ზღაპარ ქალაქი

იყო ღმერთი მწყალობელი, შაშვი ჩვენზედ მგალობელი. ერთ ალაგს ბამბით მოსირმული ცა იყო. მენაყინე ბამბას ართავდა, ნაყინად ქსოვდა და ბამბის ნაყინით ცას ჭედავდა . მთავარია, რომ ზეცას შეწვდენოდი, ხოლო ამის შემდეგ უკვე ნამდვილად აღარ შეგაწუხებდა ტკბილეულით გაბამბული თითები, თუ რა თქმა უნდა ჩანგლით არ დაიწყებდი მირთმევას. ქალაქის სიმართლის მთავარი ნუგბარი იმ საყურის გაყიდვით იწყება, როდესაც ვარსკვლავთ […]

სახურავებს შორის

მზე დიდხანს ფიქრობდა, დარჩენილიყო   სახურავის შიგნით, თუ გარეთ გამოსულიყო, მზეს არ უყვარდა ბევრი “თუ”-ები, ამიტომ წესად ირჩევდა იმას, რას რაც წესი არ იყო. ამიტომ არავის გაუკვირდა, როცა მზე სახურავებს მიადგა და ჩაის მზადება დაიწყო. პირველ რიგში თავისთავისთვის, შემდეგ სხვებისთვის, ისევ სხვებისთვის და ამასობაში მთვარეც ამოვიდოდა.  მზე კი ამ დროს სხვა პლანეტაზე გაანათებდა დღეს. თუ […]