რა მოხდება თუ კი ერთ დღესაც, თქვენს ქალაქს  მოხუცი ქალბატონი ესტუმრება და მისი ყოფილი სატრფოს მკვლელობაში, რომელმაც ის ახალგაზრდობაში მიატოვა, ერთ მილიარდ დოლარს შემოგთავზებთ?

ეს არის ის შეკითხვა, რომელზეც პასუხი უნდა გაგვეცა ფრიდრიხ დურენმატის რომანის  „ მოხუცი ქალბატონის სტუმრობა“- მიხედვით დადგმულ  სპექტაკლში. ეს სპექტაკლი  აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსტეტის გერმანული ენის კლუბის სცენაზე გაიმართა : DAAD- ს ლექტორ ბერტჰოლდ ლინდერის ორგანიზატორობით და რეჟისორობით, კონსტანტინე ზაუტაშვილის – ალფრედ ილის, ელენე ველიაშვილის – კლერ ცახანასიანის, თათია ჟღენტის – პოლიციელის, თამთა გრძელიძის – მასწავლებელ- მლოცველის, ქრისტინე კუჭუხიძის- ქალაქის მერის , ელენე- ილის შვილი ოტილია, ნატალია ქუთათელაძის- მხატვრის და ჩემი მირანდა ტყეშელაშვილის- კორესპოდენტ -ჟურნალისტის მონაწილეობით და მსახიობობით.

ზოგადად, როდესაც საქმე ამა თუ იმ პროექტში ჩართვის შესაძლებლობას, საშუალებას, აუცილებლობას ეხება, ყველაზე მთავარი საფიქრალი, რომელიც მაწუხებს ხოლმე არის:  ა)თუ  რატომ უნდა მიიღო მონაწილეობა ისეთ პროექტში, რომელიც ძალიან სწრაფად მთავრდება და

ბ) რატომ უნდა იშრომო, მოინდომო და სცადო ახალი გამოწვევების მიღება, როდესაც ცხოვრება ყოველ ფეხის ნაბიჯზე წესად დადგენილ სიწყნარეს,  მდუმარებისკენ დამორჩილებას  მოგიწოდებს?

თუმცა და რადგანაც ეს პროექტები ახალ ცხოვრებისეულ გამოცდილებებს, ადამიანებთან ურთიერთობის საშუალებებს და შესაძლებლობებს გთავაზობენ, ღირს გარისკვად,  მოქმედებად და კომპლექსების გადალახვად.

ა)როდესაც სცენარს სწავლობ და ცდილობ კარგად დაიმახსოვრო,  საკუთარი თავი გარდასახო შესასრულებელ როლში, სცენაზე იმუშავო, აუდიტორიასთან იურთიერთობო, გუნდთან ითანამშრომლო.

ბ) როდესაც ნერვიულობთ  საკუთარ და ერთმანეთის შესასრულებელ როლებზე,  განიცდით ერთმანეთის თამაშს. ერთმანეთს ამშვიდებთ, ეხმარებით, ემეგობრებით, ეხუმრებით, იცინით-  ეს ურთიერთობები, საქმეები, დღეები ბევრად მეტი ხდება ვიდრე აქამდე იყო და წარმოგედგინა, რადგან ეს ადამიანები შენი მეგობრები ხდებიან. მეგობრები რომლებიც გიხარია და რომელთა არსებობაც შენს ცხოვრებას აკარგებს და აკეთილებს. იმდენად რომ გული  ვეღარ იტევს ამდენ სიხარულს  და აღარაფერი  აღარ გინდა გარდა იმისა, რომ მათ გვერდით იყო და ეს ყველაფერი სამუდამოდ  გაგრძელდეს.

IMG_8850

IMG_8852

IMG_8854

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s