ჩიტენი

სწორედ მაშინ, როცა საღამოს ბინდი დგებოდა და ცხოვრების  ამოღრეცილ ორმოებში  მთებისკენ მიმავალი მნათობი ხმას გაიჭიანურებდა,  მომსვლელს ელოდებოდნენ. მას დედოფალ პაპყუნას  თქმული  უნდა მოეტანა იმ თერთმეტ თეთრთან ერთად, რომლის შესახებაც ის ბრძანებდა : ,,ყოველი თვე, რომელიც შედგება ოცდარვა, ოცდაათი, ოცდათერთმეტი  წამებით გასაღვიძებელი დილისაგან, ყოველთა ოჯახთა_ მდიდართა გარდა: ღარიბ-ღატაკთა, ახალგაზრდათა თუ მოხუცთა, მრავალშვილიანთა, თუ უშვილოთა, ყოველთა თქვენთა გასწავლოთ ჩემი პირადი  გამოცდილებით იმ კენჭების გამოყენება, რომელზეც თქვენ მოსთქვამთ: თითქოსდა  ერთ დღეს არის და მეორე დღეს ქრება, რათა საჭირო მარცვლეული საკმარისად იყიდოთ და  ოჯახები არჩინოთ. და  საერთოდაც, სადა ხართ, როცა მე  ვერ გხედავთ ულუკმაპუროდ მყოფელთ?!“    თუ ვინმე გაიკვირვებს  და იკითხავს, რომ ამ გამოცემის დროს თვით დედოფლუნა სად იმყოფებოდა, ჩვენ შეგვიძლია სრულიად  დამშვიდებით მივუგოთ, რომ საკუთრივ მისი გულითადობის გამო, როცა შესაძლოა სულაც არ ესმოდა არავის ხმა, საკუთარის გარდა, ის ცოტათი მაღლა და ოდნავ მოშორებით, ჩვენს შორის  ნამდვილად არსებობდა.საერთოდაც,  ამა ქვეყანაში სადიდებულო ნირი, ანუ დიდებული რომ ყოფილიყავ, ძალიან მარტივი იყო.  მთავარია,  ოქროსტყუილებიანი გუდით მოელვარეს გევლო  და საუკუნეთა გარდამავალ მიჯნაზე  მუდმივად მიწაზე თავდახრილნი და გაჭირვებას მაინც თავ ვერ დაღწეულნი, გადაწურული იმედების გულთა  კარებს გაგიღებდნენ და მათ დაკარგულ ოცნებებს, იმედებს, ნატვრებს ყალბი ოქროთი მოვარაყებულ ტოტებზე ფერად ნაჭრებად შეგაბამდნენ.  მათგან  ერთერთზე ახალგაზრდები იტყოდნენ: „ რადგანაც მოდის ასეთი  ჭკუიანი ახალგაზრდა,   ჩვენც მას მივბაძავთ, კარგად ვისწავლით  და გამოვადგებით ჩვენს პატარა ქვეყანასო. ხოლო ხანდაზმულნი: მეტ ოფლს დავღვრით, მეტს ვიშრომებთო… „ და ასე შელოცვილს  სოფელ -სოფელ- ორღობე გაკონწიალებდნენ. შემოდგომის პირს კი  ყურძნის მტევნების, კვახების, აცქნაფებული სიმინდის ტაროების, ვაშლის და კარალიოკის ასხმულ ჩირთა გვერდით დიდ კაცობის მადლით  დამშვენებულს აივანზე შემოგდგამდნენ.  და, აი ისიც მოდიოდა! დახვლანჯული ღრეებით, გმირის შარავანდით შთამოსილი და საჭმლის თქვლეფით  აქორფებული,  ელვარების  ფრქვევით.…    გასართობ- სათრეველად მას უყვარდა უენოდ მოლაპარაკეთათვის თავში ხელის წატყაპუნება, ჩაქელვა და ჩაძნეყვა და ეგონა ამას სასრული არ ექნებოდა. ასევე კუჭის შემრგე და გულისგამხარებელი ქეიფი და დროსტარება, რომელიც სიხარულს ანიჭებს მომლხენს მით უფრო, თუ  სუფრის დიდებაში სადღაცაურ მოდაზე შეკერილი კაბებითა და პიჯაკებით გამოსკვანჩულები, ბლომად მოყრილი  სიყალბის ფერუმარილით და  პერანგში  ამოყრონტილი სახეებით, თავებით  გრძელი ქლასუნის  ურმებით ერთი დღის სრულ განსვლამდე  დაჰქრიან მოწყენილი ფასადების  სამეფოში…    ხოლო  ქორონიკონსა მას ჟამსა, როს მოაღწია  მკის-დათესილი მოსავლის აღების დრომ, მისი მეუფება წელთაღრიცხვებში ჩატანებული სიჩუმის მდუმარებაში გაქრა, ის აღარ იყო!   დასაბამიდან სამყაროს კარიბჭესთან მღვიძარედ გარინდებული  შემოქმედი გალაქტიკებს პეპლებად ააფრენდა და მთვარის ბორანზე  ვარსკვლავებად განაბნევდა, როცა ზღურბლზე მარტოობით მოკიაფე  ჩიტენი გამოვიდა,  სიზმრად ქცეული ფრთებით იელვა  ზეცას მოწყდა  კიდობნებს შეფენილი ცისარტყელების   ყურეში გაუჩინარდა.

Advertisements

ვინ გვასწავლის ცხოვრებას? ანუ ცირა ყურაშვილის “უკან არ მიიხედო” -ზე

ერთერთი ფილოსოფოსი ამბობდა, რომ თუ დედამიწაზე წიგნებს გადაარჩევდნენ, მაშინ ძალიან ცოტა წიგნი დარჩებოდა.Books-and-wine-at-Abulafia-bookshop-Buenos-Aires
რა არის ადამიანი, მისი სამოძრავებელი არე და ასპარეზი?
მისი სამოძრავებელი ადგილი არის მისი სული, შინაგანი ხასიათი და განწყობა.
ადამიანის საქციელი თვითონ ადამიანს ჰგავს. კარგ ადამიანს კარგი საქციელი აქვს, ცუდს ცუდი. წიგნებშიც ესე არის. წიგნებიც ადამიანებს ჰგავს.
თვითეული წიგნი გარკვეულ აზრს გვაწვდის.
და თუ ამას წიგნის კითხვის დროს ვერ გრძნობთ, მაშინ სჯობს ეხლავე გადადოთ და დროის კარგვა შეწყვიტოთ. რადგან არიან მწერლები, რომლებიც წიგნებს, წიგნების წერის გულისთვის წერენ. მათი ფრაზები ფრაზობისთვის იქმნება და სხვა არაფრისთვის, დანიშნულების გარეშე.
თუმცა დღეს ასეთ -ესეთ მწერლებზე არ შევჩერდებით.
რადგან დღეს ცირა ყურაშვილს განვიხილავთ, როგორც მწერალს, პოეტს, საქართველოს მოქალაქეს, მეზღაპრეს, დედას, მასწავლებელს, ბლოგერს, საზოგადო მოღვაწეს, როგორც ღმერთის სახედ შექმნილ ადამიანს. 9719_101634276522619_1801474_n
ერთი ადამიანისთვის ამდენი ღირსება ბევრი ხომ არ არისო? ალბათ იკითხავს მკითხველი.
მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ღმერთმა ადამიანი მის ხატად და მსგავსად, სამყაროს შემაცნობელ-დამფასებლად შექმნა, მაშინ ეს ფრაზები და დახასიათება ცოტაც კი იქნება მისი პიროვნებისთვის. ღმერთი კი მის შემოქმედებაში მთავარი მოქმედი პირია, ისევე როგორც ცხოვრებაში.
იმასაც ამბობენ, რომ პირველად კაცი შეიქმნა და შემდეგ ქალი. თუმცა ამ მწერლის შეხედვისას თქვენ იფიქრებთ რომ პირველად იყო და შეიქმნა ქალი.
მის მიერ სამყაროს სისრულის, ცხოვრების სისავსის და რაც მთავარია, მისი დიდი ძლიერი სიყვარულის შეგრძნების გამო.
ზღვას ხიდი, ცას კი კიბე აკლიაო, უთქვამთ ძველთ.
დღევანდელ სამყაროს რაც ყველაზე მეტად აკლია, ეს სიყვარულია.
სიყვარული, რომლის საჭიროებასაც ყელში წყლის წყურვილივით განვიცდით.
ამ მოთხოვნილების გამო კი ზოგჯერ ნებისმიერ შარას, ბილიკს თუ გზატკეცილს მივაშურებთ.Books-to-Read
ცირა ყურაშვილის წიგნი მისი განუსაზღვრელი სიყვარულით ტკივილიდან დაბადებულ ბავშვს ჰგავს, როგორც ბავშვი იბადება ტკივილით და სიხარულით.
აქამდე ქალი განიხილებოდა როგორც დიასახლისი. დღეს ასევე განიხილება როგორც საზოგადოების წევრი.
ორივეში ძლიერად ყოფნა ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. ესეთი რჩეულია ცირა ყურაშვილი.
მან მოახერხა ისეთი წიგნის შობა-გაჩენა, რომელიც თავისი სიმძლავრით საუკუნეებს და ათასწლეულებს გადასწვდება.
წიგნი, რომლისთვისაც უცნობია გამოშვების წელი და რიცხვი. რომლისთვისაც არ არსებობს გუშინდელი და დღევანდელი დღე.
რომლისთვისაც არსებობ მხოლოდ შენ – მკითხველი!8549fd5ba545bc4
შენთვის გადახსნილი გულით, შენთვის გაზიარებული ტკივილით და რაც მთავარია პიროვნების, ადამიანის ხელახალი დაბადებით სამყაროს ნათელში.
დღევანდელი სამყაროს დღევანდელ სანთელში.
ასე, რომ თუ გინდათ თქვენმა სულმაც იცვალოს ფერი, როგორც ჩემმა, და აღარასოდეს შეგეშინდეთ ცხოვრების ტალღების, ქარიშხლების, ქარტეხილების, მაშინ ეს წიგნი თქვენთვის არის.
უზარმაზარი, ჩაუქრობელის სანთელი. თქვენი გულებისთვის, სულებისთვის და ცხოვრებისთვის.
უზარმაზარი გამოღვიძება თქვენთვის.
ეს ცირა ყურაშვილია ნამდვილი მწერალი, ნამდვილი წიგნი, ნამდვილი სანთელი გარიჟრაჟის ბინდბუნდში.
ეს ქალი დედაჩემია
ცხოვრების წიგნის მწერალი.270713-1059(001)

რეცენზიასავით. ერიკ ემანუელ შმიტის ,,ულისე ბაღდადიდან”- ზე

საერთოდ ვერ ვხვდები ამ კაცს რა უნდა. უფრო სწორად, ვხვდები რა უნდა, მაგრამ იმას ვეღარ ვხვდები, თუ რატომ ჰგონია წერა იოლი. როცა ამხელა და ამდენი წიგნების დაწერის შემდეგაც ვერ მიხვდა, რომ წერა ცხოვებასავით რთულია.

მორიგი იმედგაცრუება მაქვს. მისი ბოლო წიგნი ,,ულისე ბაღდადან“ დღეს დავამთავრე. ,,ულისე ბაღდადიდან“ არის მოთხრობა ბიჭზე, რომელიც მამის და სიძეების სიკვდილის შემდეგ გადაწყვეტს წავიდეს ერაყიდან და სხვა ქვეყანაში იცხოვროს. მთელი წიგნი სწორედ ამ მცდელობებს ეძღვნება. მის მცდელობას, ინგლისში ბედნიერად ცხოვრებისა.

საინტერესო, მსუბუქი საკითხავია, მიუხედავად მასში წამოჭრილი  ძალიან პრობლემური საკითხებისა. ამიტომ, ვისაც მსუბუქი ღვეზელი გიყვართ, სწორედ თქვენთვისაა. თუმცა ვერ დაგპირდებით ღვეზელია, თუ სხვა რამ.

მოკლედ, პირველი წიგნი, რომელიც წავიკითხე, ეს იყო ,,ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“. წიგნი საყვარელი პერსონაჟებით, მოქმედებებით და ყველაზე დასამახსოვრებელი ფრაზით : ,, მხოლოდ ღმერთს აქვს ჩემი გაღვიძების უფლება“.

შემდეგ ,,ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები“. რომელმაც ისევე გამიცრუა იმედები, როგორც ამ წიგნმა. შეიძლება ითქვას, რომ ნაწყენი ვარ შმიტზე!  რადგან მგონია, რომ მას მართლა შეუძლია  დახატოს ცოცხალი, ფაქიზი, უკეთესი სამყარო. თუმცა ამას არ აკეთებს, ან ვერ აკეთებს.

ამ წიგნში არ მომეწონა ის, რომ სათაური, რომელიც ჰქვია „ულისე ბაღდადიდან“ ამ სახელის ირგვლივ არ ტრიალებს, პერსონაჟის ირგვლივ. მხოლოდ ბოლოსწინა ნაწილში იხსნება სათაური, ისიც მხოლოდ რამდენიმე ხნით. როცა ვერონიკა სანაპიროზე გამორიყულ ემიგრანტ ბიჭს ულისეს არქმევს, რომელიც ლეგენდებში მოყოლილი ამბებიდან ახსოვს.

წიგნის უფრო ზუსტი სათაური  ერაყელი ბიჭის ტრაგიკული ცხოვრება იქნებოდა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ერაყელი ბიჭის ისტორია ნაკლებად მიმზიდველი  და გაყიდვადი სათაური იქნებოდა.

ულისე კი, ულისე იმით არის კარგი, რომ ამ სახელის გაგონებაზე ყველას ჯეიმზ ჯოისის ,,ულისე’ გვახსენდება.

გვიხარია და გვაინტერესებს, როგორი იქნება ბაღდადელი ულისე

ამ წიგნს მივყავართ იმედგაცრუებამდე და გარკვეული აზრით მოწყენილობამდე.  რადგან არის მხოლოდ იმედი, იმედის ძიება და არსად  არ არის იმედით აღსრულებული საქმე.  შესაბამისად, ჩნდება ეჭვი იმის შესახებ, რომ იმედი ეს უსარგებლო და არასაჭირო საქმეა, რომელიც წიგნის ბოლოს უკვე აზრად მტკიცდება.

რადგან, გქონდეს უკეთესი ცხოვრების იმედი, ეს ჩვენი ცხოვრების წარმართველი და მაცოცხლებელი ძალაა.  საად საადის ცხოვრება კი ამ იმედს გვიკლავს.

საინტერესო სიუჟეტის არასაინტერესოდ განვითარება.

და ბოლოს საქართველოში აქვთ ასეთი ანდაზა ღვინოზე : ფერი აქვს ალის და გემო აქვს წყალისო. ან კიდევ ხან ჭრის და ხან კერავსო“ ადამიანზე.

წერაში? როდესაც წერ, ან უნდა შეკერო ან უნდა დაჭრა, ჯერ უნდა დაჭრა და მერე შეკერო, ორივე ერთად არ გამოგივა, ან ღვინო უნდა იყო ან წყალი. ან გამოგივა, მაგრამ კაცმა არ იცის რა. წიგნებშიც ესეა, ან ბოლომდე წიგნის წერას უნდა „მიაწვე“, ან მის გაყიდვადობას.

თუ არადა შენი ნაწარმოების კითხვისას ადამიანს ყოველთვის დაეუფლება არასრულფასოვნების შეგრძნება და ის, რომ ეს მთლად ის არ არის რაც მას უნდა და ელოდა, ან მხოლოდ მიახლოებით არის. თუმცა, ვისაც არ გაინტერესებთ საად საადის საკაცობრიო თემები და არც იმედის სიკვდილის შესახებ გადარდებთ, მსუბუქ წასაკითხს აუცილებლად მიიღებთ. აი ჩემს დასავით, რომელსაც იმდენად ძლიერ უყვარს მსუბუქი წასაკითხი, რომ არ ადარდებს, რამდენად სწორ გავლენას მოახდენს მის ცხოვრებაზე და მოუნდება თუ არა ხვალ დილით თვალის გახელა და ლოგინიდან წამოდგომა.

და ბოლოს, ევროპული კულტურა განიცდის გამოფიტვას,  რადგან ის განვითარდა, მიაღწია მისი დიდების ზენიტს და ეხლა ძირს ეშვება. ეს ცხოვრების კანონია. ეს კანონი კი იმასც მოითხოვს, რომ სხვა  ქვეყნების კულტურები წინ წამოიწიონ და განვითარდნენ. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ამერიკული და სხვა უცნობი  ქვეყნების წიგნებით ვინტერესდებით, რადგან ისინი ჯერ კიდევ ვითარდებიან და არ გადაუმლაშებიათ.