ჩიტენი

სწორედ მაშინ, როცა საღამოს ბინდი დგებოდა და ცხოვრების  ამოღრეცილ ორმოებში  მთებისკენ მიმავალი მნათობი ხმას გაიჭიანურებდა,  მომსვლელს ელოდებოდნენ. მას დედოფალ პაპყუნას  თქმული  უნდა მოეტანა იმ თერთმეტ თეთრთან ერთად, რომლის შესახებაც ის ბრძანებდა : ,,ყოველი თვე, რომელიც შედგება ოცდარვა, ოცდაათი, ოცდათერთმეტი  წამებით გასაღვიძებელი დილისაგან, ყოველთა ოჯახთა_ მდიდართა გარდა: ღარიბ-ღატაკთა, ახალგაზრდათა თუ მოხუცთა, მრავალშვილიანთა, თუ უშვილოთა, ყოველთა თქვენთა […]

შემოდგომა

ჯადოქარი

ერთ შორეულ დროს, როცა დიდი თმენის კამარა ბგერებს სიტყვებად კრავდა და ფრთებად ამეტყველებდა, პატარა სამეფო არსებობდა. სადაც ზეცა ვაზის მტევნებად ითენთებოდა, ხოლო მიწა ჭირნახულ სუფრებად იშლებოდა. ეს სამეფო სხვა სამეფოებისგან სასახლეების სიმრავლით იყო გამორჩეული. მომხვდურის სიმრავლის, დამხვდურის სიცოტავის გამო დარჩენილებს შორის გადარჩენილები, სახლებს აივნებს მიუკოლიკავებდნენ და სახურავებს დაასკუპებდნენ. ხოლო შემოდგომის ქარავნისფერ დღეებში მთელი გულით წუხდნენ […]