შორენა სამი დღეა, ბლოგს მირემონტებს. შორენა ჩემი დაა! უფროსი და! უფროსი დები, ზრუნავენ, უმცროს დებზე. მე ყველაზე უმცროსი ვარ.უმცროსობა იმით არის კარგი,რომ რომელ ტანსაცმელსაც, გინდა იმას მოირგებ. თუმცა , ჩემს შემთხვევაში ეს არ გამომდგომია! ეს იქეთა ამბავია – მთლად შორი არა, მაგრამ მაინც შორი ამბავი.  ხოდა პატარაობა-უმცროსობა-ნაკლებობა, იმითაა კარგი, რომ  დები, გირემონტებენ ბლოგს,გასწავლიან რომელი ტანსაცმელი  რომელს უხდება, გიშრობენ თმებს  და ისე გაცმევენ , როგორც თოჯინას ვიტრინაში.თუმცა, ამ აქსესუარების გარდა, გასწავლიან როგორ უნდა მოექცე  ბიჭს, რომელმაც გაწყენინა. ღირს თუ არა მის მიმართ “მკლავის გამამაცურება” და მოკლედ კიდევ ბევრ სხვა დეტალს. არასდროს, არ მიყვარდა  ზღაპრების კითხვა. მეჩვენებოდა, რომ ძალიან მოკლეები იყვნენ. იმ ხალხს კი ვისაც უყვარდა რეალისტებად არ მივიჩნევდი. არ მახსოვს თოჯინებით თამაში, თუმცა როგორც მაშინ, ეხლაც მაბოდებს თოჯინებზე და ყველაფერზე რასაც ოდნავი სული  და სულიერება აქვს. პირველ კლასში, როცა ჯერ კიდევ, პატარა ბავშვები ვართ და  მერვე სართულზე გადმომდგარ, ბიჭს ხელსგულებით  კოცნას ვუგზავნით, რადგან ეს “სადღაც’ვნახეთ და ძალიან მოგვეწონა…დიდი იმედებით წავედი ჩემს კლასელთან. კურდღლის ტყავის ბეწვის გადასაცვლელად თოჯინაზე. გარიგება არ შედგა! ბეწვი, მეტისმეტად პატარა  და თეთრი იყო, თოჯინა კი მეტისმეტად დაჩხაპნილი. ეს მის შემდეგ იყო როცა მზეს შევუყვარდი. მას იმდენად შევუყვარდი, რომ სხივები გამომიგზავნა,მისი კაშკაშა სხივები. თავი სკდებოდა! მაშინ მაჩუქეს თოჯინა.ეხლა არ ვიცი, სად არის. დედაჩემმა, ბებიაჩემთან წაიღო, ბებიაჩემმა კი, იმ ბავშვებს მისცა, რომელთაც არ ჰქონდათ. ცოტა დამწყდა გული. ბლომად დამწყდა გული. დედაჩემის მოსვლა ამ თოჯინით ვიგრძენი და მზის სხივებიც ამით გაფრინდნენ სახლში. მაგრამ აწი, იმ ბავშვებს, გაუმაგრებს გულს. მათში ჩაადუმებს, იმ გრძნობას რომელიც, ყველას თან დაჰყვება. ნაღველივითაა და როგორც კი მიზეზს, გზას და საშუალებას  ნახავს ეგრევე , რომ იწყებს რეაქციას და ამოდის! ამოდის და ცუდად ხარ! ამოდის და გული გტკივა! ამოდის და ცუდად ხააარ, ამოდის და მარტო ხარ! მარტოსულობის გრძნობა.გრძნობა, რომლითაც ვიბადებით და ვკვდებით. ვიღვიძებთ და ვიძინებთ. და გრძნობა, რომლის გარეშე, ვერასოდეს ვიგრძნობთ, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის ბედნიერებას. რადგან, სიბნელეს  მოსდევს  სინათლე, რომელიც გვიხარია. გვიხარია, რომ არის, სინათლე  და ეს სინათლე, სიბნელიდან გამომდინარეობს. და რომ არა სიბნელე სინათლე არ იქნებოდა! და მხოლოდ, სინათლე რომ იყოს, მისი ყოფნის ბედნიერებას, ვერ შევიგრძნობდით.   ამიტომ მე მიყვარს მარტოსულობა.მიყვარს იმიტომ რომ, მე არ ვარ მუდმივი მოხმარების საგანი. რადგან, მე ვიღიმი და ვწუხვარ,  ვტირი და მიხარია,რადგან მე ზეცა ვარ, მასავით ცვალებადი.მარტოსულობა კი, ჩემი ერთ-ერთი თვისებაა, რომელიც ჩემს ზეციურობას უსვამს ხაზს.

Advertisements

2 thoughts on “თოჯინა ვიტრინაში

  1. მეც უფროსი და მყავს და მიუხედავად იმისა,რომ ჩვენი აზრები და ფიქრები ერთმანეთს უმეტესწილად არ ემთხვევა ხოლმე,ის მაინც ჩემი ერთადერთია და ძალიან მიყვარს ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s