აქ საქართველოა

არა ქართული ენა ძლიერი ენაა, ის გადარჩება! ამბობს მარკი. ის ამბობს , ამას ამბობს, ინგლისურად ამბობს!

მეოთხე კლასში რუსულის მასწავლებელმა „молодец“ დამიწერა. თანაკლასელები მაშინვე მისცვივდნენ ჩვენ რატომ არ დაგვიწერეთო? ჩვენც დაგვიწერეთო. მალდეცის შეშურდათ.
10 კლასში გერმანულენოვან ბანაკში გამიშვეს. მაგის მერე რომელიმე მათგანი ქართულად გამარჯობას მეტყოდა, ამას დიდ პატივად ვთვლიდი ცხოვრებაში.
დღეს ამბობენ რომ გამოცდები ჩავაბარეთ და თან საკმაოდ კარგად და წარმატებულად.

მაშინ რატომ არის რომ, საზოგადოების ნაწილი რომელიც მიმართულებას აძლევს დანარჩენ თანამოქალაქეებს , თავის დამკვიდრების ფორმად ინგლისური სიტყვებით თამაშს აქცევს. თუ გინდა კარგი ტიპი გამოჩნდე მაშინ ერთი ინგლისური სიტყვა უნდა თქვათან ისე რომ ყურადღება არ მიაქციო იმას რომ ამ სიტყვის შესაბამისი უკვე გვაქვს ქართულ ლექსიკონში. ხოლო ლოგიკის მიხედვით რაც მეტს იტყვი მით უფრო მნიშვნელოვანი, საინტერესო ფიგურა გახდებ-გამოჩნდები.

რატომ უნდა მივეტმასნოთ და მივიტმასნოთ სხვისი სიტყვები და აზროვნება როცა მხოლოდ ლაპარაკის ექვსი სიტყვა: ჭარტალი, რატრატი,ლაყბობა, ჩუქჩუქი, ყბედობა, ლაქლაქი, ტლიკინი, გვაქვს. რატომ ვცდილობთ საკუთარი სრულფასოვნების შევსებას და ავსებას სხვისი მიბაძვით და მას დამსგავსებით.როდესაც ვიცით რომ ეს ადამიანის პიროვნების განვითარებას კი არ უწყობს ხელს არამედ მის კარგად მოხარშვას და სხვის სუფრისთვის სხვისი ხახისთვის განკუთვნება, გამზადებას.

თუ იქნებ მართლა ჩავაბარეთ და ეხლა ამ მტკიცებულების შეგრძნებისგან ისე ვართ გაბრუებულები და გვიჭირს წარმოდგენა რომ ჩვენ ეს ნამდვილად შევძელით. არასრულფასოვნების კომპლექსით ვეღარ შეგვაწუხებენ და ვეღარ დათრგუნავენ ჩვენში ადამიანს. ქართველ ადამიანს : ღმერთისა და ადამიანის ჭეშმარიტების გამომხატველს, სამყაროს შეგრძნების ყველაზე სრულფასოვან მხარეს.
1uwsv
ასე რომ ვილაპარაკოთ ქართულად,რადგან აქ საქართველოა 🙂

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s