ზაფხულის ჰანგები

gfdgdf

 

 

dtrt

 

gdrgd

 

ერრტ

5e55r5d

 

tfhgf

5434567

yeter

 

egdrgf

dsad

dgaf

 

 

 

 

Advertisements

კარადა

ფანჯრიდან მოჩანს ყვითელ ხავსმოკიდებული, დაგრეხილი, ღობედ ქცეული ქვები.
ისინი სამკვიდროებად ჰყოფენ ველს და მასზე აღზევებულ თივის ზვინებს. გადმოცემით, ადრე აქ ტყე იყო, რომელსაც მომხვდური- მტერი შვიდი დღე-ღამის განმავლობაში წვავდა.
ცოტა მოშორებით, ფარავნის ტბა გადაშლილა, ზამთრობით ისე იყინება, რომ სატვირთო მანქანებით გადადიან ტბის მეორე მხარეს. ახლა მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულია, ცივი ქარი დაქრიალობს და ტალღებს აშლის, აფოფრავს, ჩვენ საცურაო კამერებით შესულებს, ნაპირზე თეთრი, მომკვდარუნებული, უგულოდ დაგდებული თევზების გვერდით გამოგვრიყავს, კანკალს დაგვაწყებინებს და შემდეგ ისევ თავის თავში ჩაიბუდნებს.
გზა გადმოვიარეთ და მე, დედა, ბებია, ჩემი დები დეიდასთან ჩამოვედით.
ახლა, როცა ისინი გარეთ არიან გასულები, მე ერთ პატარა სახლში ვარ, სადაც ასკეტურ სიმშვიდეს შემსჭვალული მარადისობის სევდა სუნთქავს. და რადგანაც მარტოობა ჩემთვის ჯერ კიდევ მოსაწყენი, მძიმე ტვირთია, ამიტომ ვცდილობ მოვძებნო რამე სახალისო, რითაც დრო გავა და საინტერესოც იქნება ისე, როგორც მაშინ, შემოდგომის იმ ღრუბლიან დღეს, როცა გასათბობად მომარაგებულ ხის მორებზე გოგო ბიჭები წრიულად დახტუნავდნენ, და მეც გადავწყვიტე შევერთდებოდი მათ სამყაროს : ჯერ ერთი ხის მორზე ასვლა, მერე მეორეზე გადახტომა, მესამეზე, და აი, მეც ვამაყობ ჩემი თავით, მიხარია, რომ სხვების მსგავსად მეც შემძლებია. ამ სიამაყის გრძნობებით გარემოცულს, წამებში ფეხი მისრიალდება, ჩემი შუბლი ხის კიდეს ენარცხება და ღამდება, თვალებში ბნელდება . თუმცა, ეს შემთხვევა მოგვიანებით მოხდება, ახლა კი კარადას ვუყურებ, რომელიც ოთახის შუაგულში არის აღმართული. მის თაროზე შეკვრა დევს, იგი წააგავს ჩემს საზეიმო სურვილს ჩვენი ბაღის დარბაზში, მწვანე ყვავილებით მორთულ კაბებში, გამოპრანჭულ- გამოსკვანჩულები რიგში ვდგავარ და თოვლის ბაბუას ველოდები, გულმოუთქმელად, სულმოუთქმელად, სახეზე ბედნიერი ღიმილი მაფენია, უკვე წარმომიდგენია, რომ ხელთა მაქვს ძვირფასი მანდარინებიან- კამფეტებიანი განძი. ამის გახსენება და ჩემში მოქმედების ისეთი დაუძლეველი სურვილი იწყებს მზაობას, რომ მზადა ვარ კარადის დასაპყრობად, კარადა რა, მთელი მსოფლიოს. ჯერ საწოლის მარცხენა კიდეზე ავდივარ, შემდეგ საზღვრებს ვაფართოებ და ქვედა თაროზე გადავდივარ, ვიწევი მაღლა კენწეროსკენ და აი, ის არის შევწვდი ლამის, რომ კარადა მოდის, ვარდება, და მე თაგვივით ვემწყვდევი მასში, მის თაროში ვიკუნჭები, მანამ, სანამ დედა მოვა, კარადას ასწევს და ყველანი ერთად გარეთ გავალთ უსასრულობის ფეროვნებაში.

ზღაპარი : მთვარიანი ღამეები

ამბობენ რომ ერთ მხარეში ნისლის მთვარეები იცოდა. შეგეძლო მთელი ღამე ლურჯი ზმანებების სუნთქვაში გექროლა,იმასაც ამბობენ- აქ არის სახლი, რომლის სხვენიც,fairytale_landscape_by_reinmar84-d6uaii7 სხვენი რა, ბუხრის საკვამური ღამღამობით ცას არის შეჭიდებული,მთვარეს უწვდება და მთვარედან მოყოლილი ამბებით სახლს ჩრდილებით ჩირაღდნებად ანთებს. შემდეგ მის მხედავთ- სიცოცხლის ხაზის გამგრძელებლად აფიქრებთ. ასე იყო ეს ამბავი, თუ ისე, სინამდვილეში არც არავინ იცის, არც უწყოდნენ მზე მაშინ სად იყო, ისვენებდა, თუ შემოდგომის კალათებს კრეფდა, ws_Moon_Light_House_Cliff_Sea_1366x768 მაგრამ ცხადი იყო, რომ ის აქ არ იყო და ეს ამბავად გადაიქცეოდა, ამბავი კი დადიოდა და სიზმრად იპენტებოდა. ესე გადაიქცა სიზმრად, როდესაც ნისლიანი დღის ღამით მთოვარე ნელ-ნელა მთებიდან ამოცურდა და თავისი შარავანდით დაიწყო მოგზაურობა. შობა იწყებოდა,my_fairy_tale__by_rin54321-d5lh0z8 მე კი ტყის სახლის სიტყვები მახსენდებოდა_ ბაბუას მოტანილი დათვის ტყავი როგორ იქცეოდა ჩვენი სიზმრების სიმღერად, თუ როგორ გვეშინოდა ღამღამობით საბნიდან თავის ამოწევის, რათა იქ ცოცხალი დათვი არ დაგვხვედროდა. და მიუხედავად იმისა, რომ დრო გასულიყო და სიზმრები დიდად აღარ ჩქარობდნენ მოსვლას, ცეცხლის ნაკვერჩხლების გუგუნში,ზღაპარი ისევ გრძელდებოდა…A_Winter_Fairytale_by_CarlottaFantasyArt ყველა ზღაპარი ხომ ყოველდღიურობის კუნჭულებში იწყება.