

მაქსი და მორითცი

მათი ბოროტ

ხუმრობებიანად.

მალე  შესანასლავს მათ

მეწისქვილის ბატები

დასასრული

როგორც კი ეს ამბავი

სოფელში გაისმა

მწუხარების არ დარჩა

არავითარი კვალი.

სათნო ქვრივი ბოლტი:

,,მეც  ვფიქრობდი,

რომ ასე მოხდებოდა“…

,,დიახ, დიახ!“- შეჰყვირა

ოსტატმა ბოკმა_

,,ბოროტება არ უნდა იყოს

ადამიანის ცხოვრების

  მიზანი! „

,,ეს არის კიდევ

ერთი მაგალითი,

კვერს უკრავდა

 ბატონი ლამპელი!

,,რა თქმა უნდა!“- ფიქრობდა

თავისთვის ტკბილეულის მცხობელი._

,,ეს მოხდა სულელური

ხუმრობების გამო!“-

წუხდა ბიძა ფრიცი.

მამაცი  მეკე ფიქრობდა:

აი, აგერ ორი ბატი

მიდის კვატკვატით !

მოკლედ მთელ არე-მარეზე

ისმის ბატების

 მხიარული ყიყინი!

მადლობა ღმერთს,

დასრულდა

ბოროტი საქმეებიის

ცუდი ხუმრობები! .