შემოდგომა

        Advertisements

შემოდგომა

ჯადოქარი

ერთ შორეულ დროს, როცა დიდი თმენის კამარა ბგერებს სიტყვებად კრავდა და ფრთებად ამეტყველებდა, პატარა სამეფო არსებობდა. სადაც ზეცა ვაზის მტევნებად ითენთებოდა, ხოლო მიწა ჭირნახულ სუფრებად იშლებოდა. ეს სამეფო სხვა სამეფოებისგან სასახლეების სიმრავლით იყო გამორჩეული. მომხვდურის სიმრავლის, დამხვდურის სიცოტავის გამო დარჩენილებს შორის გადარჩენილები, სახლებს აივნებს მიუკოლიკავებდნენ და სახურავებს დაასკუპებდნენ. ხოლო შემოდგომის ქარავნისფერ დღეებში მთელი გულით წუხდნენ […]

ზღაპარი : მთვარიანი ღამეები

ამბობენ რომ ერთ მხარეში ნისლის მთვარეები იცოდა. შეგეძლო მთელი ღამე ლურჯი ზმანებების სუნთქვაში გექროლა,იმასაც ამბობენ- აქ არის სახლი, რომლის სხვენიც, სხვენი რა, ბუხრის საკვამური ღამღამობით ცას არის შეჭიდებული,მთვარეს უწვდება და მთვარედან მოყოლილი ამბებით სახლს ჩრდილებით ჩირაღდნებად ანთებს. შემდეგ მის მხედავთ- სიცოცხლის ხაზის გამგრძელებლად აფიქრებთ. ასე იყო ეს ამბავი, თუ ისე, სინამდვილეში არც არავინ იცის, არც […]