ჩიტენი

სწორედ მაშინ, როცა საღამოს ბინდი დგებოდა და ცხოვრების  ამოღრეცილ ორმოებში  მთებისკენ მიმავალი მნათობი ხმას გაიჭიანურებდა,  მომსვლელს ელოდებოდნენ. მას დედოფალ პაპყუნას  თქმული  უნდა მოეტანა იმ თერთმეტ თეთრთან ერთად, რომლის შესახებაც ის ბრძანებდა : ,,ყოველი თვე, რომელიც შედგება ოცდარვა, ოცდაათი, ოცდათერთმეტი  წამებით გასაღვიძებელი დილისაგან, ყოველთა ოჯახთა_ მდიდართა გარდა: ღარიბ-ღატაკთა, ახალგაზრდათა თუ მოხუცთა, მრავალშვილიანთა, თუ უშვილოთა, ყოველთა თქვენთა გასწავლოთ ჩემი პირადი  გამოცდილებით იმ კენჭების გამოყენება, რომელზეც თქვენ მოსთქვამთ: თითქოსდა  ერთ დღეს არის და მეორე დღეს ქრება, რათა საჭირო მარცვლეული საკმარისად იყიდოთ და  ოჯახები არჩინოთ. და  საერთოდაც, სადა ხართ, როცა მე  ვერ გხედავთ ულუკმაპუროდ მყოფელთ?!“    თუ ვინმე გაიკვირვებს  და იკითხავს, რომ ამ გამოცემის დროს თვით დედოფლუნა სად იმყოფებოდა, ჩვენ შეგვიძლია სრულიად  დამშვიდებით მივუგოთ, რომ საკუთრივ მისი გულითადობის გამო, როცა შესაძლოა სულაც არ ესმოდა არავის ხმა, საკუთარის გარდა, ის ცოტათი მაღლა და ოდნავ მოშორებით, ჩვენს შორის  ნამდვილად არსებობდა.საერთოდაც,  ამა ქვეყანაში სადიდებულო ნირი, ანუ დიდებული რომ ყოფილიყავ, ძალიან მარტივი იყო.  მთავარია,  ოქროსტყუილებიანი გუდით მოელვარეს გევლო  და საუკუნეთა გარდამავალ მიჯნაზე  მუდმივად მიწაზე თავდახრილნი და გაჭირვებას მაინც თავ ვერ დაღწეულნი, გადაწურული იმედების გულთა  კარებს გაგიღებდნენ და მათ დაკარგულ ოცნებებს, იმედებს, ნატვრებს ყალბი ოქროთი მოვარაყებულ ტოტებზე ფერად ნაჭრებად შეგაბამდნენ.  მათგან  ერთერთზე ახალგაზრდები იტყოდნენ: „ რადგანაც მოდის ასეთი  ჭკუიანი ახალგაზრდა,   ჩვენც მას მივბაძავთ, კარგად ვისწავლით  და გამოვადგებით ჩვენს პატარა ქვეყანასო. ხოლო ხანდაზმულნი: მეტ ოფლს დავღვრით, მეტს ვიშრომებთო… „ და ასე შელოცვილს  სოფელ -სოფელ- ორღობე გაკონწიალებდნენ. შემოდგომის პირს კი  ყურძნის მტევნების, კვახების, აცქნაფებული სიმინდის ტაროების, ვაშლის და კარალიოკის ასხმულ ჩირთა გვერდით დიდ კაცობის მადლით  დამშვენებულს აივანზე შემოგდგამდნენ.  და, აი ისიც მოდიოდა! დახვლანჯული ღრეებით, გმირის შარავანდით შთამოსილი და საჭმლის თქვლეფით  აქორფებული,  ელვარების  ფრქვევით.…    გასართობ- სათრეველად მას უყვარდა უენოდ მოლაპარაკეთათვის თავში ხელის წატყაპუნება, ჩაქელვა და ჩაძნეყვა და ეგონა ამას სასრული არ ექნებოდა. ასევე კუჭის შემრგე და გულისგამხარებელი ქეიფი და დროსტარება, რომელიც სიხარულს ანიჭებს მომლხენს მით უფრო, თუ  სუფრის დიდებაში სადღაცაურ მოდაზე შეკერილი კაბებითა და პიჯაკებით გამოსკვანჩულები, ბლომად მოყრილი  სიყალბის ფერუმარილით და  პერანგში  ამოყრონტილი სახეებით, თავებით  გრძელი ქლასუნის  ურმებით ერთი დღის სრულ განსვლამდე  დაჰქრიან მოწყენილი ფასადების  სამეფოში…    ხოლო  ქორონიკონსა მას ჟამსა, როს მოაღწია  მკის-დათესილი მოსავლის აღების დრომ, მისი მეუფება წელთაღრიცხვებში ჩატანებული სიჩუმის მდუმარებაში გაქრა, ის აღარ იყო!   დასაბამიდან სამყაროს კარიბჭესთან მღვიძარედ გარინდებული  შემოქმედი გალაქტიკებს პეპლებად ააფრენდა და მთვარის ბორანზე  ვარსკვლავებად განაბნევდა, როცა ზღურბლზე მარტოობით მოკიაფე  ჩიტენი გამოვიდა,  სიზმრად ქცეული ფრთებით იელვა  ზეცას მოწყდა  კიდობნებს შეფენილი ცისარტყელების   ყურეში გაუჩინარდა.

Advertisements

ზღაპარი : მთვარიანი ღამეები

ამბობენ რომ ერთ მხარეში ნისლის მთვარეები იცოდა. შეგეძლო მთელი ღამე ლურჯი ზმანებების სუნთქვაში გექროლა,იმასაც ამბობენ- აქ არის სახლი, რომლის სხვენიც,fairytale_landscape_by_reinmar84-d6uaii7 სხვენი რა, ბუხრის საკვამური ღამღამობით ცას არის შეჭიდებული,მთვარეს უწვდება და მთვარედან მოყოლილი ამბებით სახლს ჩრდილებით ჩირაღდნებად ანთებს. შემდეგ მის მხედავთ- სიცოცხლის ხაზის გამგრძელებლად აფიქრებთ. ასე იყო ეს ამბავი, თუ ისე, სინამდვილეში არც არავინ იცის, არც უწყოდნენ მზე მაშინ სად იყო, ისვენებდა, თუ შემოდგომის კალათებს კრეფდა, ws_Moon_Light_House_Cliff_Sea_1366x768 მაგრამ ცხადი იყო, რომ ის აქ არ იყო და ეს ამბავად გადაიქცეოდა, ამბავი კი დადიოდა და სიზმრად იპენტებოდა. ესე გადაიქცა სიზმრად, როდესაც ნისლიანი დღის ღამით მთოვარე ნელ-ნელა მთებიდან ამოცურდა და თავისი შარავანდით დაიწყო მოგზაურობა. შობა იწყებოდა,my_fairy_tale__by_rin54321-d5lh0z8 მე კი ტყის სახლის სიტყვები მახსენდებოდა_ ბაბუას მოტანილი დათვის ტყავი როგორ იქცეოდა ჩვენი სიზმრების სიმღერად, თუ როგორ გვეშინოდა ღამღამობით საბნიდან თავის ამოწევის, რათა იქ ცოცხალი დათვი არ დაგვხვედროდა. და მიუხედავად იმისა, რომ დრო გასულიყო და სიზმრები დიდად აღარ ჩქარობდნენ მოსვლას, ცეცხლის ნაკვერჩხლების გუგუნში,ზღაპარი ისევ გრძელდებოდა…A_Winter_Fairytale_by_CarlottaFantasyArt ყველა ზღაპარი ხომ ყოველდღიურობის კუნჭულებში იწყება.