დამთხვეული დღე

როდესაც ფიქრები ცაში ადიან, ერთადერთი შენ, რაც დაგრჩენია,მათ უკან გაჰყვე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დედამიწა ბრუნვადია და თან ყავისფერი, უნდა გავითვალისწინოთ ისიც რომ ფრთებამოთხვრილი ჯინსებით სივრცეში ვერ გახვალ.და რომც გახვიდე, იქ იმდენი კარი დაგხვდება რომ შენი, ვარდისფერიც დაკარგავს ფერს. ამიტომ შენი ფიქრების კვამლიანი ზოლის ყურებას,ისევ აჯაფსანდალის ორთლქლის ყურება სჯობია. დღეს ჩემი დამთხვეული დღეა.დამთხვეული არ არის შავი, არც ნაცრისფერია, არც შაბლონური მონოტონურობაა და და არც გაყვითლებული ორიგინალობა. დამთხვეული არის ის რაც სრულად გამოხატავს ჩემი, შენი, და ჩვენი ყველასი, მდგომარეობას.დამთხვეულობას თავის ტკივილი არ იწვევს. მას თავის ტკივილის მიზეზი იწვევს.

საღამოობით როცა ქარი ქრის და უზრო მგრძნობიარობის გარეშე ვუყურებ, შენობას რომელიც ჩემშია, ამაზე ცრემლი არ მომდის. ცრემლი ბოლით გაკვამლულ ოთახში მომდის. ხოდა ეხლა რაღამც ქარია, რომელიც ისე ანგრევს ყველაფერს, რომ სირაქლემასავით ქვიშაში ჩამალვა მოგინდება,დროა უაზრობის და ბინდის გვერდზე გადადების. ჩემი უაზრობა გაუაზრებელი დღეებით და მერი პოპინსის კითხვით გრძელდება.მე შენ მიყვარხარ ძვირფასო მერი, მაგრამ შენზე მეტად თიმ ტალერი-ბიჭი რომელმაც სიცილი დაკარგა,ის მიყვარს. ჰოდა მონოტონური სკოლის შემდეგ ქარიან ფანჯრებთან ვზივარ და ზაფხულის დადგომას ველოდები. დახეული ორდინალობით და ალუბლით  მოთხუპნული ტუჩებით.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s