ჩემი თარგმანი გერმანელი ავტორის ვილჰელმ ბუშის წიგნიდან “სისულელე და სიჭკვიანე”

წინასიტყვაობა

ოჰ, რა უნდა მოისმინო ან ისწავლო

ისეთი ონავარი ბავშვებისგან

როგორებიც მაქსი და მორითცი არიან

 როცა სიბრძნის შემეცნების

და კარგი ქცევის ნაცვლად

 სიცილ-კისკის ხარხარით

საიდუმლო ონავრობით ერთობიან.

 მავნებლური ქცევებისთვის

 დიახ, ისინი ყოველთვის მზად არიან.

ადამიანები ბრაზდებიან,  ცხოველები იტანჯებიან

ვაშლები, მსხლები, და ქლიავები, კი ქრებიან.

 რა თქმა უნდა ცხადია,

 ეს ბევრად უფრო სასიამოვნო არის,

ვიდრე სკოლის მერხზე

სიბეჯითით მოთმინებით ჯდომა.

მაგრამ ჰოი, ტკივილო და მწუხარებავ,

როცა მე ამ ამბის დასასრულს ვხედავ!

ეს ძალიან ცუდი გზაა

რითაც მაქსი და მორითცი მიდიან.

მაგრამ სწორედ ამის გამო

 ვცდილობ რომ როგორმე

შევაფერადო ეს ჩანაწერები .

პირველი ოინი :

ზოგიერთის შრომა და  წვალება

 არის ფრიად მძიმე და დამქანცველი,

მაგალითად, შინაური ფრინველების,

თუმცა ერთის მხრივ :კვერცხის დების,

მეორეს მხრივ:  ტაფამწვარის

მესამე მხრივ: მათ ბუმბულის ბალიშების გამო

საკმარისი არის, რომ ადამიანს

უსაქმურად  არ ეძინოს.

შეხედეთ, აი აქ არის ქვრივი ბოლთი

რომელსაც უნდოდა რომ

ბევრი ქათამი ჰყოლოდა

რათქმაუნდა აგრეთვე აქვე ამაყი მამლით,

მაგრამ მაქსი და მორითცი

მხოლოდ ერთ რამეს ფიქრობენ ;

როგორ იცელქონ და იმაღვალაკონ აქ.

 ერთი, ორი, სამი

სწრაფად, მარდად ცქვიტად

ისინი მთელ პურს

ოთხ ნაწილად ჭრიან

 პატარ- ატარა  ნაჭრებს

ერთი ძაფით კრავენ

და აღფრთოვანებულები

ამას კარგი ქალის ეზოში დებენ.

ოჰ, როგორც იქნა დაინახა

ეს შეკვრა ერთმა ქათამმა

და დაიწყო, კრიახი,

კრიახ, კრიახ, კრიახი

 ყიყლიყოოო, ყიყლიყოო,

ყივის ის გულამომჯდარი.

ტაკ, ტაკ ,- აქ მოდიან დედლები ,

მათი თანმხლები მამალით

და ხალისიანად ყლაპავენ

ყოველ ერთ ნაჭერს ჩიჩახვში.

მაგრამ, სანამ ისინი აზრზე მოვლენ

აღარცერთს აღარ შეუძლია.

აქეთ- იქეთ სეირნობა

ფარფატი და ნავარდობა.

ეჰე ჰერი, ჰერი, ჰერი

მაღლა, მაღლა სიმაღლისკენ

გამომშრალი კისრებით,

სხდებიან ხის ტოტზე ჩამოკიდებულები.

მათი კისრები, უფრო და უფრო გრძელია.

მათი სიმღერა, უფრო და უფრო შეშინებული,

ჯერ ერთი კვერცხიც კი არ დადებულა

რომ  სიკვდილი მოახლოებული არის.

ქვრივი ბოლტი  ოთახში წევს

და ძილში ესმის ეს წუხილი

და აჰა, ცუდი წინათგრძნობით სავსე

 მიაბიჯებს ის ეზოში,

ოჰ,  ეს რა საშინელება არის .

თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით მოსდის..

 როცა ყველა მისი იმედები, და

 ცხოვრების ოცნებები

 ვაშლის ხეზე ჩამოკიდებული არის!

მოწყენილი და მწუხარე,

იღებს ის ხელთ დანას,

სევდიანი მზერით სავსე

ხსნის მკვდარ ქათმებს ხიდან

და სახლში უკან  ბრუნდება.

პ. ს ეს იყო პირველი ოინი

დაუყოვნებლივ მოყვება მეორე.

Advertisements

ჩიტენი

სწორედ მაშინ, როცა საღამოს ბინდი დგებოდა და ცხოვრების  ამოღრეცილ ორმოებში  მთებისკენ მიმავალი მნათობი ხმას გაიჭიანურებდა,  მომსვლელს ელოდებოდნენ. მას დედოფალ პაპყუნას  თქმული  უნდა მოეტანა იმ თერთმეტ თეთრთან ერთად, რომლის შესახებაც ის ბრძანებდა : ,,ყოველი თვე, რომელიც შედგება ოცდარვა, ოცდაათი, ოცდათერთმეტი  წამებით გასაღვიძებელი დილისაგან, ყოველთა ოჯახთა_ მდიდართა გარდა: ღარიბ-ღატაკთა, ახალგაზრდათა თუ მოხუცთა, მრავალშვილიანთა, თუ უშვილოთა, ყოველთა თქვენთა გასწავლოთ ჩემი პირადი  გამოცდილებით იმ კენჭების გამოყენება, რომელზეც თქვენ მოსთქვამთ: თითქოსდა  ერთ დღეს არის და მეორე დღეს ქრება, რათა საჭირო მარცვლეული საკმარისად იყიდოთ და  ოჯახები არჩინოთ. და  საერთოდაც, სადა ხართ, როცა მე  ვერ გხედავთ ულუკმაპუროდ მყოფელთ?!“    თუ ვინმე გაიკვირვებს  და იკითხავს, რომ ამ გამოცემის დროს თვით დედოფლუნა სად იმყოფებოდა, ჩვენ შეგვიძლია სრულიად  დამშვიდებით მივუგოთ, რომ საკუთრივ მისი გულითადობის გამო, როცა შესაძლოა სულაც არ ესმოდა არავის ხმა, საკუთარის გარდა, ის ცოტათი მაღლა და ოდნავ მოშორებით, ჩვენს შორის  ნამდვილად არსებობდა.საერთოდაც,  ამა ქვეყანაში სადიდებულო ნირი, ანუ დიდებული რომ ყოფილიყავ, ძალიან მარტივი იყო.  მთავარია,  ოქროსტყუილებიანი გუდით მოელვარეს გევლო  და საუკუნეთა გარდამავალ მიჯნაზე  მუდმივად მიწაზე თავდახრილნი და გაჭირვებას მაინც თავ ვერ დაღწეულნი, გადაწურული იმედების გულთა  კარებს გაგიღებდნენ და მათ დაკარგულ ოცნებებს, იმედებს, ნატვრებს ყალბი ოქროთი მოვარაყებულ ტოტებზე ფერად ნაჭრებად შეგაბამდნენ.  მათგან  ერთერთზე ახალგაზრდები იტყოდნენ: „ რადგანაც მოდის ასეთი  ჭკუიანი ახალგაზრდა,   ჩვენც მას მივბაძავთ, კარგად ვისწავლით  და გამოვადგებით ჩვენს პატარა ქვეყანასო. ხოლო ხანდაზმულნი: მეტ ოფლს დავღვრით, მეტს ვიშრომებთო… „ და ასე შელოცვილს  სოფელ -სოფელ- ორღობე გაკონწიალებდნენ. შემოდგომის პირს კი  ყურძნის მტევნების, კვახების, აცქნაფებული სიმინდის ტაროების, ვაშლის და კარალიოკის ასხმულ ჩირთა გვერდით დიდ კაცობის მადლით  დამშვენებულს აივანზე შემოგდგამდნენ.  და, აი ისიც მოდიოდა! დახვლანჯული ღრეებით, გმირის შარავანდით შთამოსილი და საჭმლის თქვლეფით  აქორფებული,  ელვარების  ფრქვევით.…    გასართობ- სათრეველად მას უყვარდა უენოდ მოლაპარაკეთათვის თავში ხელის წატყაპუნება, ჩაქელვა და ჩაძნეყვა და ეგონა ამას სასრული არ ექნებოდა. ასევე კუჭის შემრგე და გულისგამხარებელი ქეიფი და დროსტარება, რომელიც სიხარულს ანიჭებს მომლხენს მით უფრო, თუ  სუფრის დიდებაში სადღაცაურ მოდაზე შეკერილი კაბებითა და პიჯაკებით გამოსკვანჩულები, ბლომად მოყრილი  სიყალბის ფერუმარილით და  პერანგში  ამოყრონტილი სახეებით, თავებით  გრძელი ქლასუნის  ურმებით ერთი დღის სრულ განსვლამდე  დაჰქრიან მოწყენილი ფასადების  სამეფოში…    ხოლო  ქორონიკონსა მას ჟამსა, როს მოაღწია  მკის-დათესილი მოსავლის აღების დრომ, მისი მეუფება წელთაღრიცხვებში ჩატანებული სიჩუმის მდუმარებაში გაქრა, ის აღარ იყო!   დასაბამიდან სამყაროს კარიბჭესთან მღვიძარედ გარინდებული  შემოქმედი გალაქტიკებს პეპლებად ააფრენდა და მთვარის ბორანზე  ვარსკვლავებად განაბნევდა, როცა ზღურბლზე მარტოობით მოკიაფე  ჩიტენი გამოვიდა,  სიზმრად ქცეული ფრთებით იელვა  ზეცას მოწყდა  კიდობნებს შეფენილი ცისარტყელების   ყურეში გაუჩინარდა.