ხიბლი

როცა ძილი წარსულის წარმავლობის ნიშას მქრქალი ყვავილებით ძენძავდა, ნაღველით მორჭმული  სულები ტალახში ცვენილ ფოთლებად მოფორიალობდნენ. დაკარგული მისამართები რიცხვებად გაბნეულ ფიქრთა სიტყვებად იმტვერებოდნენ და თვლემად მივარდნილ სიშორეს შინდისფერ ყივილად ატკბობდნენ. მიღმიერ ზღუდეს მრიცხველად აღმართული მოლოდინი,  ჟანგისფერ სიცარიელის მორევს  ქვიშისფერ მარცვალთა, ზმანებათ იალქნებად  განავრცობდა და ყოფიერებით მსხვრეულ, კრძალულებით მზირალ, განრიგეთ ძვლებად ახორხლილ  ცხოვრეთელებს, წინასწარმეტყველებად ხმობილ  ფოლორციქს სტაცებდა. […]

ჩიტენი

სწორედ მაშინ, როცა საღამოს ბინდი დგებოდა და ცხოვრების  ამოღრეცილ ორმოებში  მთებისკენ მიმავალი მნათობი ხმას გაიჭიანურებდა,  მომსვლელს ელოდებოდნენ. მას დედოფალ პაპყუნას  თქმული  უნდა მოეტანა იმ თერთმეტ თეთრთან ერთად, რომლის შესახებაც ის ბრძანებდა : ,,ყოველი თვე, რომელიც შედგება ოცდარვა, ოცდაათი, ოცდათერთმეტი  წამებით გასაღვიძებელი დილისაგან, ყოველთა ოჯახთა_ მდიდართა გარდა: ღარიბ-ღატაკთა, ახალგაზრდათა თუ მოხუცთა, მრავალშვილიანთა, თუ უშვილოთა, ყოველთა თქვენთა […]

ვინ გვასწავლის ცხოვრებას? ანუ ცირა ყურაშვილის “უკან არ მიიხედო” -ზე

ერთერთი ფილოსოფოსი ამბობდა, რომ თუ დედამიწაზე წიგნებს გადაარჩევდნენ, მაშინ ძალიან ცოტა წიგნი დარჩებოდა. რა არის ადამიანი, მისი სამოძრავებელი არე და ასპარეზი? მისი სამოძრავებელი ადგილი არის მისი სული, შინაგანი ხასიათი და განწყობა. ადამიანის საქციელი თვითონ ადამიანს ჰგავს. კარგ ადამიანს კარგი საქციელი აქვს, ცუდს ცუდი. წიგნებშიც ესე არის. წიგნებიც ადამიანებს ჰგავს. თვითეული წიგნი გარკვეულ აზრს გვაწვდის. და […]