ქართულის გაკვეთილზე

ქართულის გაკვეთილი ყოველთვის მიყვარდა, მიუხედავად იმისა, თუ როგორი  მასწავლებელი გვყავდა. ეხლაც, ამასაც იმიტომ ვწერ, რომ ყოველთვის საინტერესოა, თუ რას ფიქრობს მოსწავლე ამ საკითხის და ზოგადად სკოლის შესახებ.  ქართულის მასწავლებლებიდან პირველი ვინც მახსოვს, ის ქალი ვაჟა ფშაველას სტილის იმიტაციას გვაკეთებინებდა. რაც იმას ნიშნავდა, რომ თხზულებებში დაგვეწერა ,, თვალებბარჩხალა მზე“ და ,,მრუმე ზეცა“. როცა არც ამ სიტყვების მნიშვნელობა გვესმოდა და არც ის, თუ რატომ უნდა გვეწერა   თხზულებები ისეთი ფრაზებით, რომლებიც  სხვას უკვე დაწერილი ჰქონდა. რატომ ვწერდით, რა მნიშვნელობა ჰქონდა, თუ კი იქ  კალიგრაფიის მეტი ჩვენი არაფერი არ იქნებოდა. ამის გამო კარგა ხანი ვაჟა ფშაველა  საერთოდ მძულდა. თუმცა იმ პერიოდშიც ვცდილობდი მეწერა ჩემი ემოციებით და რაც მთავარია ჩემი სიტყვებით. საშინაო დავალებებში ყოველთვის ხაზგასმული მხვდებოდა ჩემი სიტყვები და ზევით ისევ ,,თვალებბარჩხალა“  მხვდებოდა. ეს ყველაფერი მანამდე გრძელდებოდა, სანამ დედამ თავის კლასში არ გადამიყვანა.

დედა ჩვენს სკოლაში ასწავლიდა ბავშვებს,  რომლებიც ყველაზე თავხედ  და აუტანელ მოსწავლეებად ითვლებოდნენ. დედა ყვებოდა  შემდეგომ :  თავიდან რომ შევედი კლასში,  ერთი მოსწავლე მერხზე იყო ასული, მე რომ დამინახა, ქოლგა გაშალა და ძირს ჩამოხტაო, ეგონათ რომ შემაშინებდნენო. და ამ ყველაფერს იმ გამგები და კეთილგანწყობილი  ღიმილით ყვებოდა,  რომელიც ასე აკლია ბევრ მასწავლებელს დღეს, როგორ სკოლაშიც არ უნდა ასწავლიდეს და რამეხელა ხელფასიც არ უნდა ჰქონდეს. ახალ კლასში მომწონდა  არა ის,  როგორც ბევრს ეგონა, რომ თხზულებებს დედაჩემი მიწერდა, ან სხვა მოსწავლეებზე წინ მაყენებდა, არამედ ის რომ,  შეგეძლო გეწერა მოთხრობები სხვადასხვა საკითხებზე, წაგეკითხა მთელი კლასის წინაშე და გეგრძნო, მოეწონათ თუ არა შენი მოთხრობა. გამოგეხატა შენი აზრი სხვდასხვა საკითხის ირგვლივ, ზუსტად ისე, როგორც  ფიქრობდი. ამის გამო ხშირად ერთმანეთს ვეკამათებოდით, მაგრამ დრო გადიოდა და ჩვენ ერთმანეთის აზრის პატივისცემას ვეჩვეოდით. დავდიოდით ექსკურსიებზე, თავიდან  სათაფლია, მოწამეთა, ბაგრატი, გელათი, შემდეგ  კი უკვე  კლუბით,  რომელსაც მკითხველთა მოძრავი კლუბი ერქვა.  ჩვენ ჩავდიოდით სხვადასხვა ქალაქებში: სამტრედიაში, ზესტაფონში, ზუგდიდში, სენაკში, ბათუმში, ცაგერში,  ბავშვთა თავშესაფარში ვხვდებოდით ადამიანებს, რომლებსაც კითხვა უყვარდათ.  შეხვედრის შემდეგ კი სურათებს ვიღებდით, ადამიანებს ვეცნობოდით. და ამ ყველაფერში ერთ თეთრსაც არ ვხარჯავდით.  დედა პროექტის ფარგლებში ახერხებდა ამ ყველაფერს.

ეს ყველაფერი კი იმიტომ  გამახსენდა, რომ ქართულში საკონტროლო გვქონდა.  ორი საკითხი იყო, ერთი სიკვდილზე, მეორე კი სიყვარულზე. მე სიკვდილი ავირჩიე.  სათაური ხალილ ჯიბრაანის ტექსტიდან იყო. და თან,  რაც მთავარია ძალიან დიდი იყო. იმხელა, რომ მარტო მის გაანალიზებას დასჭირდებოდა 45 წუთი. ჰოდა მეც არც ვაციე და არც ვაცხელე და თემას სათაურად პირდაპირ: „ასე, თუ ისე, სიკვდილზე“ დავარქვი. და, რადგანაც არც მასწავლებელს  უთქვამს მიმართულება და არც ხალილ  ჯიბრაანის სიტყვების წაკითხვით ამიტკივებია თავი, პირდაპირ თავისუფალი თხზულება დავწერე. დავწერე და თან და როგორ დავწერე!  ,,სიკვდილო, მოდი და დადექ კალოზე, გაღმა სერზე მყოფარე, სადაც ზღვას ერთვის ნავები, ცასაც სჭირდება კალთები.“ ცოტაღა მაკლდა და თავად ფანტაზიად ვიქცეოდი. ბოლოს, კი  მეთქი ეხლა დავასრულებ წერასთქო, რადგან გაკვეთილიც მთავრდება და მეც სელინჯერივით ფიქრს დავტოვებთო. აი ისე, როგორც კლდის პირას ჭვავის ყანაშია, შენ რომ გიხდება იმაზე ფიქრი, გამოჯანმრთელდება თუა არა ჰოლდენი, ან კიდევ თუ  გაიღიმებს. ისე, კი ვერ ვხვდები რატომ ეძახის ყველა ,, თამაშს ჭვავის ყანაში“, როცა ,,კლდის პირას, ჭვავის ყანაში“ ჰქვია.

ჰოდა,  არ ველოდი 10 ქულაზე  უფრო ნაკლებს. ჩემთვის ეს დიდი  რამე კი არ იყო,  არამედ შედეგი,  თუ რამდენად შედგა თხზულება. გავიხედე_ რვა ქულა. გული ჩამწყდა, ერთადერთი საგანი, რომელშიც  მე, მირანდა ვარ, ის რაც ვარ: ცოდნით, უცოდინარობით, ბრწყინვალებით, მენაცრეობით, ამ საგანში ვარ .  სასვენ ნიშნებში მაინც დაეკლო ნიშანი და არა სიტყვაში „მყოფარე“,  მე ჩავსვი, ესე უფრო უხდებოდა. ჰოდა,  ახლა ვზივარ და  ვფიქრობ:  ვუთხრა მასწავლებელს ის, რომ ორი მწერლის შვილი ვარ, ორი ბლოგი მაქვს, ერთი სოციალური, მეორე კი პირადი, და ორი ბლოგერი და მყავს. მაგრამ მგონი არ ღირს ეს, იმიტომ რომ მე 18 წლის მოსწავლე ვარ.  „18 წლის მოსწავლეეობაზე ცოტა მოგვიანებით“.  ის  კი უნივერსტიტეტდამთავრებული სტაჟიანი მასწავლებლია. და ზოგადად,  ასეთი ტიპის ადამიანები ძალიან მგრძნობიარეები არიან მათი შეხედულების თავმოყვარეობის საკითხში.

ასევე მგონია ის, რომ ქართული, ქართულის გაკვეთილი არ არის მარტო კარგად გაუაანალიზო მოსწავლეებს ,,ვეფხისტყაოსანი“, ან მოუყვე ილია ჭავჭავაძის ცხოვრება. არამედ ის, რომ ქართული უნდა გესმოდეს მთლიანობაში, ერთიანობაში, მისი სულით, მისი ხორცით და მისი სიცოცხლით;  რომ ქართული იარსებებს!   გერმანული კულტურის გამოფენაზე აგვიხსნეს, თუ როგორ უნდა გვესწავლა  გერმანული ა)ხელით, ბ)ტვინით, და გ)გულით. ასე უნდა იყოს ქართულის სწავლაც და ამაზე  ასჯერ მეტად. იმასაც ვიტყვი, რომ ხე ყოველთვის გამოიღებს ნაყოფს, მაგრამ მთავარია ის,  თუ როგორს.  მასწავლებელი  რომ ვყოფილიყავი, თუ კლასში დავინახავდი მოსწავლეს, რომელსაც ცოტათი მეტი შეუძლია, ვიდრე სხვა მოსწავლეებს, გვერდით გადავდებდი ჩემს ამპარტავენებას_ რომ მე ყველაფერი  ვიცი, და ვეტყოდი ბავშვებს, რომ თქვენც შეგიძლიათ მასავით წარმატებას მიაღწიოთ, მთავარია მოინდომოთთქო. და არც გულს ჩავწყვეტდი, თუ კი რამეს მოინდომებდნენ . ბოლოს კი, სათაურთან შესაბამისობაში მოყვანისთვის ვიტყვი იმას, რომ დედაჩემი სკოლიდან იმის გამო წამოვიდა, რომ ის ხელფასი, რომელსაც სახელმწიფო მასწავლებელს უხდის, გადასახადების გადასახდელადაც კი არ არის საკმარისი, გადასახადების იქით კი რამდენი რამეა კიდევ საჭირო.

ბოლოს კი ჩემი თხზულება, თუ არ რა თქმაუნდა არ მოგწყინდათ  კითხვა.

ასე თუ ისე სიკვდილზე.

სიკდილზე. სიკვდილო, მოდი და დადექ კალოზე, გაღმა სერზე მყოფარე, სადაც ზღვასაც სურს სიცოცხლე და მთებსაც მოუწვთ დინება. ცასაც აწევს კალთები ბარაქიანი უზღვავი, ზღვისა მყოფარეს შინასა მაცქერალი და მყოფარე.

სიკვდილი. ადამიანები ყოველდღე დგებიან საწოლიდან, დადიან ოთახიდან ოთახში. სიარული ზოგჯერ ბოდიალს ემსგავსება. შემდეგ, კი გარემო პირობებთან შესაბამისობაში მოყვანილი თავით გარეთ გავდივართ და დინებას ვუერთდებით.ისე, კი მაინც პირობებს, გარემოს, ზოგადად ჩვენ ვქმნით, ადამიანები. და ეს ასე გაგრძელდება მანამ, სანამ სიკვდილი გაღმა კალოზე მდგარი არ გამოგვხედავს და ირონიული ყოვლისმცოდნე ღიმილით ისე არ დგვაფრთხობს, როგორც სიბნელეში კატის ჩხავილი. ,,კატუნია კრუტუნაო, დადეგ ალაგს შინაო, ნასიზმრები სიზმრები დამიფრთხე და მისმინეო“. იმ უმეცარ სიბნელეში, სადაც ჩვენ დავდივართ, ჩვეულებრივად ვაგრძელებთ გზას. კატის ჩხავილია, მეტი ხომ არაფერი. მეტი არც არაფერი. გზაზე კიდევ  რიყე ქვებია, იმის არიდებას ხომ უნდა თავი, ჰოდა,  მეც სჯობია ქვების გადალახვას შევუდგე,  ვიდრე მოსმენა-სმენას.  მეორენი კი არამარტო ქვების გადალახვას ანდომებენ, არამედ იმაზე ფიქრსაც, საიდან მოდის კნავილ-ჩხავილი და  რა შედეგი მოჰყვება ამას და ისევ გზაზე მიდიან. მაგრამ, რადგანაც და ზოგადადაც შავი ფერი ცუდი ფერია, უმეტეს შემთხვევაში კი სიკვდილის. ისინი ვერ ჰპოვებენ ხიდზე გადასასვლელს, რადგანადაც ჭეშმარიტად დალოცვილია ის,  ვინც გზას სულის კარნახით მიუყვება. სულის კარნახი კი კიდევ ისეთი მძიმე და ძნელი საქმეა, რომ მთელი რიყის ქვების ატანაც კი მასზე ბევრად და ასჯერ იოლია. ისე კი რიყის ქვები ცხოვრებაში ბერვრი არ მიტარებია, აი დედაჩემივით და ბებიაჩემივით. რიყის ქვები და სული. და რადგანაც ეს  ორი ერთიანი რამ სიბნელეში სიარულზე მეტად აღმატებულია, მას მეტი სიმძიმე აქვს. ეს არის ცხოვრების სიკვდილიც და სიცოცხლეც. და რადგანაც გაკვეთილი უკვე მთავრდება.  მეც სელინჯერივით დავტოვებ ფიქრს. მე ხომ არ მომიწევს ამაზე ფიქრი:)

პ.ს     ხო,  მართლა, თხზულებას ბოლოში ეს ღიმილიც მივახატე. მარტო ამის გამო მეკუთვნოდა 10 ქულა:D

Advertisements

5 thoughts on “ქართულის გაკვეთილზე

  1. ვინ არის შენი მასწავლებელი? სადმე მოსწავლეების უფლებებს არ იცავენ? წადი უჩივლე, მეც ხშირად მაკლებდნენ ნიშანს ქართულში, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც აქტიურ მშობლებს სურდათ მხოლოდ თავიანთი შვილი ყოფილიყო ფრიადოსანი. გავარტყი მაგათ ლოგიკას

  2. მარტივად რომ ვთქვა – სირცხვილია. სირცხვილია ისე უნამუსოდ მოქცევა, როგორც თქვენი მასწავლებელი მოქცეულა.
    მე ასე უბრალოდ არ შევხედავდი ამ ყველაფერს და ჩემს უფლებებს ბოლომდე დავიცავდი. ამის სხვადასხვა გზა არსებობს. თუნდაც: მივიდოდი შემსწორებელთან, გავუღიმებდი და გულდაწყვეტილი ხმით ავუხსნიდი, რომ არასწორად მოიქცა.
    არ აქვს იმ 2 ქულას მნიშვნელობა, მაგრამ აქ ხომ სხვა მომენტია. არ დაატოვებინო 8-იანი გთხოვ:)
    პს. მეც მე-12 კლასელი ვარ. წარმატებებს გისურვებ.
    2პს. შორიდან მიყვარს ეს ბლოგი. პატარა უფლისწულის და თუნდაც ამ პოსტის გამო: )

  3. იცი ნინიტო, უკვე ვუთხარი,ის რასაც შენ ამბობ.მაგრამ როცა მასწავლებელი არის ავტორიტეტი, და გეუბნება რომ რასაც ის ამბობს არის სწორი, შენ ერთადერთი რაც გრჩება დაიჯერო მისი ნათქვამი, ან გაჩუმდე.მე მესამე საშუალება ავირჩიე. მადლობა:)მეც ძალიან მიყვარს პატარა პრინცი, და ასევე ისინი ვისაც ეგზიუპერი უყვარს:)

  4. მირანდა, მე სამწუხაროდ არ გიცნობთ, მაგრამ ჩვენნაირად მოაზროვნე ადამიანები ერთად უნდა იყვნენ. გთავაზობთ, შევიკრიბოთ სადმე და ვისაუბროთ ხელოვნებაზე. ჩვენი დევიზი მარტივი იქნება: მოაზროვნეებო, მთელი ქვეყნისა, შეერთდით!
    წარმატებებს გისურვებთ უსამართლობასთან ბრძოლაში.

  5. ნუ არაამქვეყნიურობ,მირანდულინო. ყურადღება მიაქციე ორთოგრაფიულ და პუნქტუაციურ შეცდომებს, რომლითაც დედასაც არცხვენ და თავსაც ირცხვენ. და კიდევ აზრები დაალაგე და რომ დაალაგებ, მერე მოითხოვე კარგი ნიშანი. მაგრამ ასე მგონია, შენისთანა არაამქვეყნიურს და “ხალიჯიბრანისმოთხრობებისწაკითხვითთავისარამტკიებელს” არც ნიშანი უნდა გაინტერესებდეს და არც ის, შედგა თუ არ შედგა შენი “მოთხრობა”.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s