ხიბლი

როცა ძილი წარსულის წარმავლობის ნიშას მქრქალი ყვავილებით ძენძავდა, ნაღველით მორჭმული  სულები ტალახში ცვენილ ფოთლებად მოფორიალობდნენ. დაკარგული მისამართები რიცხვებად გაბნეულ ფიქრთა სიტყვებად იმტვერებოდნენ და თვლემად მივარდნილ სიშორეს შინდისფერ ყივილად ატკბობდნენ. მიღმიერ ზღუდეს მრიცხველად აღმართული მოლოდინი,  ჟანგისფერ სიცარიელის მორევს  ქვიშისფერ მარცვალთა, ზმანებათ იალქნებად  განავრცობდა და ყოფიერებით მსხვრეულ, კრძალულებით მზირალ, განრიგეთ ძვლებად ახორხლილ  ცხოვრეთელებს, წინასწარმეტყველებად ხმობილ  ფოლორციქს სტაცებდა. […]

ჯადოქარი

ერთ შორეულ დროს, როცა დიდი თმენის კამარა ბგერებს სიტყვებად კრავდა და ფრთებად ამეტყველებდა, პატარა სამეფო არსებობდა. სადაც ზეცა ვაზის მტევნებად ითენთებოდა, ხოლო მიწა ჭირნახულ სუფრებად იშლებოდა. ეს სამეფო სხვა სამეფოებისგან სასახლეების სიმრავლით იყო გამორჩეული. მომხვდურის სიმრავლის, დამხვდურის სიცოტავის გამო დარჩენილებს შორის გადარჩენილები, სახლებს აივნებს მიუკოლიკავებდნენ და სახურავებს დაასკუპებდნენ. ხოლო შემოდგომის ქარავნისფერ დღეებში მთელი გულით წუხდნენ […]