კარადა

ფანჯრიდან მოჩანს ყვითელ ხავსმოკიდებული, დაგრეხილი, ღობედ ქცეული ქვები. ისინი სამკვიდროებად ჰყოფენ ველს და მასზე აღზევებულ თივის ზვინებს. გადმოცემით, ადრე აქ ტყე იყო, რომელსაც მომხვდური- მტერი შვიდი დღე-ღამის განმავლობაში წვავდა. ცოტა მოშორებით, ფარავნის ტბა გადაშლილა, ზამთრობით ისე იყინება, რომ სატვირთო მანქანებით გადადიან ტბის მეორე მხარეს. ახლა მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულია, ცივი ქარი დაქრიალობს და ტალღებს აშლის, […]

ქართულის გაკვეთილზე

ქართულის გაკვეთილი ყოველთვის მიყვარდა, მიუხედავად იმისა, თუ როგორი  მასწავლებელი გვყავდა. ეხლაც, ამასაც იმიტომ ვწერ, რომ ყოველთვის საინტერესოა, თუ რას ფიქრობს მოსწავლე ამ საკითხის და ზოგადად სკოლის შესახებ.  ქართულის მასწავლებლებიდან პირველი ვინც მახსოვს, ის ქალი ვაჟა ფშაველას სტილის იმიტაციას გვაკეთებინებდა. რაც იმას ნიშნავდა, რომ თხზულებებში დაგვეწერა ,, თვალებბარჩხალა მზე“ და ,,მრუმე ზეცა“. როცა არც ამ სიტყვების […]