ზაფხულის ჰანგები

gfdgdf

 

 

dtrt

 

gdrgd

 

ერრტ

5e55r5d

 

tfhgf

5434567

yeter

 

egdrgf

dsad

dgaf

 

 

 

 

Advertisements

ზღაპარ ქალაქი

იყო ღმერთი მწყალობელი, შაშვი ჩვენზედ მგალობელი. ერთ ალაგს ბამბით მოსირმული ცა იყო. მენაყინე ბამბას ართავდა, ნაყინად ქსოვდა და ბამბის ნაყინით ცას ჭედავდა . მთავარია, რომ ზეცას შეწვდენოდი, ხოლო ამის შემდეგ უკვე ნამდვილად აღარ შეგაწუხებდა ტკბილეულით გაბამბული თითები, თუ რა თქმა უნდა ჩანგლით არ დაიწყებდი მირთმევას.IMG_20150701_171459
ქალაქის სიმართლის მთავარი ნუგბარი იმ საყურის გაყიდვით იწყება, როდესაც ვარსკვლავთ მრიცხველმა, ცათა მღვნიშვნელის ხსენება დაიწყო, მის საყურეებს ოქროსფერი გარსი ჰქონდა და შიგნით ინდიგოსფერი – მოლურჯო-მოცისფრო თვალით დამშვენებულიყო. უნდა ითქვას, რომ ვარსკვლავთმრიცხველს ეს საყურეები ძალიან უხდებოდა, მისი, მის თვალების ფერს ხაზს უსვამდა და ცხოვრების ხედებს ქარგავდა. ეხლა კი მას ამ გაყიდული ცხოვრების ხედვის ფასით კედლები უნდა მოექსოვა, მისი ნახატებისთვის ადგილი გამოენთავისუფლებინა და სივრცე ჰაერით აევსო. ის იმ სუნთქვით მღეროდა, რომლითაც თვითეული მომღერალი თავის სიმღერებს მათ უმღერის, რომელთა სიყვარულითაც გული ევსება და ეთანაღრება. IMG_20150625_145259
დრო კი ნელ-ნელა ბრუნავდა და იცვლიდა ნატვრას. დილით ქალაქის მთავარი მოედნის გვერდით და ქვევით, როცა ყველა თავ-თავის საქმისკენ მიიჩქაროდა, დროის მაუწყებელი გამოდიოდა. ის დინჯად და სულ აუჩქარებლად გაშლიდა ქარგას, ჟურნალ – გაზეთებს აასხამდა და საქვეყნო საქმეს მოიტოვებდა. ჩვენ, კი მოძრაობას ვიწყებდით. გაშლილ ნაპირას მთავარ ნათქვამად ორი ძახილი ხმაურობდა. პირველ მოსულის დროება არ იცოდნენ. როდიდან მოყოლებული იყო ის ასე, აგრე. თუმცა, რადგანაც საქმის შედეგით გახდა ცნობილი, მცხოვრებლები ამაყობდნენ მისით და გულში იმედად სახავდნენ იმ დროს, როდესაც ადამიანის ხასიათი ყველაფერს წაღმა შემოაბრუნებდა და თავის ადგილს მიუჩენდა. თუმცა ერთ დღესაც ეს ყველაფერი შეიცვალა.ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ადრე ძახილი მომავლის იმედისთვის შრომობდა, თხების პეტელი გაისმა. თხა რა გასაკვირია , თუმცა ამ ადგილზე თხების ყოფნა გაუგებრად ეჩვენებოდათ და მაინც შეძლებისდაგვარად ცდილობდენ გაგებას- თითქოს ციკნებს კი არა, მხატვრული შედევრის უმაღლეს სახეს უყურებდნენ. ძირითადი საკითხის მნიშვნელოვან წვრილმანად ჩანდა შემდეგი: ყველაფერი_ ოღონდ ყველასთვის არა, ცოტა რამ ზოგიერთებისთვის და არაფერი ყველასთვის. იყო კაფეები თავმომწონე გოგო ბიჭების მოლოდინში აწკრიალებული ჯამ- ჭურჭლით. ქუჩები მისთვის დამახასიათებელი პატარა ქალაქის ცნობისმოყვარე სურნელით, ჯერ კიდევ შემორჩენილი პატარა მყუდრო სახლებით, რომლებიც დიდი თაღის დაკარგვით დაგროვილ სევდას ანელებდნენ. ხიდები: თეთრი, წითელი, ჯაჭვის, სხვაფრის…. ამ ხიდების იქითა და აქეთა მხარეს არსებული დასახლებებით. საგულისხმო ნათქვამი ამბობდა, რომ მას შემდეგ, რაც ქალაქმა დაიწყო ზრდა, ეს კი დიდი მეწამლე კნეინას ხნიდან მოხდა, მან საჭყუმპალაოდან, საყურებელ ადგილზე გადაინაცვლა, ხშირად ურჩობდა და როცა უგონარი ხდებოდა, ადამიანებს თოლიებივით ისხლიტავდა. მის შორიახლოს, სიტყვა მდუმარე ადგილი, რომლის მთავარი წესი, ცოდნაზე ყურადღების მიპყრობა გახლდათ. თუმცა ამ დებულებას ადგილი მხოლოდ მაშინ ჰქონდა, თუ მთავარი ჩხიკვი იქ არ იყო, ანდა კიდევ მისი შეცვლის მოწადინე ცხიკვი, რომელიც სხვებსაც წამოიშველიებდა ხოლმე, დაკა- დაკას გამართავდა და ცოდნის ძალას ასე გამართავდა. მათ მოპირდაპირედ თავების კრება მეფობდა. სადაც ჟამთაგან შეურყვნელი ხასიათით, ნანატრი ნაანადირევის სამარადჟამო ანდერძად ჰქმნა-განმტკიცებაზე ფიქრობდნენ. ასევე, თუ როგორ მოეხერხებინათ მათი საქმის, ტაშ- ფანდურის და სხვა მისთანების სხვებისთვის შეუმჩნევლად დამღერა. მატარებლის ხიდის ბოლოს მრავალნი იდგნენ, მათ გოდლებს ეძახდენენ, იმისთვის, რათა ათას ელექტრონს შორის გამოტარებული, დარჩენილი ჰაერით ესუნთქათ. გოდოლის მცხოვრებლები მზეს მიწაზე ფეხს არ აკარებინებდნენ. გამოცდილი გუშაგებივით ფხიზლად ეძინათ, დილით ადრე დგებოდნენ და სუნთქვას იწყებდნენ . ეს იმისთვის ხდებოდა, რომ ამ სიცოცხლის დღესასწაულით არსებობა გაეზიარებინათ. მშვიდი სევდით გადმოჰყურებდა ქუჩებს გორაზე მდგარი, დიდი ბორბალი ჭრელი სკამებით ახუნძლული,და ნელ-ნელა, ჭრიალით მბრუნავი. მისი დანახვა ყოველი მიწიდან აღებული თვალებით, მზერით შეიძლებოდა, თუმცა ისევ მხოლოდ გორა უთანაგრძნობდა მას მის სიმძიმეს, დაგროვებული გაჭირვების, სინამდვილეს ვერ გაქცევის გამო. ხოლო გული, რომელიც მოდიოდა, მთლიანობიდან ვერ ჰპოვებდა ზღაპარს და ადგილზე რჩებოდა. მას გვერდით მხარს უმარჯვებდა სვეტი, რომელიც ერთ დროს ზეცასთან იყო ნაშუამდგომლები. როცა შეხვიდოდი ყოველთვის შეგეძლო დაგენახა ის, რასაც ერთიანობა ჰქვია. თოვლის სითეთრის მოსვლისას იფინებოდა მისი ხმა მრავალჟამიერებად ქვეყნიერების ძილად მისვლამდის . თუმცა, ერთ დღესაც ერთმა ფოთოლმა დაივიწყა დრონის ცვლილებანი, ჩაიცვა მწვანე ყარყუმი, დაუტევა ფრაზა, რომელიც არსთა განმგებელს ეხებოდა და სვეტი მარწუხებში ჩასვა. შემოდგომის ფოთლების მოოქროვებით კი ყველამ გაიგონა, თუ როგორ ჩამობნელდა სვეტის თავზე ზეცა და როგორ იგრძნო ჩაწყვეტილ- გადაწყვეტილი ძარღვები. საგალავნოდან გვირაბი გამოდიოდა, დაღმართში ეშვებოდა წყაროსთან. იქ წყაროს წყლის მსმელნი მას სიყვარულის ბილიკს ეძახდნენ.
ისევ შენდებოდა ახალი კინო თეატრი. მისი მშენებლობა დიდი ხნის წინ იყო დაწყებული. და უკვე აღარავის ეგონა, თუ ოდესმე დამთავრდებოდა. მის თავს ზემოთ სახინკლედ გადაქცეული წერო ფარფატებდა. თეთრი ქვაფენილის ფილაქნებზე განძთსაცავი აღმართულიყო გაჩერებული საათის თავსაბურით და მტკიცედ იცავდა ზღვარს : არსებული ზღვიდან, როცა ამ ქვეყნად ვეშაპები დაცურავდა, დაგენახა იმათი კვალი ,რომელთა ძვლები, ან ყბები, ან ფარფლები ეხლა კედელთან მარტოდ იყო მიდებული. განგესხვავებინა მათგან თვალმარგალიტით მოოჭვილი სახატეები. მისი დამაკავშირებელი ბჟოლების, ცაცხვების ხეივნებით და მათ შორის სინათლის მაცნეების ფრენით. ოღონდ ხალხი სად არსებობდა არავინ იცოდა, არავინ უწყოდა, არავინ წუხდა. დინოზავრებისგან წამოსულნი, ადამიანად ნაშობნი…
ეს ზღაპარ ქალაქი იყო.IMG_20150624_150912