კარადა

ფანჯრიდან მოჩანს ყვითელ ხავსმოკიდებული, დაგრეხილი, ღობედ ქცეული ქვები.
ისინი სამკვიდროებად ჰყოფენ ველს და მასზე აღზევებულ თივის ზვინებს. გადმოცემით, ადრე აქ ტყე იყო, რომელსაც მომხვდური- მტერი შვიდი დღე-ღამის განმავლობაში წვავდა.
ცოტა მოშორებით, ფარავნის ტბა გადაშლილა, ზამთრობით ისე იყინება, რომ სატვირთო მანქანებით გადადიან ტბის მეორე მხარეს. ახლა მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულია, ცივი ქარი დაქრიალობს და ტალღებს აშლის, აფოფრავს, ჩვენ საცურაო კამერებით შესულებს, ნაპირზე თეთრი, მომკვდარუნებული, უგულოდ დაგდებული თევზების გვერდით გამოგვრიყავს, კანკალს დაგვაწყებინებს და შემდეგ ისევ თავის თავში ჩაიბუდნებს.
გზა გადმოვიარეთ და მე, დედა, ბებია, ჩემი დები დეიდასთან ჩამოვედით.
ახლა, როცა ისინი გარეთ არიან გასულები, მე ერთ პატარა სახლში ვარ, სადაც ასკეტურ სიმშვიდეს შემსჭვალული მარადისობის სევდა სუნთქავს. და რადგანაც მარტოობა ჩემთვის ჯერ კიდევ მოსაწყენი, მძიმე ტვირთია, ამიტომ ვცდილობ მოვძებნო რამე სახალისო, რითაც დრო გავა და საინტერესოც იქნება ისე, როგორც მაშინ, შემოდგომის იმ ღრუბლიან დღეს, როცა გასათბობად მომარაგებულ ხის მორებზე გოგო ბიჭები წრიულად დახტუნავდნენ, და მეც გადავწყვიტე შევერთდებოდი მათ სამყაროს : ჯერ ერთი ხის მორზე ასვლა, მერე მეორეზე გადახტომა, მესამეზე, და აი, მეც ვამაყობ ჩემი თავით, მიხარია, რომ სხვების მსგავსად მეც შემძლებია. ამ სიამაყის გრძნობებით გარემოცულს, წამებში ფეხი მისრიალდება, ჩემი შუბლი ხის კიდეს ენარცხება და ღამდება, თვალებში ბნელდება . თუმცა, ეს შემთხვევა მოგვიანებით მოხდება, ახლა კი კარადას ვუყურებ, რომელიც ოთახის შუაგულში არის აღმართული. მის თაროზე შეკვრა დევს, იგი წააგავს ჩემს საზეიმო სურვილს ჩვენი ბაღის დარბაზში, მწვანე ყვავილებით მორთულ კაბებში, გამოპრანჭულ- გამოსკვანჩულები რიგში ვდგავარ და თოვლის ბაბუას ველოდები, გულმოუთქმელად, სულმოუთქმელად, სახეზე ბედნიერი ღიმილი მაფენია, უკვე წარმომიდგენია, რომ ხელთა მაქვს ძვირფასი მანდარინებიან- კამფეტებიანი განძი. ამის გახსენება და ჩემში მოქმედების ისეთი დაუძლეველი სურვილი იწყებს მზაობას, რომ მზადა ვარ კარადის დასაპყრობად, კარადა რა, მთელი მსოფლიოს. ჯერ საწოლის მარცხენა კიდეზე ავდივარ, შემდეგ საზღვრებს ვაფართოებ და ქვედა თაროზე გადავდივარ, ვიწევი მაღლა კენწეროსკენ და აი, ის არის შევწვდი ლამის, რომ კარადა მოდის, ვარდება, და მე თაგვივით ვემწყვდევი მასში, მის თაროში ვიკუნჭები, მანამ, სანამ დედა მოვა, კარადას ასწევს და ყველანი ერთად გარეთ გავალთ უსასრულობის ფეროვნებაში.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s