ჩემი თარგმანი გერმანელი ავტორის ვილჰელმ ბუშის წიგნიდან “სისულელე და სიჭკვიანე”

წინასიტყვაობა

ოჰ, რა უნდა მოისმინო ან ისწავლო

ისეთი ონავარი ბავშვებისგან

როგორებიც მაქსი და მორითცი არიან

 როცა სიბრძნის შემეცნების

და კარგი ქცევის ნაცვლად

 სიცილ-კისკის ხარხარით

საიდუმლო ონავრობით ერთობიან.

 მავნებლური ქცევებისთვის

 დიახ, ისინი ყოველთვის მზად არიან.

ადამიანები ბრაზდებიან,  ცხოველები იტანჯებიან

ვაშლები, მსხლები, და ქლიავები, კი ქრებიან.

 რა თქმა უნდა ცხადია,

 ეს ბევრად უფრო სასიამოვნო არის,

ვიდრე სკოლის მერხზე

სიბეჯითით მოთმინებით ჯდომა.

მაგრამ ჰოი, ტკივილო და მწუხარებავ,

როცა მე ამ ამბის დასასრულს ვხედავ!

ეს ძალიან ცუდი გზაა

რითაც მაქსი და მორითცი მიდიან.

მაგრამ სწორედ ამის გამო

 ვცდილობ რომ როგორმე

შევაფერადო ეს ჩანაწერები .

პირველი ოინი :

ზოგიერთის შრომა და  წვალება

 არის ფრიად მძიმე და დამქანცველი,

მაგალითად, შინაური ფრინველების,

თუმცა ერთის მხრივ :კვერცხის დების,

მეორეს მხრივ:  ტაფამწვარის

მესამე მხრივ: მათ ბუმბულის ბალიშების გამო

საკმარისი არის, რომ ადამიანს

უსაქმურად  არ ეძინოს.

შეხედეთ, აი აქ არის ქვრივი ბოლთი

რომელსაც უნდოდა რომ

ბევრი ქათამი ჰყოლოდა

რათქმაუნდა აგრეთვე აქვე ამაყი მამლით,

მაგრამ მაქსი და მორითცი

მხოლოდ ერთ რამეს ფიქრობენ ;

როგორ იცელქონ და იმაღვალაკონ აქ.

 ერთი, ორი, სამი

სწრაფად, მარდად ცქვიტად

ისინი მთელ პურს

ოთხ ნაწილად ჭრიან

 პატარ- ატარა  ნაჭრებს

ერთი ძაფით კრავენ

და აღფრთოვანებულები

ამას კარგი ქალის ეზოში დებენ.

ოჰ, როგორც იქნა დაინახა

ეს შეკვრა ერთმა ქათამმა

და დაიწყო, კრიახი,

კრიახ, კრიახ, კრიახი

 ყიყლიყოოო, ყიყლიყოო,

ყივის ის გულამომჯდარი.

ტაკ, ტაკ ,- აქ მოდიან დედლები ,

მათი თანმხლები მამალით

და ხალისიანად ყლაპავენ

ყოველ ერთ ნაჭერს ჩიჩახვში.

მაგრამ, სანამ ისინი აზრზე მოვლენ

აღარცერთს აღარ შეუძლია.

აქეთ- იქეთ სეირნობა

ფარფატი და ნავარდობა.

ეჰე ჰერი, ჰერი, ჰერი

მაღლა, მაღლა სიმაღლისკენ

გამომშრალი კისრებით,

სხდებიან ხის ტოტზე ჩამოკიდებულები.

მათი კისრები, უფრო და უფრო გრძელია.

მათი სიმღერა, უფრო და უფრო შეშინებული,

ჯერ ერთი კვერცხიც კი არ დადებულა

რომ  სიკვდილი მოახლოებული არის.

ქვრივი ბოლტი  ოთახში წევს

და ძილში ესმის ეს წუხილი

და აჰა, ცუდი წინათგრძნობით სავსე

 მიაბიჯებს ის ეზოში,

ოჰ,  ეს რა საშინელება არის .

თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით მოსდის..

 როცა ყველა მისი იმედები, და

 ცხოვრების ოცნებები

 ვაშლის ხეზე ჩამოკიდებული არის!

მოწყენილი და მწუხარე,

იღებს ის ხელთ დანას,

სევდიანი მზერით სავსე

ხსნის მკვდარ ქათმებს ხიდან

და სახლში უკან  ბრუნდება.

პ. ს ეს იყო პირველი ოინი

დაუყოვნებლივ მოყვება მეორე.

Advertisements

ხიბლი

როცა ძილი წარსულის წარმავლობის ნიშას მქრქალი ყვავილებით ძენძავდა, ნაღველით მორჭმული  სულები ტალახში ცვენილ ფოთლებად მოფოფიალობდნენ. დაკარგული მისამართები რიცხვებად გაბნეულ ფიქრთა სიტყვებად იმტვერებოდნენ და თვლემად მივარდნილ სიშორეს შინდისფერ ყივილად ატკბობდნენ. მიღმიერ ზღუდეს მრიცხველად აღმართული მოლოდინი,  ჟანგისფერ სიცარიელის მორევს  ქვიშისფერ მარცვალთა, ზმანებათ იალქნებად  განავრცობდა და ყოფიერებით მსხვრეულ, კრძალულებით მზირალ, განრიგეთ ძვლებად ახორხლილ  ცხოვრეთელებს, წინასწარმეტყველებად ხმობილ  ფოლორციქს სტაცებდა. ფერდებ ჩაქცეული მომავალი  დღეისობის მონახაზების ნაკუწებად ხევად, მსხვრევად, ფხრეწად ქვრობილი თვალების ჭამით ირთობოდა. პატივმოყვარეობით გაქუცულ, ჭვარტლით გამურულ, საცნაურ ნაწერთ შთობა მარადიულობის მძებნელთა ჭურჭლებს ოქროსფერ კაზმული ბრჭყვიალით  ანთობდა. სანატრელ სატრფოებად ოდითგანვე უნახველი, პეწენიკობთ ღსავსე, მოწყენილობით მოკაშკაშე, პელენწუკური ხუმრობებით დამშვენებული თეთრი  ფაიფურის ფინჯნები ხვინცილის დიდებით მოტრფიალე წკარუნა კოვზებთან ამაღელვებელ, ულმობელ, ცუქუქ, წაკვან, ჭყიპინ , ხუნტრუც პორწიალით პაწკურებდნენ; თუ ვისთან ერთად  შეიკერა საშაქრიამ ასეთი კოხტა კოფთა, და ვინ მოირგო საიდუმლო რეცეფტით ნაცხობი ახლად გამოძერწილი ნიღაბი, ათრთოლების წკიპზე მიჰყვანილ თანალმობელთ დასის აწრიალებული გრძნობებს, გამხმარ გულისთქმათა მარცვლებად ფშვნიტავდნენ. რომ უეცრად ქოთქოთით აფოფრილ, გაფოხრილ ,თუხთუხა ქვაბუნია –   წამოენთო: მაგ თქვენი კილომეტრებზე გადალაფშული,მოწრუპნულ, მოპუჭუჭებული ბაგეებით ყავა კაკაოისგან რომ  ვერ გაგირჩევიათო, ყველას ჩემს ჭკუაზე დაგატრიალებთო! აქანა მე ვარ უფროსიო! მასე ყველი ხაჭაპურში შესძახა  აქამდე სრულიად მშვიდად მყოფი საწეს- რიტუალო.რავა თუ შენ ხარ უფროსიო-  -პარტია აღარ გახსოვს ? ნუთუ პარტიისმნიშვნელოვანბნელოვანი ნათქვამი დაგავიწყდაო შეჭამანდს რომ  ოც გრამიანი კარაქის პატივით გაგიკეთებ, შემდეგ სულ მე უნდა მემსახუროო?!  ისე დაასო ჩანგალი მაგიდას რომ დღესაც ამჩნევია იმის კვალი და ვალი. და აი ტყე ღრეებთ ქცეულ, მხვრჩვალ კანთ ძარღვთ, ძირკვულ მოთქმა გოდების მოსაყდრეთ სცენაზე, ცინცხალ, მკვირცხალ, ფერ-უმარილ გადაგლესილ პირზე , მუთაქასავით გადაზღერთილ,   ყოველთ მადიდებელ, და არვის დამნდობ ცხვირის ზრიალით ცხიკვების თავაზ,   ცუნცულ კუნტრუშით  –  რა ხმა და რა ყურიო…. ბატონი მოლაღურიო!   მან  წიკვინ, ჟღარუნ, ცუქცუქით, ჭუჭყად შლილ, გვამთ კირულ, ყოფის ყაყანად მწყვდეული  სახულება,  მიწის საპყრად ვრდომილ ოცნებებიდან , ბედკარგულ სურვილებიდან, აორთქლებული ნატვრებიდან, დარბაზთ განძთ მკაულის,  ტაშის მკვრელთ გულიდან ამომხტარ მარგალიტებად უნდა მოაკოპწიოს, მოაგოგმანოს და  „ეს რამფერი წუთისოფელი გვაქვს“ ო შეძახილად გაფურჩქნოს . ის კი თვითკმაყოფილებით მოდუნებულ, გულგრილობით მოშვებულ, მიუხვედრელობით  მოთანგულ , მოზიპზიპებულ, მოფამფალებული  ყელით, ცარიელ კუჭისთვის განწირულ, პეტელისთვის  გამოშიგნულ, ხარხარისთვის აწკავწკავებულ, გმირულად შეკოწიწებულ,  სინამდვილეს ცხიმიანი ხავერდის, ქონიანი ფარდის ფერდობზე  ურვის სულგრძელ წუნკალაობით “ეს ისე ლამაზი სიტყვებისთვისო“  აწეპებს. და თან მოკუნკული  ჟდომისგან დაოსებულ, დონდლო მგრძნობელობით წამოვლილ, ხორცისფერ აღთქმით განსხივოსნებულ, შეკივლების მადლით,  მოსხმულ მორთხმული ,“მთელი ჩვენი ცხოვრება  ხუმრობაა  ჭირიმეეეე “- ს  იმეორებს. ზვიგენის სისხლით აჭიკჭიკებულ აკისკისებულ, აფუსფუსებულ, წარბებად ხუნძლულ მოწყენილობას, ადგილის შესავსებ სასწაულების  მომაკვარახჭინებელ  ულვაშებად იწკიპავს და სიცილის ღვაწლით გადაკრულ, გადაბმულ, ჩამოკიდებულ, მოგონებებს გუშინდელობის მოცინარ მგრძნობელობად იპატიჟებს.  მჩხიბავობით  აღზევებულ, მანძუკიაობით  აელვარებულ, აშუშხუნებულ ყოფიერებას, უპოვნელობით ხედვულ,დავიწყებულობით გებულ, მსახურობით  კაპიწებულ, თქმულებათ  იგივეობით  მსხვრევით, ტკბილულ სამართლეობის ჩივილით, ღვაწლით  ხსენებულ  “ვიშ- ვიშ, იფ-იფად“  ბერტყავს და მზარელუობით მოდღლოზნილ, გამეხებულობით აწრიალებულ, გვარემულობით  მთქნარებულ, განათლებრიობით აყლანწულ, ქარაგმულობით ფარჩაკებულ, საზოგადოებრიობის მტრობის ღიმით, მოთხლაშულ, მოთხაპნულ, მოთხლარწულ, მოწუწკულ, ავეჯის მუთაქად ათახთახებულ, ასუნსულებულ, აყიყინებულ, მუცელ ტკბილული თაფლოია პიროვნებად ღშენებული, და გადაღლილი აღარას ჩივის წარმოდგენობის დღლუმპულ განგრძელობისა. სინატიფით ცხებული, ღირსეულობით წყებული, უმთავრებულობით ხვედრული, აპლაკუნებით წლარწული, მოწონებულობით მანჭული,აღტკინებიულობით პრანჭული, ნუგეშთ წადილით გაბერილ,  ხარხარ ზანზარით  შებრაწულ, უწი პუწი  წყალობით მცხიკვებული ,   „აი რო იჭაჭება რას იჭაჭება? მღერაა თუ რაი?- ი ს ფიჩინის ხსნად იხევოდა და  სკდებოდა. კითხვებით  გაწამებული, პოეტუნობით  დაბარებული, ფარდაგებად დალაგებული, ქვებად დახუჭული ნეკნებთა ტერფები  „მაყურებელი მიბრძანდებაააა“ კედელთ ქვებად ესვენებოდნენ და  გაბურბუსალებით დამცხარ, აღუსრულებულობით აღმსდგარ, დავიწყებულობით  დებულ, „ გულმა  შენთან დაიბუდა“-  დაფნათ ჩვენებათ გვირგვინად ინისლებოდა და  იბარცხნებოდა.