რეცენზიასავით. ერიკ ემანუელ შმიტის ,,ულისე ბაღდადიდან”- ზე

საერთოდ ვერ ვხვდები ამ კაცს რა უნდა. უფრო სწორად, ვხვდები რა უნდა, მაგრამ იმას ვეღარ ვხვდები, თუ რატომ ჰგონია წერა იოლი. როცა ამხელა და ამდენი წიგნების დაწერის შემდეგაც ვერ მიხვდა, რომ წერა ცხოვებასავით რთულია.

მორიგი იმედგაცრუება მაქვს. მისი ბოლო წიგნი ,,ულისე ბაღდადან“ დღეს დავამთავრე. ,,ულისე ბაღდადიდან“ არის მოთხრობა ბიჭზე, რომელიც მამის და სიძეების სიკვდილის შემდეგ გადაწყვეტს წავიდეს ერაყიდან და სხვა ქვეყანაში იცხოვროს. მთელი წიგნი სწორედ ამ მცდელობებს ეძღვნება. მის მცდელობას, ინგლისში ბედნიერად ცხოვრებისა.

საინტერესო, მსუბუქი საკითხავია, მიუხედავად მასში წამოჭრილი  ძალიან პრობლემური საკითხებისა. ამიტომ, ვისაც მსუბუქი ღვეზელი გიყვართ, სწორედ თქვენთვისაა. თუმცა ვერ დაგპირდებით ღვეზელია, თუ სხვა რამ.

მოკლედ, პირველი წიგნი, რომელიც წავიკითხე, ეს იყო ,,ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“. წიგნი საყვარელი პერსონაჟებით, მოქმედებებით და ყველაზე დასამახსოვრებელი ფრაზით : ,, მხოლოდ ღმერთს აქვს ჩემი გაღვიძების უფლება“.

შემდეგ ,,ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები“. რომელმაც ისევე გამიცრუა იმედები, როგორც ამ წიგნმა. შეიძლება ითქვას, რომ ნაწყენი ვარ შმიტზე!  რადგან მგონია, რომ მას მართლა შეუძლია  დახატოს ცოცხალი, ფაქიზი, უკეთესი სამყარო. თუმცა ამას არ აკეთებს, ან ვერ აკეთებს.

ამ წიგნში არ მომეწონა ის, რომ სათაური, რომელიც ჰქვია „ულისე ბაღდადიდან“ ამ სახელის ირგვლივ არ ტრიალებს, პერსონაჟის ირგვლივ. მხოლოდ ბოლოსწინა ნაწილში იხსნება სათაური, ისიც მხოლოდ რამდენიმე ხნით. როცა ვერონიკა სანაპიროზე გამორიყულ ემიგრანტ ბიჭს ულისეს არქმევს, რომელიც ლეგენდებში მოყოლილი ამბებიდან ახსოვს.

წიგნის უფრო ზუსტი სათაური  ერაყელი ბიჭის ტრაგიკული ცხოვრება იქნებოდა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ერაყელი ბიჭის ისტორია ნაკლებად მიმზიდველი  და გაყიდვადი სათაური იქნებოდა.

ულისე კი, ულისე იმით არის კარგი, რომ ამ სახელის გაგონებაზე ყველას ჯეიმზ ჯოისის ,,ულისე’ გვახსენდება.

გვიხარია და გვაინტერესებს, როგორი იქნება ბაღდადელი ულისე

ამ წიგნს მივყავართ იმედგაცრუებამდე და გარკვეული აზრით მოწყენილობამდე.  რადგან არის მხოლოდ იმედი, იმედის ძიება და არსად  არ არის იმედით აღსრულებული საქმე.  შესაბამისად, ჩნდება ეჭვი იმის შესახებ, რომ იმედი ეს უსარგებლო და არასაჭირო საქმეა, რომელიც წიგნის ბოლოს უკვე აზრად მტკიცდება.

რადგან, გქონდეს უკეთესი ცხოვრების იმედი, ეს ჩვენი ცხოვრების წარმართველი და მაცოცხლებელი ძალაა.  საად საადის ცხოვრება კი ამ იმედს გვიკლავს.

საინტერესო სიუჟეტის არასაინტერესოდ განვითარება.

და ბოლოს საქართველოში აქვთ ასეთი ანდაზა ღვინოზე : ფერი აქვს ალის და გემო აქვს წყალისო. ან კიდევ ხან ჭრის და ხან კერავსო“ ადამიანზე.

წერაში? როდესაც წერ, ან უნდა შეკერო ან უნდა დაჭრა, ჯერ უნდა დაჭრა და მერე შეკერო, ორივე ერთად არ გამოგივა, ან ღვინო უნდა იყო ან წყალი. ან გამოგივა, მაგრამ კაცმა არ იცის რა. წიგნებშიც ესეა, ან ბოლომდე წიგნის წერას უნდა „მიაწვე“, ან მის გაყიდვადობას.

თუ არადა შენი ნაწარმოების კითხვისას ადამიანს ყოველთვის დაეუფლება არასრულფასოვნების შეგრძნება და ის, რომ ეს მთლად ის არ არის რაც მას უნდა და ელოდა, ან მხოლოდ მიახლოებით არის. თუმცა, ვისაც არ გაინტერესებთ საად საადის საკაცობრიო თემები და არც იმედის სიკვდილის შესახებ გადარდებთ, მსუბუქ წასაკითხს აუცილებლად მიიღებთ. აი ჩემს დასავით, რომელსაც იმდენად ძლიერ უყვარს მსუბუქი წასაკითხი, რომ არ ადარდებს, რამდენად სწორ გავლენას მოახდენს მის ცხოვრებაზე და მოუნდება თუ არა ხვალ დილით თვალის გახელა და ლოგინიდან წამოდგომა.

და ბოლოს, ევროპული კულტურა განიცდის გამოფიტვას,  რადგან ის განვითარდა, მიაღწია მისი დიდების ზენიტს და ეხლა ძირს ეშვება. ეს ცხოვრების კანონია. ეს კანონი კი იმასც მოითხოვს, რომ სხვა  ქვეყნების კულტურები წინ წამოიწიონ და განვითარდნენ. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ამერიკული და სხვა უცნობი  ქვეყნების წიგნებით ვინტერესდებით, რადგან ისინი ჯერ კიდევ ვითარდებიან და არ გადაუმლაშებიათ.

 

Advertisements

3 thoughts on “რეცენზიასავით. ერიკ ემანუელ შმიტის ,,ულისე ბაღდადიდან”- ზე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s