სოფელში ყველა იცნობს კაცს

რომელსაც ჰქვია ბოკი.

საშინაო კოსტუმი, საგარეო კოსტუმი

წვეტიანი ფრაკი, გრძელი შავი შარვალით,

მყუდრო მოხერხებული გემრიელი ჩანთით.

თბილი პალტო  გამაშებით

ყველა მისი დეტალებით.

დიახ იცის მან მკერავმა

საკერებელის დადება,

შეჭრა, შემოჭრ, შემოკერვა,

ოსტატურად შემოკემსვა,

ამიტომაც არის

დიდი ოსტატი ბოკი

ეს არის მისი ცხოვრების

ყველაზე მთავარი მიზანი.

ყველას მოსწონს მასთან ყოფნა

ლაპარაკი, საუბრობა.

მაგრამ ამ ყველაში

სულაც არ გულისხმობენ

ორს რომელთაც ჰქვიათ

მაქსი და მორითცი .

ისინი მხოლოდ  ფიქრობენ?

ხოლო რასაც ფიქრობენ

გამოჩნდება სწორედ  ეხლა!

სახლის წინ მდინარე არის

ცივი და ხმაურიანი

მდინარეზე ბილიკი არის

თხელი და ფიცრულიანი.

მაქსი და მორითცი აქ არიან

საიდუმლო ხერხით

წკი-წკიპ, წკაპ- წკაპ

ბილიკს ხერხავენ

ნაკუწებად  ხის.

როგორც კი ხერხვას დაამთავრებენ

ვეღარავინ გაივლის .

უეცრად ისმის

ბატონი ბოკის ხმა

ჰეი, თქვენ ორნი

რას აკეთებთ მანდ?

ჰა, ჰა, ჰა, ჰა, ჰა, ჰა

მოისმის პასუხად .

ყველაფრის ატანას  შეძლებს

ოსტატი ბოკი

გარდა  ასეთი პასუხისა

სწორედ ამიტომაც

გადაახტა კარის ზღურბლს

მაგრამ  ელეთ მელეთი მისდის

როცა ესმის: ჰა, ჰა, ჰა, ჰა

ბრაზიანი, რისხვით სავსე

ის გადადის ეხლა ხიდზე

ბრახ , და ხიდი ტყდება

და ვარდება წყალში

კიდევ ჟღერს  ხმა : ჰა, ჰა, ჰა, ჰა

აი უკვე აღარ არის გზა

ვეღარ წახვალ ვეღარსად.

წყალში კი მოცურავს,

ორი წყვილი ბატი,

როცა ბატონი ოსტატი ბოკი

ფერ ნირ წამხდარი არის.

დაძაბულს და დაკრუნჩხულს

ფეხებში მტკიცედ სჭიდებენ პირს

და ეხლა ორი ბატი, კვატატი

მიაქროლებენ მას დედა მიწაზე

სხვათა შორის, ამ ამბიდან უხეირო

არის ისევ ბატონი ბოკი.

ეხლა კი როცა ბოკს მუცელი სტკივა,

მუცელი არის თუ კუჭი,

აქვე არის დალოცვილი

ქალბატონი ბოკი.

ცხელზე ცხელი უთოთი,

მზრუნველობით ხუროსი

დაასვენებს მუცელზე

გახურებულ უთოსი.

მისი შესანიშნავი

ღვაწლმოსილი შრომით

მალე სოფელის აღმა, დაღმა

ყველა ამბობს,  ყველა ყვირის

ბოკი ისევ ცოცხალია, მხიარული და მხნე.

ეს იყო მესამე ოინი

და დიახ მას კვლავ მოჰყვება მომდევნო,

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s