მზე დიდხანს ფიქრობდა, დარჩენილიყო   სახურავის შიგნით, თუ გარეთ გამოსულიყო, მზეს არ უყვარდა ბევრი “თუ”-ები, ამიტომ წესად ირჩევდა იმას, რას რაც წესი არ იყო. ამიტომ არავის გაუკვირდა, როცა მზე სახურავებს მიადგა და ჩაის მზადება დაიწყო. პირველ რიგში თავისთავისთვის, შემდეგ სხვებისთვის, ისევ სხვებისთვის და ამასობაში მთვარეც ამოვიდოდა.  მზე კი ამ დროს სხვა პლანეტაზე გაანათებდა დღეს. თუ ოდესმე გიცხოვრია სახურავის ქვეშ, თუ გიგრძვნია სხეულის ავსება მზით… მაშინ  იმასაც წარმოიდგენ, როგორია იჯდე მზით გარემოცულ ქუჩაზე, სხვები სხვაგან იყონ, შენ კი მარტო და ფიქრობდე: მიუხედავად იმისა რომ მზე არის მზე, მიუხედავად იმისა, რომ მზეს უნდა ყავდეს მეგობარი,  მზე სულია…!? მზე არის მარტო!     მას განაჩენი გამოტანილი აქვს და თუ ძალიან მოინდომებ ამ ყველაფრის შეცვლას, მაშინ შენ თვითონ უნდა გახდე მისი მეგობარი. მზე ცხოვრობდა დედამიწაზე. მზეს სახელი ერქვა ესეთი, თორემ ადამიანი იყო. დედამიწა ცხოვრობდა ხალხში. დედამიწას იმდენი ფიქრი და საზრუნავი ჰქონდა, რამდენიც არცერთ ადამიანს! დედამიწა არ იყო მარტო, მას ბევრი საქმე ჰქონდა. ის ანათებდა და აქრობდა ჩირაღდნებს. კეტავდა და უშვებდა წყალს. ადგენდა და აფორმებდა ამინდის პროგნოზს, ურჩევდა, ვის რა ქურქი ჩაეცვა. გასცემდა მოწყალებას,  კიდევ იღებდა, თუმცა ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იცოდა. ამბობდა კომპლინტებს,  კიდევ იღებდა, თუმცა მაინც არ იცოდა, რატომ ელოდა ესე სულმოუთქმელად თვის დასასრულს და კომპლიმენტებს. დედამიწა ცოდო იყო, ცოტა ბრიყვი, ცოტათი გულუბრყვილო, მაგრამ მაინც მხიარული და კმაყოფილი. მზე ფიქრობდა დედამიწასთან მეგობრობაზე- ოღონდ მზის მარტოსულობა დედამიწისაზე ბევრად დიდი იყო, მიწა ამდენს ვერ დაიტევდა.    ეხლა კი მზე მარტო იჯდა სახურავებს შორის – ქვეშ და ფიქრობდა, ამოსულიყო თუ არა. ფიქრობდა და მღეროდა,  ვინმე იტყვის,  მზეს რომ სიმღერა შეეძლოს დაგვაყრუებდა!  მაშინ მზის სხივების თამაშს დააკვირდით.  მზე კი მღეროდა და ფიქრობდა. ფიქრობდა და მღეროდა: ადამიანები ამბობენ ,,დიახს”,  ამბობენ ,,გმადლობთ”–ს,  ამბობენ იმას, რომ ქვეყნად არ არის არცერთი სიტყვა რომელიც სჯობდეს “მადლობა”ს,  მადლობა არის დილის ნამი თაკარას შენდეგ, თბილი სუჩუმე ხმაურის შემდეგ, ტკბილი კოცნა ვარსკვლავთქცეულებს, მადლობა მას ვინც  სინათ–…ხო, აი აქ უკვე ზედმეტი მომივიდა . შეწყვიტა მზემ სიმღერა და ალუბლიან ჭიქას წალი დაასხა და მერე ერთ-ერთ ჟურნალს დახედა,  რომელზეც არასრულფასოვნების სინდრომით მკვდარ კაცზე იყო ლაპარაკი. დიდი არაფერი,  წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ან ხუთჯერ არასრულფასოვნების სინდრომით შეპყრობილი ადამიანები თავს იკლავდნენ. ხიდიდან ხტებოდნენ, მათი აზრით ესე უფრო მალე აივლიდნენ კიბეს, პოპულარობასაც იოლად აიღებდნენ და შემდეგ ქალქში დიდხანს ილაპარაკებდნენ, რომელს უფრო კარგი ჯინსი, მაკიაჟი ჰქონდა, ან რომელ მაღაზიაში იყიდა ასეთი ნახმარი, მაგრამ საკაიფო ჩუფჩები. მაგრამ ეხლა მზეს ეგ ამბავი ქინძზე ეკიდა  და მარტო იმას ფიქრობდა ამოსულიყო თუ არა. და ამოვიდა, გაანათა, გააბრდღვიალა აქაურობა- გაბრაზებული იყო . ისეთი გაბრაზებული, საკუნეში ერთხელ რომ მოუვლის- მისი სიმღერისთვის დასასრული ვერ მოეფიქრებინა! გაანათა ქუჩები, მოცეკვავე გოგონებსაც აუჟღურტულა სხივები, გაანათა ყველა ქუჩა მათი ასპექტებით და პროპორციებით, ყველა რკინიგზის და ყველა ღარიბთა ქუჩა, რადგან ძველიდან მოდის ,,ვარდთა ნეხვთა ვინთაგან მზე სწორად მოეფინების”. და უცებ, ერთ ქუჩაზე შეჩერდა; ხალხი იდგა ქალში, ქალი იდგა მზეში, ხალხი იდგა ქალში და არ ესმოდათ, რას ამბობდა იგი. მზე უფრო ახლოს მიიწია.  ქალი ჩურჩულებდა,  ქალი ამბობდა,  ქალი თხოვდა,  ქალი ბრძანებას აძლევდა:  ,,მზეო გთხოვ გამათბე, გთხოვ სითბო მომეცი მაგ ვარდისფერი ხელებით,  მაგ კეთილი თვალების გამო.  მომეცი სინათლე, არ დაიშურო ჩემთვის ის, რაც სხვისთვის არ დაგიშურებია, არ დაგიმადლებია. მომეცი ღმერთო სხივი, რომ ამ სხივით ის გითხრა, რასაც მთელი სიცოცხლე ველოდი რომ გეტყოდნენ, მადლობა მზეო, მადლობა რომ გვათბობ, მადლობა რომ სულს გვინათებ! მადლობა რომ არ გვტოვებ, მადლობა რომ ფიქრები ცაში აგაქვს, მადლობა რომ ჩვენზე ფიქრობ, მადლობა რომ იმედს გვაძლევ, მადლობა იმისთვის რასაც აკეთებ, მადლობა რომ ამდენი წელია ესე ძლებ, ნუ ტირი მზეო, ნუ ტირი იმ ცრემლებით, რომლებსაც ხვალ სხივობა უნდათ- ხვალ სიცოცხლე უნდათ, ნუ ტირი მზეო… მზე კი იდგა და ტიროდა. იდგა და ტიროდა. საინფორმაციოებში კი აცხადებდნენ, რომ მზეზე აფეთქებები ხდებოდა. მზე ტიროდა ,ეხლა კი მხოლოდ ვარდს ეფინებოდა სინათლე. მზე ტიროდა, მზე ფიქრობდა და თავისთან მიჰყავდა ის, ვინც მზე იცოდა,  ვინც სიცოცხლე იცოდა და ვინც სინათლე იცოდა.  ყველა ძვალი ჩაქრა, ყველა ნერვი ჩაიფერფლა, ერთადერთი რაც ახლა მზეს რჩებოდა, სახურავებს შორის, მათ უკან ჩასვლა, ჩაქრობა და სიმღერის დასრულება იყო.

Advertisements

3 thoughts on “სახურავებს შორის

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s